ჯანმრთელობა
7 სამკურნალო ბალახი თქვენი სამზარეულოდან წონის დასაკლებად და იდეალური ფორმების მისაღებად
არასწორი კვება, მუდმივი სტრესი, ცუდი ეკოლოგია, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი – ყველა ეს პრობლემა ასე თუ ისე ზედმეტ კილოგრამებს უკავშირდება. პლანეტის მოსახლეობის 50% ჭარბი წონით იტანჯება. ჭარბი წონა მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არაა. პირველ რიგში, ეს ბევრ სერიოზულ დაავადებას იწვევს. ზედმეტი კილოგრამების მოშორება რთულია, მაგრამ მასთან გამკლავება შესაძლებელია. Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ გასახდომ მცენარეებს, რომელთაც თქვენს სამზარეულოში იპოვით.
ბალახები თქვენი სამზარეულოდან ჭარბი წონის წინააღმდეგ
გასახდომი საკვები დანამატები და სასწაულმოქმედი მედიკამენტები მაცდუნებელია, მაგრამ ხშირად უბრალოდ ტყუილია. თუ ზედმეტი კილოგრამების მოშორება ბუნებრივად გსურთ, სხვა ვარიანტებს გთავაზობთ.
ზოგიერთი პოპულარული ბალახი, რომელსაც კერძებს ან ჩაის დაუფიქრებლად უმატებთ, წონის დასაკლებად უფრო ეფექტურია, ვიდრე ფიქრობთ. თქვენ ფართო არჩევანი გაქვთ: დაწყებული პიტნით და დამთავრებული ოხრახუშით.
წონის შემცირება ჰორმონალური ბალანსის აღდგენით, გაზების შემცირებთ, საჭმლის მონელების გაუმჯობესებით და ბევრი სხვა გზით შეიძლება. ნაცნობი მცენარეები გააკეთებენ ყველაფერს, რაც საჭიროა, და გააკეთებენ იმას, რისი იმედიც აღარ გაქვთ.
ალბათ, გსმენიათ, რომ სანელებლები გასახდომად შესანიშნავი საშუალებაა, მაგრამ იცით, რომელი მწვანილი დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში? მხედველობაში გვაქვს არა მხოლოდ ეგზოტიკური მცენარეები, რომელთა პოვნაც მხოლოდ აიურვერდის და ტრადიციული ჩინური მედიცინის მცოდნეებს შეუძლიათ.
ვსაუბრობთ ისეთ მცენარეებზე, რომელთაც თქვენს სამზარეულოში იპოვით. მაგალითად, ოხრახუში ან თქვენი საყვარელი თავშავა და როზმარინი. ისინი საჭმლის მონელებას აუმჯობესებენ, მეტეორიზმს და სითხის შეკავებას ამცირებენ, მადას აქვეითებენ. ბალახები დაგეხმარებათ იმ ავი ბედის გადალახვაში, რაც სანუკვარი მიზნის მიღწევაში ხელს გიშლით.
7 სამკურნალო ბალახი გასახდომად
1. ოხრახუში
ოხრახუში არა მხოლოდ არომატული სანელებელი, არამედ ზედმეტი კილოგრამების წინააღმდეგ თქვენი მოკავშირეა. როგორც ბუნებრივი შარდმდენი სითხის შეკავებით გამოწვეულ შებერილობას ამცირებს. საკვები ბოჭკოების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და ნაწლავების მოძრაობას აძლიერებს.
ოხრახუშის ეთერზეთი, ევგენოლი, სისხლში შაქრის დონეს ამცირებს. ოხრახუში დიაბეტიკებს წონის კლების პროცესის მართვასა და სისხლში შაქრის დონის გაკონტროლებაში ეხმარება.
2. როზმარინი
როზმარინი სავსეა ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ანთების საწინააღმდეგო თვისებებს ფლობენ და სისხლში შაქრის დონეს აკონტროლებენ. ეს ყველაფერი როზმარინს წონის შესამცირებლად და დარღვეული ცვლის პროცესების აღსადგენად კარგ საშუალებად აქცევს. როზმარინში შემავალი კარნოზის მჟავა სიმსუქნესთან საბრძოლველად ყველა აუცილებელ თვისებას ფლობს.
3. თავშავა
მცენარე მდიდარია ისეთი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, როგორიცაა პოლიფენოლები და ფლავონოიდები, რომლებიც ფერმენტების DPP-IV (დიპეპტიდილ პეპტიდაზა IV) და PTP1B მოქმედებას თრგუნავენ. ეს ფერმენტები ინსულინის წარმოებასა და მის აქტივობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ.
კვლევებით დადგენილია, რომ თავშავა და მაიორანი ამ ფერმენტების დასათრგუნად ერთ–ერთი საუკეთესო მცენარეებია, რაც მათ დიაბეტის სამკურნალოდ შესანიშნავ საშუალებად აქცევს. სისხლში შაქრის დონის და ნივთიერებათა ცვლის დარეგულირება დიაბეტიკებს წონის გაკონტროლებაში ეხმარება.
ასევე თავშავა ყაბზობას, ნაწლავების შებერილობას წარმატებით ებრძვის, ნაღვლის გადინებას აუმჯობესებს და ამით საჭმლის მონელებას აწესრიგებს. თავშავას არომატიც კი დაკლებაში დაგეხმარებათ, რადგან სეროტონინის, ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებას ხელს უწყობს. გამოდის, „სტრესს შეჭამთ“.
4. პიტნა
პიტნას მენთოლის გამაჯანსაღებელი სუნი და გემო აქვს, რომელიც მენთოლის ყინულკარამელში, საღეჭ რეზინასა და კბილის პასტაში გვხდება. იცით თუ არა, რომ პიტნის სუნი მადას აქვეითებს?
სავარაუდოდ, წახემსებების შემცირებით კალორიების მიღებასაც შეამცირებთ, ამრიგად პიტნა ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლაში შეუცვლელია.
პიტნის ზეთი კუჭის მოუნელებლობის, მაღალი მჟავიანობის და გაზრდილი მეტეორიზმის დროს დაგეხმარებათ. საჭმლის მომნელებელი სისტემის დარეგულირება მკვებავი ნივთიერებების ათვისებას ხელს უწყობს.
ნაკლები ჭამით უფრო მეტს ვიღებთ. კვლევებმა დაამტკიცა, რომ პიტნა ეფექტური საშუალებაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს, რომელიც კუჭის დისკომფორტს და შებერილობას იწვევს.
5. ხუჭუჭა პიტნა
თუ ჭარბი წონის პრობლემები ჰორმონალური დისბალანსით ან პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომით არის გამოწვეული, ხუჭუჭა პიტნა დაგეხმარებათ. ესტროგენის დაბალი დონე შეიძლება მენოპაუზის პერიოდში წონის მატების მიზეზი იყო. ხუჭუჭა პიტნა ამ ჰორმონის დონეს ბუნებრივად ზრდის.
სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ ხუჭუჭა პიტნის ფოთლებით მომზადებული ჩაი თავისუფალი ტესტოსტერონის დონეს მნიშვნელოვნად ამცირებს და ესტრადიოლის, ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის, და ლუტეინიზირებული ჰორმონის დონეს ზრდის. ჰორმონალური ბალანსის აღდგენა არა ერთი კილოგრამის გაქრობას ხელს უწყობს.
6. სალბი
სტრესი თანამედროვე ცხოვრების თანმდევი ნაწილია. სამწუხაროდ, თუ სტრესს უგულებელყოფთ და შფოთვის და პრობლემების ტყვეობაში დარჩებით, სტრესი ზედმეტ კილოგრამებად გადაიქცევა. ჯანსაღი რაციონის მიუხედავად სტრესი წონის მატების ერთ–ერთი მიზეზია.
კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის, დონის ზრდა მაშინვე სისხლში შაქრის მატებით ვლინდება, რაც ცხიმის დაგროვებას, შესაბამისად, ზედმეტი კილოგრამების მატებას ხელს უწყობს.
რაც ყველაზე ცუდია, სტრესი მადას აძლიერებს. თქვენ უფრო მეტს ჭამთ, ვიდრე გჭირდებათ, თითქოსდა „სტრესის შეჭმას“ ცდილობთ. სალბი ამ პრობლემასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ, შფოთვას შეამცირებს, გონებას და სხეულს დაამშვიდებს. ცოტა სალბი საკვებს დაუმატეთ და ჩაი მოადუღეთ.
7. ლამინარია
თუ იოდის დეფიციტმა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები გამოიწვია, წყალმცენარე ლამინარია დაგეხმარებათ. ის ბევრ იოდს შეიცავს, რაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციებს აუმჯობესებს. როგორც ცნობილია, ჰიპოთირეოზის დროს ნივთიერებათა ცვლის პროცესები ნელდება.
ეს მაშინვე ჭარბი წონის მატებით თავს იჩენს. თუ ჭარბი წონა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობით არის გამოწვეული, ლამინარია დაგეხმარებათ.
ბოლოს აღვნიშნავთ, რომ მოხდენილი ფორმების მიმავალი გზა არა ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლით, არამედ მათი დაგროვების მიზეზის გამოკვლევით უნდა დაიწყოთ. თანამედროვე გამოკვლევებით შეამოწმეთ, თუ როგორ მუშაობს თქვენი ორგანიზმი. ეს ჯანმრთელობისკენ, შესაბამისად, მოხდენილი ფორმებისკენ გადადგმული ყველაზე სწორი ნაბიჯია.