Connect with us

ჯანმრთელობა

7 საუკეთესო პროდუქტი თქვენი ღვიძლისთვის. რეგულარულად მიირთვით, თუ ცხიმიანი კერძები გიყვართ

ღვიძლი სხვადასხვა მნიშვნელოვან ამოცანას ასრულებს. თუ ორგანო ცუდად მუშაობს, ყველაფერი ორგანიზმზე აისახება.

ღვიძლის ნორმალური მუშაობისთვის აბების დალევა აუცილებელია არაა. საკმარისია, თქვენი რაციონი გარკვეული პროდუქტებით გაამდიდროთ.

1. ჯვაროსანი ბოსტნეულები

ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო თავისი გემოთი და უჯრედისის მაღალი შემცველობით ცნობილია. გარდა ამისა, მდიდარია სასარგებლო მცენარეული ნაერთებით, რომლებიც ღვიძლს დაზიანებისგან იცავენ და ფერმენტების დონეს ზრდიან.

2. გრეიფრუტი

გრეიფრუტი 2 მთავარ ანტიოქსიდანტს შეიცავს: ნარინგენინებსა და ნარინგინებს, რომლებიც ღვიძლს დაზიანებისგან იცავენ და ანთებას ამცირებენ. ის ცხიმის მწველი ფერმენტების წარმოებას სტიმულირებს.

3. ნიორი

2016 წელს ჟურნალში Advanced Biomedical Research-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნივრის მოხმარება ცხიმის შემცველობას და სხეულის მასას ამცირებს.

4. მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი მჟავე სტრესს ებრძვის, ორგანიზმში ცხიმის ზოგად შემცველობას და ღვიძლის დაავადების ნიშნებს ამცირებს.

5. კაკალი

კაკალი შეიცავს E ვიტამინს, უჯერ ცხიმოვან მჟავებსა და ანტიოქსიდანტებს. ეს ნაერთები ღვიძლის დაავადებას აფერხებენ, მჟავე სტრესსა და ანთებას ამცირებენ.

6. წითელი და იისფერი კენკრა

მაყვალი, მოცვი, შტოში შეიცავენ ნაერთების ჯგუფს, რომელთაც პოლიფენოლებს უწოდებენ. ეს ნაერთები ღვიძლის უჯრედებს დაზიანებისგან იცავენ და ანტიოქსიდანტებით ავსებენ, რომ თავისუფალი რადიკალების რაოდენობა შეამცირონ.

7. წყალი

ტკბილი სასმელის ნაცვლად წყლის დალევა ჩვევად გქონდეთ. გაოცებული დარჩებით, თუ ყოველდღე რამდენი კალორიის თავიდან აცილებას შეძლებთ.