ჯანმრთელობა
7 საინტერესო ფაქტი თქვენი სისხლის ჯგუფის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ!
ადამიანების უმეტესობამ არ იცის მათ ორგანიზმზე სისხლის ჯგუფის გავლენის შესახებ. აი 7 ფაქტი, რომლებიც მის შესახებ უნდა იცოდეთ.
1. თქვენს სისხლის ჯგუფზეა დამოკიდებული, თუ რა ტიპის საკვები უნდა მიიღოს თქვენმა ორგანიზმმა.
პირველი ჯგუფის სისხლის მქონეებს, ხშირად აქვს კუჭისა და საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები. ამიტომ, მათთვის რეკომენდირებულია ცილის შემცველი, მჭლე ხორცით, ქათმის ხორცით, თევზით და ბოსტნეულით გაჯერებული დიეტა.
მეორე ჯგუფის მქონეებმა ბევრი ციტრუსები და ბოსტნეული უნდა ჭამონ, როგორიცაა ნიორი და ბროკოლი – რადგან მათ მგრძნობიარე იმუნური სისტემა აქვთ.
სისხლის მესამე ჯგუფის მქონე ადამიანები დიდი რაოდენობით კორტიზოლს გამოიმუშავებენ, ამიტომ მათ თავი უნდა აარიდონ სპირტს, ალკოჰოლს, მცენარეულ ზეთებს და ცხიმებს.
მეოთხე სისხლის ჯგუფის მქონეებს კუჭში არასაკმარისი მჟავა აქვთ, ამიტომ ვაშლის ძმარი და თაფლი უნდა გამოიყენონ მისი ამაღლებისთვის.
2. თქვენი სისხლის ჯგუფი თქვენს პიროვნულობაზეც მოქმედებს
როგორც წესი, მეორე ჯგუფის სისხლის მქონეები თანაგრძნობით გამოირჩევიან, მესამე ჯგუფის წარმოამდგენლები მოქნილები და დამყოლები არიან. სისხლის მეოთხე ჯგუფის მქონე ხალხი ძლიერები და რაციონალურები არიან, პირველი ჯგუფის მქონე ადამიანები კი ორგანიზებულები და პრაქტიკულები.
3. სისხლის ჯგუფი ფერტილურობაზეც მოქმედებს
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ სისხლის პირველი ჯგუფის მქონე ქალები, როგორც წესი ნაკლებად ფერტილურები არიან.4. მუდმივად სიბრაზე და სტრესი გიპყრობთ? შეამოწმეთ სისხლის ჯგუფი
იქიდან გამომდინარე, რომ განსხვავებულ ჯგუფებში კორტიზოლის განსხვავებული გამომუშავება ხდება, მათი სტრესის დონეებიც განსხვავებულია. როგორც წესი, სისხლის პირველი ჯგუფის მქონე ადამიანებს უფრო ფეთქებადი ხასიათი აქვთ.
5. სისხლის ჯგუფი მუცელზე არსებული ცხიმების დონეზეც მოქმედებს.
სისხლის მეორე ჯგუფი სხეულს აიძულებს რეაგირება მოახდინოს ხორცსა და რძის პროდუქტებზე. ეს რეაქცია კი თითქმის შეუძლებელს ხდის მუცლის ცხიმის დაწვას.
6. სისხლის ჯგუფის ცოდნამ შესაძლებელია თქვენი სიცოცხლე გადაარჩინოს.
ვთქვათ, მოგზაურობთ და ავტოკატასტროფაში მოყევით. შეიძლება სისხლის გადასხმა დაგჭირდეთ და თუ არ გაქვთ დოკუმენტაცია რომელიც თქვენს სისხლის ჯგუფს აჩვენებს, ექიმები ვერ შეძლებენ თქვენთვის სისხლის გადასხმას.
7. სისხლის ჯგუფი იდეალური პარტნიორის არჩევანზეც ახდენს გავლენას.
სისხლი ასევე – რეზუს უარყოფითად და რეზუს დადებითადაც კლასიფიცირდება. ადამიანების დაახლოებით 85%-ს რეზუს დადებითი სისხლი აქვთ. მაგრამ, რეზუს უარყოფითი სისხლის მქონე ქალისა და რეზუს დადებითი სისხლის მქონე მამაკაცის კავშირი პრობელემებს იწვევს, ეს კავშირი მათ მომავალ შვილებს პოტენციური რისკის ქვეშ აყენებს!