Connect with us

ჯანმრთელობა

7 დაავადება, რომელიც ალცჰაიმერის სინდრომის განვითარების რისკს ზრდის

ალცჰაიმერის დაავადება ხანდაზმულ ასაკში ყველა კოგნიტური დარღვევის მეტნაკლებად ყველაზე გავრცელებული მიზეზია. მასზე მეხსიერების და აზროვნების ასაკობრივი დარღვევის ყველა შემთხვევების 70% მოდის, რომელიც 65 წელს ზემოთ ადამიანებს აწუხებთ. მეცნიერებმა ამ დაავადებაზე გამარჯვება დღემდე ვერ შეძლეს, ასევე დარწმუნებით არ იციან, თუ ზუსტად რომელი ფაქტორები იწვევენ მის განვითარებას. თუმცა უკვე დამტკიცებულია, რომ გარკვეულ დაავადებებსა და ალცჰაიმერის დაავადების გაზრდილ რისკს შორის კავშირი არსებობს. თუ თქვენ ან თქვენს ახლობლებს ეს დაავადებები აწუხებს, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ და ალცჰაიმერის პროფილაქტიკას დიდი ყურადღება დაუთმოთ. რაც მთავარია, მეგობრებთან და ახლობლებთან ბევრი დრო გაატარეთ, რადგან ყველა კვლევა ამტკიცებს, რომ ეს ყველაზე ეფექტური მეთოდია დაავადების თავიდან ასაცილებლად ან შესაფერხებლად.

ანემია

ამ დაავადების დროს სისხლში ძალიან ცოტა ერითროციტია – უჯრედი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში ჟანგბადის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. სწორედ ამით აიხსნება ანემიის მთავარი სიმპტომი – მუდმივი დაღლილობის შეგრძნება. გარდა ამისა, ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია სისუსტე, ქოშინი, ცივი კიდურები. რამდენიმე კვლევამ ანემიასა და ალცჰაიმერის განვითარების მაღალ რისკს (40%-ით მეტი) შორის კავშირი დაადასტურა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ტვინში ჟანგბადის დეფიციტს უკავშირდება, რამაც შეიძლება ისეთი დაზიანება გამოიწვიოს, როგორიც ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტებში შეინიშნება.

დეპრესია და შფოთვა

დათრგუნული მდგომარეობა, დეპრესია და გაზრდილი შფოთვა – ალცჰაიმერის დაავადების ერთ-ერთი ნაადრევი სიმპტომია. ზოგიერთი კვლევა ადასტურებს, რომ ეს მდგომარეობა შეიძლება დაავადების განვითარების ტრიგერი იყოს. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, კორტიზოლს, რომელიც დეპრესიის დროს აქტიურად იწარმოება, ტვინის დაზიანება და ალცჰაიმერის სინდრომის განვითარება შეუძლია. ამავდროულად მკვლევარები ვარაუდობენ, რომ დროთა განმავლობაში ზოგიერთი ანტიდეპრესანტი შეიძლება დაავადების განვითარების შესაფერხებლად იქნას გამოყენებული. საქმე ეხება განსაკუთრებულ ცილას, ანტიამილოიდს, რომელიც ანტიდეპრესანტის შემადგენლობაში შედის და რომელმაც, როგორც მეცნიერები იმედოვნებენ, შეიძლება დაავადების განვითარება შეაჩეროს.

შაქრიანი დიაბეტი

კიდევ ერთი სერიოზული რისკ-ფაქტორი, რომელსაც ალცჰაიმერის განვითარების რისკის გაზრდა შეუძლია – შაქრიანი დიაბეტი. პირველ რიგში, ეს დაავადება რამდენიმე მნიშვნელოვან ორგანოში, მათ შორის ტვინში, სერიოზულ ანთებით პროცესებს იწვევს. მეორეც, დიაბეტი ქმნის მდგომარეობას, რომელიც ინსულტის რისკს ზრდის. ეს კი ალცჰაიმერის განვითარებას ხელს უწყობს.

ღრძილების დაავადებები

გინგივიტი და პაროდონტიტი – ღრძილების დაავადებები, რომლებიც პირის ღრუში პათოგენების დაგროვებით არის გამოწვეული. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბაქტერიები საკმაოდ მოძრავია და შეიძლება სხვა მნიშვნელოვან ორგანოებში, მათ შორის გულსა და ტვინში მოხვდნენ. საბედნიეროდ, ღრძილების დაავადებებთან ბრძოლა მარტივია, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადების პროფილაქტიკის სახით.

სმენის დარღვევა

სმენის დარღვევა ან დაკარგვა ტვინის დაზიანებას არ იწვევს, მაგრამ შეიძლება დემენცია დააჩქაროს. აშშ-ს ასაკობრივი პრობლემების ეროვნული ინსტიტუტის სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ სმენის დაკარგვასა და დემენციის განვითარების მაღალ რისკს შორის კავშირი არსებობს.

ჰერპესი და სხვა ინფექციები

ბევრი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ქრონიკულ ინფექციებსა (მაგალითად, ჰერპესი) და ალცჰაიმერის განვითარების მაღალ რისკს შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ამასთან მკვლევარები გვახსენებენ, რომ 50 წლის ასაკისთვის თითქმის 90% ჰერპესის ვირუსის მატარებელი ხდება და გვირჩევენ არ ვინერვიულოთ, თუ დრო და დრო ავად გავხვდებით. ჩვენს ჯანმრთელობას ნამდვილად დიდ ზიანს ხშირი სურდო ან სხვა ვირუსული დაავადება აყენებს.

მაღალი არტერიული წნევა

მაღალი არტერიული წნევა ერთ-ერთი სერიოზული ფაქტორია, რომელიც ალცჰაიმერის განვითარების რისკს ზრდის. საქმე იმაშია, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნებისმიერმა დაავადებამ შეიძლება ტვინში სისხლის მიმოქცევა და ჟანგბადის მიწოდება დაარღვიოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არტერიული წნევა გააკონტროლოთ და ექიმს მიმართოთ, თუ გარკვეული ხნის განმავლობაში წნევა მაღალი რჩება.