კულინარია
7 მეთოდი თუ როგორ დავჭრათ ხახვი ისე რომ არ ვიტიროთ
ჩვენ, ყველა ხახვის დაჭრის დროს ცრემლებს ისე ვღვრით, როგორც მელოდრამების ყურების დროს. ამის თავიდან ასაცილებლად რამდენიმე მეთოდი არსებობს.
ცრემლს ქიმიური რეაქცია იწვევს, რომელიც დამცავი მექანიზმის სახით მოქმედებს.
დაჭრის დროს ხახვის უჯრედები ზიანდება და ფერმენტები თავისუფლდება. ფერმენტები გავრცელების მიხედვით ის სულფამინის მჟავად გადაიქცევა. მჟავა თვალის გარსზე მოქმედებს და ცრემლს იწვევს.
აი, 7 მეთოდი, თუ როგორ დაჭრათ ხახვი ცრემლების ღვრის გარეშე
მეთოდი 1: სათვალე გაიკეთეთ
ეს ყველაზე უფრო გავრცელებული მეთოდია, რომელიც ნამდვილად მუშაობს. ჰერმენტული სათვალე ხახვის ფერმენტს ცრემლსადენ მილში მოხვედრაში ხელს უშლის.
მეთოდი 2: კბილებს შორის ხის კოვზი ჩაიდეთ
ხეს საჭრელი დაფიდან ამოსული მჟავის მხოლოდ ნაწილის შთანთქმა შეუძლია. ის ოდნავ ეფექტური იქნება.
მეთოდი 3: საჭრელ დაფას ძმარი წაუსვით
საჭრელ დაფაზე მცირე რაოდენობის თეთრი ძმრის წასმით, ქიმიურ რეაქციას შეანელებთ.
მეთოდი 4: ხახვი მიკროტალღურ ღუმელში მოამზადეთ
ეს მეთოდი ხახვს გარკვეულ ფერმენტებს მოაშორებს, მაგრამ ასე ხახვის შემადგენლობას დააზიანებთ და სახლში მდგრადი სუნი დადგება.
მეთოდი 5: ხახვი წყალში დაჭერით
ეს მეთოდი ხახვის ფერმენტების თვალში მოხვედრას 100%-ით შეაფერხებს. ფრთხილად იყავით, რომ ხელი არ გაიჭრათ.
მეთოდი 6: ხახვი განსხვავებულად დაჭერით
სულფამინის მჟავა ხახვის შიგნით მდებარეობს, მაგრამ არა თანაბრად. შეგიძლიათ ხახვი შუაზე გაჭრათ და ძირი დაუზიანებელი დატოვოთ, შემდეგ პერპენდიკულარულად დაჭრათ და სცადეთ ძირი ბოლოს გაჭრათ.
მეთოდი 7: თქვენი დანა გამოყენებამდე დაასველეთ
ეს, უდაოდ, ყველაზე ეფექტური მეთოდია. ბასრი დანის გამოყენება ხახვის უჯრედების დაზიანებას ზღუდავს, ამიტომ ნაკლები გაზი გამოიყოფა.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.