Connect with us

ჯანმრთელობა

62 წლის ვარ და ამ მცენარემ ღვიძლიდან ცხიმი მომაშორა და მსხვილი ნაწლავი გამიწმინდა

ჯანმრთელობის შენარჩუნება მარტივი საქმე არაა. დროთა განმავლობაში, ჩვენი ორგანოები და ორგანიზმის ფუნქციები უარესდება, რაც ისეთ პრობლემებს იწვევს, როგორიცაა მხედველობის დაქვეითება ან მსხვილი ნაწლავის გაუმტარობა. ზოგჯერ, ღვიძლში შეიძლება ძალიან ბევრი ცხიმი დაგროვდეს, რაც უამრავ პრობლემას იწვევს, ეს კი თავის მხრივ ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე გავლენას ახდენს. საბედნიეროდ, ნატურალური ინგრედიენტი არსებობს, რომელიც დაგეხმარებათ – ესაა ჭარხალი.

ჭარხალი არის ბოსტნეული, რომელიც ძირითადად ნედლი სახით ან სალათებში მოიხმარება. ბევრმა არ იცის, რომ ჭარხალი ჯანმრთელობისთვის დიდ უპირატესობას ფლობს. მაგალითად, მას ღვიძლიდან ცხიმი გამოაქვს, მსხვილი ნაწლავის გაუმტარობას თავიდან აგაცილებთ და მხედველობის აღდგენაში დაგეხმარებათ. ეს ყველაფერი არაა!

ჭარხლის სარგებელი ჯანმრთელობისთვის

ჭარხალს შეუძლია სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერება. ასევე ორგანიზმს მთელი დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის ენერგიით ამარაგებს. ბოსტნეული ბეტაინს და ტრიპტოფანს შეიცავს. ეს იშვიათი ნივთიერებები ნერვების დამშვიდებასა და სტრესთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. ჭარხლის ანთების საწინააღმდეგო თვისებები და ანტიოქსიდანტების მაღალი რაოდენობა თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას გააუმჯობესებს.

აი, როგორ უნდა მოამზადოთ ჯანსაღი ჭარხლის სალათი, რომელიც შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ.

ინგრედიენტები:

  • 2-3 ჭარხალი
  • 2 ხახვი
  • პირველი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • ძმარი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

  1. ჭარხალი გაასუფთავეთ. წყალს მწიკვი მარილი დაუმატეთ და ჭარხალი მოხარშეთ. შემდეგ დიდ ნაჭრებად დაჭერით და თასში მოათავსეთ.
  2. ხახვი დაჭერით და ჭარხალს აურიეთ. შემდეგ ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. მარილი გემოვნებით მოაყარეთ.
  3. სალათი ძმრით მორთეთ და 1 საათით გააჩერეთ.
  4. ამის შემდეგ შეგიძლიათ გემრიელი სალათით სიამოვნება მიიღოთ.

ეს გასაოცარი საალთი მსხვილ ნაწლავს და ღვიძლს გაწმენდს, ასევე თქვენს მხედველობას გააუმჯობესებს. ჭარხალი ძალიან მკვებავი და სასარგებლოა. ის თქვენი ყოველდღიური რაციონის ნაწილი უნდა გახდეს!