Connect with us

ჯანმრთელობა

7 ბუნებრივი საშუალება რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს აფთიაქში

ჩვენ შეგვიძლია ოჯახური აფთიაქი ნატურალური, სახლში დამზადებული პრეპარატებით შევავსოთ რათა ჯანმრთელობის პრობლემებს აბების გარეშე გავუმკლავდეთ.

ნატურალური საშუალება ჩვენი საშიანოა აფთიაქისთვის

1. ნატურალური თაფლი

უმი თაფლი არა მარტო გემრიელი არამედ ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაც არის. ის სისხლში შაქრის დონესაც ამცირებს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკსაც.
სუფთა თაფლი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც პროფილაქტიკური საშუალება დამწვრობისა და კანის სხვა პრობლემების დროს.

2. ოცილოკოკციუმი

თუ ყელში დისკომფორტი იგრძენით – ეს აუცილებელი საშუალებაა რომელიც აფთიაქში უნდა გქონდეთ. ის ჰომეოპათიური საშუაებაა და ამცირებს გრიპის სიმპტომებს. ასევე ხელს უშლის დაავადებების განვითრებას.

3. ზღვისა და ჰიმალაის მარილი

ცხვირის თბილი მარილიანი ხსნარით გამორეცხვა ძალიან ეფექტურია. განსაკუთრებით ისეთ სიტუაციებში როდესაც სინუსიტი, ალერგია ან გრიპი გაწუხებთ. ასევე შესაძლებელია მისი პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება.

ამ მეთოდის პირველი გამოყენებისას შესაძლოა დისკომფორტი იგრძნოთ, ასევე რთულია თავის დახრილობის დონის განსაზღვრაც თუმცა საერთო ჯამში ეს მეტად იოლი პროცესია. უბრალოდ მიყევით ინსტრუქციას, არ გამოიყენოთ ზედმეტად ბევრი მარილი და დარწმუნდით, რომ წყალს კომფორტული ტემპერატურა აქვს.

4. აქტივირებული ნახშირი

ის საკვებით მოწამვლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მას ნაბახუსევის შეჩერება და მეტეორიზმის შემცირებაც შეუძ₾ია.

5. ანწლის ნაყოფი

როცა საქმე ანთების მოცილებასა და ორგანიზმის ვირუსებისგან დაცვას ეხება – ანწლი ნამდვილი სუპერვარსკვლავია. მისი სიროფი ძალიან სასარგებლო კომპონენტებს შეიცავს.

6. პიტნის ჩაი

პიტნის ჩაის ხშირად იყენებენ საჭმლის მონელების გაუმჯობესებისთვისა და უძილობის მოშორებისთვის. ის ასევე სასარგებლოა კუჭის გაღიზიანებისას ბავშვებსა და უფროსებში. 1 ჭიქა პიტნიანი ჩაი სადილის შემდეგ – საშუალებას მოგცემთ მოდუნდეთ, გარდა ამისა მას შესანიშნავი გემო აქვს თუ 1 კოვზ ნატურალურ თაფლთან ერთად მიიღებთ.

7. ჩაის ხის ზეთი

მისი ქონა ნებისმიერ სიტუაციაში გამოგადგებათ. განსაკუთრებით როდესაც კუნთების ან სახსრების დაჭიმულობა გაქვთ, ან მწერმა გიკბინათ, ასევე სასარგებლოა ნაღრძობის დროსაც. მისი რეგულარული წასმა დაზიანებულადგილზე მნიშვნელოვნად აჩქარებს აღდგენის დროს.

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და სასარგებლო ბუნებრივი საშუალებებია, რომლებიც შეგიძლიათ თქვენს საოჯახო აფთიაქში შეიტანოთ და ისინი ყოველთვის სწრაფად დაგეხმარებიან თქვენი ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარებაში, თუმცა მათ გარდა ბევრი საჭირო საშუალებაც არსებობს, მაგალითად: იოდი, ბალზამი “ვიეტნამის ვარსკვლავი”, საკვები სოდა, იოდის ხსნარი და ა.შ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.