Connect with us

მოდა და სტილი

7 იდეა, როგორ შექმნათ მდიდრული იერი ძველი ბერეტის გამოყენებით

ზოგჯერ ქალისთვის თავსაბურავი არა იმდენად უამინდობისგან დაცვის საშუალება, არამედ გარეგნობის მოდური ელემენტია. თბილ აქსესუარს შეუძლია უფრო ახალგაზრდა გამოგვაჩინოს ან, პირიქით, გარეგნობა მთლიანად გააფუჭოს.

სწორი კომბინაციის შესაქმნელად Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ ატაროთ ბერეტი სწორად, რას შეუხამოთ, რომელ ფერს მიაქციოთ ყურადღება. გაიგებთ, რომელი თავსაბურავი იქნება აქტუალური უახლოეს წლებში.

რა დავიხუროთ ცივ სეზონზე: 7 წარმატებული ვარიანტი ბერეტით

ბოლო წლებში ბერეტი განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მას ცნობილი დიზაინერების ჩვენებებზე მოდელები ხშირად იკეთებენ. მასზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ბლოგერები გიჟდებიან. ეს თავის აქსესუარი ევროპაში განსაკუთრებით უყვართ.

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ბერეტის ვარიანტს კლასიკური შეგვიძლია ვუწოდოთ. მშვიდი ნაცრისფერი ან ღრმა ლურჯი ყოველთვის აქტუალურია. ასეთი თავსაბურავი ნებისმიერ ნაქსოვ ნივთს უხდება.

ბერეტი ბევრ მსახიობს და მომღერალს უყვარს. მაგალითად, ევა გრინი, ფრანგი ვარსკვლავი ამერიკული კინოდან კლასიკურ ვარიანტს, მსუბუქ წითელ ბერეტს უპირატესობას ანიჭებს. დაგვეთანხმეთ, რომ შესანიშნავად გამოიყურება. ასეთი სტილი შავთმიან ქალებს განსაკუთრებით უხდებათ.

შემდეგი ვარიანტები აჩვენებს, როგორ შეიძლება თავსაბურავით გარეგნობა გარდაქმნათ. ნათელი, მაგრამ სტილის შესაფერისი ბერეტი თქვენი ხიბლი გახდება. ასეთი თამამი იდეით ყველა აღფრთოვანებული დარჩება. ძალიან მოდური და უჩვეულოა.

ნაქსოვი ბერეტი ნაქარგით პოპულარობით წინა ვარიანტებს არ ჩამორჩება. ლამაზი მოცულობითი ყვავილები თქვენს სტილს მხოლოდ საინტერესოს გახდის. მით უფრო, ნაქსოვი მთავარ მოდურ ტენდენციებში არა ერთი წელია ლიდერობს. კიდევ დიდხანს პოპულარული დარჩება.

თუ ტანსაცმელში თამამ გადაწყვეტილებას გაურბიხართ, პასტელურ ფერებში მინიმალური თავსაბურავი შეარჩიეთ. ასევე განიხილეთ ვარიანტები საინტერესო ლაკონური ჩანართებით. მთავარია, რომ თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად გრძნობდეთ.

კუბოკრული ბერეტი დაგეხმარებათ შექმნათ ქალური სტილი ფრანგული პეწით. სასურველია, რომ ბერეტის ფერადი პალიტრა იყოს ღია ფერებში მსუბუქი ზოლებით. ასე სტილს განსაკუთრებულ ხიბლს შემატებთ.

ტყავის ბერეტი არა მხოლოდ მოდურად, არამედ ძვირადღირებულად გამოიყურება. ასეთი ექსტრავაგანტული თავის აქსესუარი განსაკუთრებულ წმენდას ან გარკვეულ რეჟიმზე რეცხვას არ მოითხოვს. ამას უპირატესობა აქვს. მთავარია, რომ ზაფხულში ყუთში შეინახოთ, რომ არ დაიკუჭოს, წვიმაში მოყოლისას კარგად გაამშრალოთ. ასეთი ბერეტი არა ერთი სეზონი გაგიძლებთ.

რა დავიხუროთ ბერეტის გარდა: 4 მოდური თავის აქსესუარი

გთავაზობთ ცივ სეზონზე უდავო ჰიტების სიას:

  • ნაქსოვი ქუდი მოდიდან არასდროს გადავა. ასეთი თავსაბურავი მყუდრო და მოდურია. ერთფერიანი, სასიამოვნო ხელშესახები მოდელი შეარჩიეთ.
  • ყურებიანი ქუდი ქარისა და ყინვისგან შესანიშნავად დაგიცავთ. მსოფლიოს მოდის ტენდენციებში უკვე რამდენიმე სეზონია ლიდერობს. ადრე ასეთ ქუდს მელის ან კურდღლის ბეწვისგან კერავდნენ. დღეს უფრო ხშირად ხელოვნური მასალები გამოიყენება.
  • კეპი. თუ თამამი ქალი ხართ, ასეთი აქსესუარი აუცილებლად უნდა შეიძინოთ. მოდაშია ველვეტი, ტყავი, თექა და თბილი ტრიკოტაჟი. ყველაზე პოპულარულია მბზინავი ტვიდისგან დამზადებული ბრტყელი კეპი. უკან შეკრულ თმას იდეალურად უხდება.
  • შლიაპა–ფედორა რბილი შლიაპა თავზე ჩაზნექილი ნაკეცით. ასეთი ქუდის დამახასიათებელი ელემენტია კარგად გამოკვეთილი ველები, უკან ოდნავ მოხრილი. მუქი თექის შლიაპა–ფედორაში გამვლელების აღფრთოვანებულ მზერას დაიჭერთ.

როგორც უკვე შეამჩნიეთ, ცოტა ფანტაზიის ჩართვით, არასტანდარტული და ძალიან საინტერესო სტილი შეგიძლიათ შექმნათ.

Advertisement