თავის მოვლა
7 პოპულარული სილამაზის ხრიკი, რომლის გამოყენებაც უნდა შეწყვიტოთ
სილამაზის ინდუსტრია და მეცნიერება ყოველდღე ვითარდება და იზრდება. ყოველდღე ახალ–ახალი ეფექტური საშუალებები იქმნება, რომელთაც ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეუძლიათ. თქვენ კი დღემდე კიტრის ნიღაბს იყენებთ და იმედი გაქვთ, რომ ნაოჭებს მოიშორებთ? ჩვენ 7 ყველაზე პოპულარული სილამაზის ხრიკის ჩამონათვალი შევადგინეთ, რომლებიც უკვე დიდი ხანია მოძველდა და სრულიად უსარგებლოა. დროა, სამუდამოდ დაივიწყოთ!
1. კიტრის ნაჭრები თვალების ქვეშ
კიტრი 95% წყალს შეიცავს. როცა ჯანსაღი იერის მისაღებად კიტრის ნაჭრებს სახეზე ვიდებთ, იგივე ეფექტს ვიღებთ, როგორც ცივი წყლის პროცედურით. მსგავსი შედეგის მისაღებად საკმარისია სველი ბამბის დისკები გამოვიყენოთ. თან კიტრის ნიღაბი მხოლოდ პლაცებო ეფექტს იძლევა, ანუ საკუთარ თავს ეფექტურ შედეგს არწმუნებთ. თუ ნამდვილად გსურთ თვალების ქვეშ შეშუპების მოშორება, სპეციალური პატჩები გამოიყენეთ. ასეთი თვალის პატჩები ანტიოქსიდანტებს, ვიტამინებს, კოლაგენს და ჰიალურონის მჟავას შეიცავენ.
2. კბილების გათეთრება სოდით
თქვენ ალბათ, ხუმრობთ. სოდა ჭუჭყიან ჭიქას ეფექტურად წმენდს, მაგრამ ამის გამო კბილის ემალზე არ უნდა გამოიყენოთ. სახლის პირობებში სოდით გათეთრება კბილის ემალს აზიანებს და შედეგები საკმაოდ მტკივნეულია. თუ კბილების გათეთრება გსურთ, პროფესიონალურ სტომატოლოგს მიმართეთ ან სპეციალური მათეთრებელი ნაკრები შეიძინეთ.
3. ვაკუუმ ქილები ცელულიტის საწინააღმდეგოდ
ცელულიტის საწინააღმდეგო ვაკუუმ ქილები აფთიაქებში იყიდება. თითქოსდა, რა ზიანი უნდა მოგაყენოთ. მაგრამ შედეგად, დუნდულები და თეძოები სისხლჩაქცევებით სავსეა, ხოლო თქვენ – ცრემლებით. იმიტომ, რომ როცა ჩალურჯება გაქრება, ცელულიტი არ შემცირდება. იმიტომ, რომ ცელულიტი ცხიმგროვაა, რომლის მოსაშორებლად კომპლექსური მიდგომაა საჭირო: სპორტი, მასაჟი და სწორი კვება. საერთოდ, ცელულიტის ქონა ნორმალურია და მოშორება საჭირო არაა.
4. ხის მასაჟორი
ალბათ, მსგავსი მოწყობილობა სახლში თქვენც გაქვთ. ადრე ამით ზურგს და კისერს იზელდნენ. ეს მტვრისგროვა მოიშორეთ! ამ უცნაურ ნივთს არანაირი სარგებელი არ მოაქვს. სჯობს უბრალოდ მასაჟზე ჩაეწეროთ, თუ მოდუნება გსურთ.
5. თმის ნიღბები კვერცხით
ოჰ, ეს ცნობილი თმის ნიღბებით ქათმის კვერცხით, კიდევ მდოგვის ან კონიაკის დამატებით. უბრალოდ რაღაც კულინარიული შედევრია! ხოლო შედეგი ხშირად მოლოდინს არ ამართლებს: თმა მშრალი და უხეში ხდება, რადგან კვერცხის გული დაპირებულ დატენიანებას არ იძლევა. რატომ სჯერათ გოგოებს მათი ჯადოსნური ეფექტის? კვერცხი ნამდვილად ბევრ ვიტამინს, ამინომჟავას, ფოსფორს, რკინას, რეტინოლს და სხვა სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. მაგრამ ეს ყველაფერი თმაზე წასმით არ მოქმედებს. კვერცხი კვების რაციონში უნდა ჩართოთ. ასეთი შინაურული ნიღბების ნაცვლად შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური ნიღაბი თმის ტიპის მიხედვით – 21-ე საუკუნეში თავის მოვლის საშუალებები უკვე დიდი ხანია მოიფიქრეს.
6. ძველი ტუშის გაზავება თვალის წვეთით
სჯობს ახალი ტუში შეიძინოთ. თვალის წვეთით ან მზესუმზირას ზეთით ძველ ტუშს ვერ გააცოცხლებთ. თან ასეთი მანიპულაციით ტუშის ფორმულა იშლება და მოცულობის და დაგრძელების ეფექტი აღარ აქვს. ამ ყველაფერთან ერთად, მეორე დღეს ტუში ისევ მშრალი იქნება. ნუთუ ეს გონივრული ეკონომიაა?
7. ლაზლოს სისტემით დაბანა
სახის დაბანის ცნობილი სისტემა უნგრელმა დერმატოლოგმა, ერნო ლაზლომ, 100-ზე მეტი წლის წინ გამოიგონა. ამ მეთოდს იყენებდნენ ოდრი ჰეპბერნი, მერილინ მონრო, გრეტა გარბო, ჟალკინ კენედი და სხვები. აქ, მთავარია ის, რომ სისტემა 100-ზე მეტი წლის წინ მოიგონეს. რა თქმა უნდა, ოდრი ჰეპბერნს არ ჰქონდა თანამედროვე პილინგი, სკრაბი და სახის კანის გამწმენდი ელექტრო ჯაგრისები. სწორედ ამიტომ, მას უწევდა სახის დაორთქვლა, ზეთის წასმა, საპნიანი წყლით დაბანა და რბილი ღრუბლის გამოყენება. თქვენ კი უფრო თანამედროვე და ეფექტური საშუალებების გამოყენება შეგიძლიათ.