Connect with us

ჯანმრთელობა

7 პროდუქტი, რომლებიც ორგანიზმს მედიკამენტებზე უკეთ წმენდენ

ორგანიზმის გაწმენდის მწვავე საკითხი ზოგჯერ აბსურდამდე მიდის. უამრავი ზეთი, ლიმონის წვენი და მედიკამენტი ბევრს საავადმყოფოს საწოლზე აწვენს. სჯობს დაფიქრდეთ და ყურადღება ჩვეულებრივ პროდუქტებს მიაქციოთ, რომლებიც ორგანიზმს ნებისმიერ მედიკამენტზე უფრო ძლიერად ასუფთავებენ და ამასთან მას ზიანს არ აყენებენ.

რით უნდა ვიკვებოთ, რომ ორგანიზმის ძლიერ გაწმენდას მივაღწიოთ?

თეთრი კომბოსტო

კომბოსტო ბევრ საკვებ ბოჭკოს შეიცავს, რომლებიც მძიმე ლითონებსა და ტოქსინებს აკავშირებს და მათ ორგანიზმიდან გამოდევნის. კომბოსტო ორგანულ მჟავებსაც ფლობს, რომლებიც საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენენ და მიკროფლორას არეგულირებენ. ეს ყველაფერი არაა. მასში იშვიათი, U ვიტამინი შედის, რომელიც მავნე ნივთიერებებს ანადგურებს, ვიტამინების სინთეზში მონაწილეობას ღებულობს და ჭრილობის შეხორცებას ხელს უწყობს.

როგორ მივიღოთ: შეგიძლიათ ახალი ან მჟავე კომბოსტო მიირთვათ, ან მისი წვენი დალიოთ.

წითელი ჭარხალი

წითელი ჭარხალი ორგანიზმის გამწმენდი № 1 საშუალებაა. პირველ რიგში, ჭარხლის შემადგენლობაში შედის უჯრედისი, სპილენძი, ფოსფორი, C ვიტამინი და მთელი რიგი სასარგებლო მჟავები, რომლებიც საჭმლის მონელებას აუმჯობესებენ და ნაწლავებში ლპობის ბაქტერიებს კლავენ. მეორე მხრივ, მასში შედის ლიპოტროპული ნივთიერება „ბეტაინი“, რომელიც ღვიძლს ტოქსინების გამოდევნაში ეხმარება. ასევე, ჭარხალი ფოლიუმის მჟავის (უფრო მეტ ახალ უჯრედს ქმნის) და კვარცის (კანის, თმის და ფრჩხილების მდგომარეობას აუმჯობესებს) დახმარებით ორგანიზმის გაახალგაზრდავებას ხელს უწყობს.

როგორ მივიღოთ: მოხარშული, შეგიძლიათ ბორშის წვნიანში, ან სალათის სახით. ასევე მისი წვენი დალიეთ.

ნიორი

ნივრის ერთი კბილი 400-ზე მეტ სასარგებლო კომპონენტს შეიცავს. ეს ნივთიერებები სისხლძარღვებს წმენდენ, სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებენ და ტვინის სიმსივნის მიზეზებს (მულტიფორმული გლიობლასტომას უჯრედები) კლავენ. ჭიებს, დიფტერიას და ტუბერკულოზის ჩხირებს ანადგურებს!

როგორ მივიღოთ: სჯობს ნედლი სახით ან დაქუცმაცებული მიირთვათ.

ხახვი

ხახვში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიტონციდებია, რომლებიც ეთერზეთებში ინახება. ფიტონციდები მხოლოდ რამდენიმე წამში უამრავ ბაქტერიას და სოკოს ანადგურებენ. ხახვი საჭმლის მონელებას და საკვების ათვისებას, ასევე მადას აუმჯობესებს. ის დიდი რაოდენობით გოგირდს შეიცავს, რომელიც აუწყლოებს და ყველაფერ „მავნეს“ ანადგურებს.

როგორ მივიღოთ: ჩვეულებრივი ნედლი სახით სალათებში ან სპირტზე დაყენებული. ასევე კოსმეტიკური ნიღბები აკნეს საწინააღმდეგოდ.

ვაშლი

ვაშლი პექტინებისა და უჯრედის წყალობით საჭმლის მომნელებელ სისტემას არეგულირებს. მათ წიდები და ტოქსინები ორგანიზმიდან გამოაქვთ. ვაშლი მადას აუმჯობესებს, კუჭის წვენის გამომუშავებას ხელს უწყობს და ყაბზობას მოგაშორებს. ვაშლი A სახეობის სურდოს, დიზენტერიულ ბაქტერიებს და ოქროსფერ სტაფილოკოკს გაანადგურებს.

როგორ მივიღოთ: ჩვეულებრივ ნედლი სახლით და მხოლოდ კანიანად, ასევე შესაძლებელია წვენის და გახეხილი „ფაფის“ , ასევე კომპოტის სახით მიღება.

ავოკადო

ბევრმა, სამწუხაროდ, ამ „სამხრეთული“ ხილის თვისებების შესახებ არაფერი იცის. და სულ ტყუილად. ავოკადო დიდებულ ნივთიერებას „გლუტატიონს“ შეიცავს, რომელიც სახიფათო კანცეროგენებს ბლოკავს, ამასთან ღვიძლის „განტვირთვას“ ხელს უწყობს. ავოკადო სისხლში ქოლესტერინის დონეს არეგულირებს, საჭმლის მონელების სისტემას ხელს უწყობს და ორგანიზმს ჟანგბადით ავსებს.

როგორ მივიღოთ: ჩვეულებრივ ნედლი სახით ჭამენ ჩირის ან „ზეთის“ სახით.

შტოში

შტოში ერთ-ერთი ძლიერი „ბუნებრივი“ ანტიბიოტიკი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა! შტოში შარდის ბუშტს და საშარდე გზებს მავნე ბაქტერიებისგან წმენდს. შტოში სიმსივნის უჯრედების წარმოქმნას ხელს უშლის, ასევე სისხლძარღვებს თრომბისა და ქოლესტერინის ფოლაქებისგან წმენდს.

როგორ მივიღოთ: შტოშს ნედლი სახით შაქართან ერთად ან მორსის, წვენის ან მოხარშულის სახით მიირთმევენ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.