Connect with us

თავის მოვლა

7 იაფი კვების პროდუქტი ლამაზი კანის მისაღებად

ყველამ იცის, რომ კვების პროდუქტები ჯანმრთელობასა და განწყობაზე პირდაპირ გავლენას ახდენენ. იცით თუ არა, რა უნდა ჩართოთ რაციონში ლამაზი კანის მისაღებად და ახალგაზრდობის დიდხანს შესანარჩუნებლად?

დღეს Alltime.ge–ს რედაქცია 7 ყველაზე მთავარ პროდუქტს გთავაზობთ, რომელთა დახმარებით ლამაზი კანის მიღებას შეძლებთ.

ფეტვის ბურღული

მასში შედის ბევრი მიკროელემენტი და ვიტამინი, რომლებიც ჩვენი კანისთვის აუცილებელია. სწორედ ამიტომ, თქვენს მენიუს თამამად დაუმატეთ. ის ორგანიზმს გაამდიდრებს რკინით, სპილენძით, კალიუმით, მაგნიუმით, ნატრიუმით, PP ვიტამინით და B ჯგუფის ვიტამინებით.

არაჟანი

ეს პროდუქტი ჩვენი მენიუდან დაუმსახურებლად გაქრა. ახლა არაჟნის ნაცვლად ხშირად მაიონეზს იყენებენ, არადა მასში შედის რძის ცხიმები, რაც ადამიანის რეპროდუქციულ ორგანოებსა და კანზე პირდაპირ გავლენას ახდენს. ზოგჯერ მაინც სალათას არაჟანი მოასხით.

ქერის ბურღული

ეს პროდუქტი იაფია, მაგრამ სუფრაზე იშვიათად გვხდება. არადა ქერი ორგანიზმს წმენდს, წიდებს გამოდევნის, უჯრედისით ამდიდრებს. ამ პროდუქტის რეგულარული მიღება ახალგაზრდობის და კანის სილამაზის გარანტიას იძლევა.

თეთრი კომბოსტო

ამ ბოსტნეულს სუფრაზე ხშირად შეხვდებით, ბოსტანშიც ხშირად ზრდიან. ზედმეტ კალორიებზე არ იღელვოთ, რადგან კომბოსტო, ძირითადად, წყლისგან შედგება. მასში ბევრი უჯრედისი შედის. კომბოსტო ნაწლავების მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს და კანზე გამონაყარს აქრობს.

სტაფილო

ხელმისაწვდომი ბოსტნეული, რომელიც არა მხოლოდ მთავარ კერძებში, არამედ დესერტებში ხშირად გვხდება. თუ სტაფილოს რეგულარულად მიირთმევთ, ნაწლავები საათივით იმუშავებს, კანის ზედაპირის ჭკნობის პროცესი გაიყინება.

ნიგოზი

ამ კაკალში ბევრი ვიტამინი, პროტეინი და მცენარეული ზეთი შედის. ის მაღალკალორიული პროდუქტია, მაგრამ მასში შემავალი ცხიმები ცუდ ქოლესტერინს ამცირებს და კანს კვებავს.

კბილანა

ეს თევზი არა მხოლოდ გემრიელი დელიკატესი, არამედ ორგანიზმისთვის აუცილებელ ბევრ ვიტამინს და მიკროელემენტს შეიცავს. მაქსიმალური სარგებლის მისაღებად კბილანა ორთქლზე მოამზადეთ ან მოხარშეთ.

კანი დიდხანს ახალგაზრდა და ლამაზი რომ დარჩეს, ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები რაციონში ხშირად ჩართეთ.