ჯანმრთელობა
7 პროდუქტი, რომელიც ორგანიზმს მედიკამენტებზე უკეთ წმენდს
ორგანიზმი რომ გაწმინდოთ და მოხდენილი ფორმები მიიღოთ, სხვადასხვა დიეტების დაცვა აუცილებელი არაა. ასეთი დიეტები ზოგჯერ ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. უბრალოდ გაწმენდის პროცესი უნდა გააქტიუროთ. ამისთვის Alltime.ge–ს რედაქცია ნატურალური პროდუქტების გამოყენებას გირჩევთ. აი, 7 პროდუქტი, რომელიც ორგანიზმს იმაზე უკეთ წმენდს, ვიდრე მედიკამენტები.
1. შტოში
შტოში ერთ–ერთი ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკი და შესანიშნავი ანტივირუსული საშუალებაა. შტოში შარდის ბუშტს შესანიშნავად წმენდს. გარდა ამისა, სიმსივნის უჯრედების წარმოქმნას ებრძვის, სისხლძარღვების თრომბის და ფოლაქებისგან წმენდს.
ორგანიზმი წიდებისგან რომ გაწმინდოთ ახალი შტოში, შაქართან ერთად, წვენის, მორსის ან მურაბის სახით მიირთვით.
2. ავოკადო
ავოკადოში შედის ნივთიერება გლუტათიონი, რომელიც ბევრ სახიფათო კანცეროგენს ბლოკავს და ღვიძლს განტვირთვაში ეხმარება. ავოკადო სისხლში ქოლესტერინის დონეს არეგულირებს, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებს, ორგანიზმს ჟანგბადით ამდიდრებს.
რეკომენდებულია ახალი ავოკადო, ავოკადოს ჩირი ან ზეთი მიირთვათ.
3. ვაშლი
ვაშლი უჯრედისის და პექტინის წყალობით კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობას არეგულირებს. ვაშლი მადას აუმჯობესებს, კუჭის წვენის წარმოებას არეგულირებს, ყაბზობას აქრობს. გარდა ამისა, A გრიპის ვირუსების პათოგენებს, დიზენტერიას, ოქროსფერ სტაფილოკოკს ანადგურებს.
ჩვეულებრივ, ვაშლს უმად მიირთმევენ და მხოლოდ ქერქიანად, ასევე შეგიძლიათ გაწუროთ და გახეხოთ ან კომპოტი გააკეთოთ.
4. ხახვი
ხახვში შემავალი ფიტონციდები ბაქტერიების და სოკოს უმეტესობას წამებში ანადგურებს. უფრო მეტიც, ხახვი საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და მკვებავი ნივთიერებების ათვისებას ხელს უწყობს, მადას არეგულირებს. ხახვი შეიცავს ბევრ გოგირდს, რომელიც „ყველა მავნეს“ ანადგურებს.
რეკომენდებულია ახალი სახით, სალათში ან სპირტიანი ნაყენის სახით მირთმევა.
5. ნიორი
ნივრის მხოლოდ ერთი კბილი 400-ზე სასარგებლო კომპონენტს შეიცავს. ეს კომპონენტები სისხლძარღვებს წმენდენ, სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებენ და ტვინის სიმსივნის გამომწვევ ბაქტერიებს ებრძვიან. ნივრის კომპონენტები კუჭის წყლულის მიზეზს, ქელიკობაქტერს ანადგურებენ. ჭიებს და დიფთერიულ, ტუბერკულოზის ჩხირებს ანადგურებს.
სჯობს ახალი ან დაქუცმაცებული სახით მიირთვათ.
6. წითელი ჭარხალი
წითელი ჭარხალი ორგანიზმის გაწმენდის უნარით ლიდერია. პირველ რიგში, მასში შედის უჯრედისი, სპილენძი, ფოსფორი, C ვიტამინი და მთელი რიგი სასარგებლო მჟავა, რომლებიც კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებენ და ნაწლავებში ჭიების ბაქტერიებს ანადგურებენ. მეორეც, მის შემადგენლობაში შედის ლიპოტროპული ნივთიერება „ბეტაინი“, რომელიც ღვიძლს ტოქსინების უკეთ მოშორებას აიძულებს.
უფრო მეტიც, ჭარხალი ფოლიუმის მჟავის და კვარცის წყალობით ორგანიზმის გაახალგაზრდავებას ხელს უწყობს (კანის, თმის და ფრჩხილების მდგომარეობა უმჯობესდება).
მიირთვით მოხარშული ჭარხალი, მაგალითად, ბორშის წვნიანში, ან ჭარხლის სალათი. მისი წვენიც შეგიძლიათ დალიოთ.
7. თეთრი კომბოსტო
კომბოსტო ბევრ საკვებ ბოჭკოს შეიცავს, რომელიც მძიმე მეტალებს და ტოქსინებს აკავშირებს და ნაწლავებიდან გამოდევნის. კომბოსტო ორგანულ მჟავებს შეიცავს, რომლებიც საჭმლის მონელებაზე დადებით გავლენას ახდენენ და მიკროფლორას აწესრიგებენ.
კომბოსტოში შედის უიშვიათესი U ვიტამინი, რომელიც სახიფათო ნივთიერებებს „კლავს“ და ვიტამინების სინთეზსა და ჭრილობის შეხორცებაში მონაწილეობს.
ახალი ან დამწნილებული კომბოსტო, ასევე გაწურული წვენი მიირთვით.