Connect with us

ჰოროსკოპი

7 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება 2020 წლის აგვისტოში შეიცვლება

2 აგვისტოს მზის და ურანის კვადრატი კუროს და ლომს ცვლილებებს მოუტანს. ცვლილებები მოულოდნელი და უსიამოვნო იქნება. ცხოვრების რაღაც ჩვეული ნაწილი თავიდან ბოლომდე შეიცვლება.

კურო და ლომი თავისუფლებას იპოვიან იქ, სადაც საერთოდ არ უთხოვიათ. მაგალითად, ისინი შეიძლება დაითხოვონ, ბინიდან გააგდონ, მათთან შეიძლება საუკეთესო მეგობარმა იჩხუბოს.

კუროსთან მოვლენებს ნაწილობრივი ხასიათი ექნება და „ახლობლებს შორის“ დარჩება. ლომთან კი ეს დაკავშირებული იქნება სამსახურთან, სოციალურ სტატუსთან ან საზოგადოების რეზონანსთან.

მზე სხვა ყველაფერთან ერთად ფიზიკური სხეულის სიმბოლოა, ხოლო ურანი ელექტროობის და ელვის, ამიტომ კურო და ლომი დენის დარტყმას უნდა მოერიდონ, ელექტრო მოწყობილობებს ხელი არ ახლონ (მით უმეტეს მათი შეკეთება არ დაიწყონ), დამწვარი ნათურა არ გამოცვალონ და ჭექა–ქუხილში არ ისეირნონ.

10 და 11 აგვისტოს მთვარის, ურანის და მერკურის კვადრატი შეიქმნება. ის ცვლილებებს მოუტანს კუროს, ტყუპებს, კირჩხიბს, ლომს და ქალწულს. ეს ასპექტი გპირდებათ მოულოდნელ შეხვედრას, სიახლეს ან მოგზაურობას ან მოულოდნელ ცვლილებას შეხვედრის და მოგზაურობის დროს.

კუროსთან შეხვედრა ან სიახლე დიდ პიროვნულ ცვლილებებს გამოიწვევს. სამწუხაროდ, არა უკეთესობისკენ. სჯობს მოგზაურობაზე უარი თქვათ და სხვებს ნაკლებად ეკონტაქტოთ.

ტყუპებთან შეხვედრა ან მოგზაურობა არასასურველად დასრულდება. თუ მოულოდნელი პრობლემები არ გსურთ, სჯობს სახლში დარჩეთ.

კირჩხიბმა ჯგუფურ შეხვედრებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს – ტრენინგი, ექსკურსია, მეგობრებთან შეხვედრა.

ლომის სამსახურში დიდი ცვლილებები მოხდება. ის შეიძლება დაითხოვონ ან დაუგეგმავ მივლინებაში გაუშვან.

ქალწულს შეიძლება სხვა ქვეყანაში გასვლის პრობლემები შეექმნათ. ნაკლებად მასშტაბური, მაგრამ მოულოდნელი ამბავი უსიამოვნო იქნება.

18 და 19 აგვისტოს კუროს, კირჩხიბის და სასწორის ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები მოხდება.

ვენერას და ურანის სექსტილი დაკავშირებულია ესთეტიკურ გემოვნებასთან, ახალ გრძნობებთან და სიმპათიებთან. ზემოთ ჩამოთვლილი ზოდიაქოს ნიშნები სიყვარულის და ფულის მიმართ მიდგომას შეცვლიან, პაემნის ახლებურად ჩატარებას და ფულს სხვაგვარად გადანაწილებას შეძლებენ.

კუროს ცხოვრებაში ახალი სიმპათიური ხალხი გამოჩნდება. ის ჩვეულ გარემოს ახლებურად დაინახავს. სასიამოვნო ადამიანი კუროს ცხოვრებაში დიდი ცვლილებების მიზეზი გახდება.

კირჩხიბს იმიჯის ცვლილებების მხრივ პოზიტიური ცვლილებები ელოდებათ. ის სილამაზის სალონში, სტილისტთან უნდა წავიდეს. გარდასახვა წარმატებული იქნება.

სასწორთან სამსახურეობრივი რომანი ახალ ფერებში ითამაშებს. თუ ასეთი რომანი არ აქვთ, მათ საინტერესო წვეულება ელოდებათ (სადაც გამორიცხულია არაა საინტერესო ნაცნობობა).

25 აგვისტოს კარგი ცვლილებები ელოდებათ კუროს, ტყუპებს და ქალწულს.

ცვლილებების მფარველი იქნება მერკური და ურანი. ის ახალ იდეებს, ახალ ნაცნობობას, ახალ ცოდნას, წარმატებულ, სპონტანურ მოგზაურობებს გპირდებათ. ასპექტი მიწის ნიშნებში იქნება, ამიტომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრაქტიკულ ხასიათს ატარებს. მაგალითად, ნაცნობობა დაკავშირებული იქნება სამსახურთან, კარგი სიახლე ფულთან, მოგზაურობა კი იქნება საქმიანი.

კუროს ცხოვრებაში შეხვედრა, ნაცნობობა, მოგზაურობა, გარკვეული ინფორმაცია თავისუფლების და პროგრესისკენ გადადმული ბიძგი იქნება.

ქალწულს ახალი ცოდნის მიღება გაიტაცებს. შესაძლოა, მას რაღაც წარმოუდგენლად მოულოდნელი და ორიგინალური შეატყობინონ, რაც მის პირადს ეხება.

ტყუპებს ელოდებათ სახლში პოზიტიური ცვლილებები, ავეჯის წარმატებულად გადაადგილება, მოგზაურობა, სახლის შეცვლა, მოულოდნელი, მაგრამ სასურველი სტუმარი, დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხების მარტივად მოგვარება, რაც ემიგრაციას, უძრავ ქონებას და ოჯახს ეხება.