Connect with us

ყვავილები

7 მცენარე, რომლებიც ჰაერს ელექტრონულ მოწყობილობებზე უკეთ წმენდენ

მცენარეები ნახშირორჟანგს შთანთქავენ და ჟანგბადს გამოყოფენ, ეს ყველამ ჯერ კიდევ დაწყებითი კლასებიდან იცის. მცენარეებს უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ, მაგალითად, სახლში ჰაერის გაწმენდა და ტოქსიკური ნივთიერებების შთანთქმა.

1. ალოე ვერა

სახლში ჟანგბადის დონის ზრდის უნარის გამო ხშირად „ჟანგბადის ბომბას“ უწოდებენ. მას უფრო მეტი ნახშირორჟანგის, ნახშირბადის მონოქსიდის და ფორმალდეჰიდის შეწოვა შეუძლია, ვიდრე სხვა მცენარეებს. როგორც ტროპიკულ მცენარეს მას მსუბუქი და კარგი სადრენაჟო ნიადაგი სჭირდება.

ცნობილია, როგორც სუკულენტი, ამიტომ ხშირად მორწყვა არ სჭირდება. (ხელმიუწვდომელ ადგილას დადეთ, თუ სახლში ცნობისმოყვარე ძაღლი გყავთ).

2. სპატიფილუმი

სპატიფილუმი არა მხოლოდ ლამაზი მცენარეა, არამედ ჰაერს ფორმალდეჰიდის, ბენზოლის, ქსილოლის, ტრიქლოტეჰილენის და ამიაკისგან შესანიშნავად წმენდს. ის ნასა-ს საუკეთესო გამწმენდი მცენარეების სიაშია. ცოტა ჩრდილი და ყოველდღიური მორწყვა – ეს ყველაფერია, რაც გადარჩენისთვის სჭირდება. მისი მოვლა საკმაოდ მარტივია. (ოღონდ თქვენი ფუმფულა მეგობრებისგან მოშორებით დადგით).

3. ქლოროფიტუმი

საკმაოდ გავრცელებული ოთახის მცენარე, რომელიც მზის არაპირდაპირ სხივების პირობებში იზრდება. 200 კვ.მეტრ ფართობს ტოქსინებისგან ეფექტურად წმენდს. ბენზინს, ფორმადეჰიდს, სტიროლს და ნახშირბადის ოქსიდს შთანთქავს.

4. ტარხუნა

მცირე განათების პირობებში გაზრდის, გამძლეობის და მარტივი მოვლის წყალობით კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც სუფთა ჰაერის მიღწევა სურს.

5. სურო

შხამიანში არ აგერიოთ, ინგლისური სურო ჰაერიდან 60% ტოქსინებს და განავლის ნაწილების 58%-ს 6 საათში შთანთქავს. მცენარეს დღეში  4 ან ცოტა მეტი საათი მზის პირდაპირი სხივები სჭირდება, ამიტომ სჯობს ფანჯრის რაფაზე დადოთ. კატებისა და ძაღლებისთვის საკვებში მისი გამოყენება შეიძლება ტოქსიკური იყოს.

6. ქრიზანთემა

ბენზოლის მოშორების გარდა ის ფორმადეჰიდების 90%-ს 24 საათში შთანთქავს.  მზის პირდაპირ სხივების მისაღებად ფანჯრის რაფაზე დადეთ, ასე კვირტები გაიშლება და ჰაერის გაწმენდის სრულ ეფექტს მიიღებთ.

7. ეპიპრემნუმი

ეს მცენარე ჰაერის გასაწმენდად საუკეთესო არჩევანი, რადგან ბენზოლის და ტრიქლოეთილენის დონეს მნიშვნელოვნად ამცირებს. ცოტა მზის არაპირდაპირ სხივი მიეცით და დააკვირდით, როგორ იზრდება და თქვენს სუნთქვას ხელს უწყობს!. სახლში ამ მცენარის ქონას არ გირჩევთ, თუ შინაური ცხოველები გყავთ. ორგანიზმში მოხვედრისას შეიძლება შეშუპება გამოიწვიოს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.