თავის მოვლა
6 ხრიკი, საკვების მიღების შემდეგ პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად
რთულია კარით, ხახვით ან ნივრით შეზავებული, სანელებლებიანი და არომატული კერძის გასინჯვაზე უარის თქმა. ხახვიც და ნიორიც შესანიშნავად ებრძვის ინფექციებს, თუმცა, ამ სასარგებლო და გემრიელი საკვების შემდეგ, პაემანსა თუ საქმიან შეხვედრას ელის ფიასკო, რამდენადაც პირის ღრუში საშინელი სუნი რჩება.
არსებობს რამდენიმე გზა, საკვების მიღების შემდეგ, პირის ღრუში წარმოქმნილი უსიამოვნო სუნის გასაქრობად:
1. წყალი
ჭიქა წყალი, საკვების მიღების შემდეგ, ერთი ჭიქა წყალი მარტივად მოგაშორებთ მის ნარჩენებს პირის ღრუდან და ააქტიურებს ნერწყვის გამოყოფას. ხოლო ეს უკანასკნელი შესანიშნავად ებრძვის ბაქტერიებსა და უსიამოვნო სუნს.
2. რძის პროდუქტი
რძე, ყველი, კეფირი დაგეხმარებათ უსიამოვნო სუნის მოშორებაში, რამდენადაც ისინი ამცირებს გოგირდის კონცენტრაციას პირის ღრუში.
3. კბილების გახეხვა
კბილებს შორის, ღრძილების ძირსა და ენაზე დაგროვებული ბაქტერიები იწვევს უსიამოვნო სუნს. კბილების გაწმენდა ჯაგრისით ან კბილის ძაფით შესანიშნავად უმკლავდება აღნიშნულ პრობლემას.
4. სავლები
პირის ღრუს სავლები ხსნარი არამხოლოდ სანელებლების სუნს გადაფარავს, არამედ ადეზინფიცირებს ლორწოვან გარსსაც.
5. ხილი და ბოსტნეული
უმი ხილ-ბოსტნეულიც შესანიშნავად ფარავს უსიამოვნო სუნს. კარგი იქნება მწვანე ვაშლი, რომელიც კბილებს ათეთრებს კიდევაც.
6. მწვანე ჩაი
მწვანე ჩაი ნატურალური სასმელია, რომელიც ეფექტურია კბილის ნადებთან და უსიამოვნო სუნთან ბრძოლაში. 1 ფინჯანი მწვანე ჩაი ვახშმის შემდეგ არამხოლოდ განაახლებს სუნთქვას, არამედ განტვირთავს დაღლილ ორგანიზმსაც.
ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეიძლება უსიამოვნო სუნი არ იყოს გამოწვეული მხოლოდ საკვები პროდუქტით. მისი გამოწვევა ორგანიზმის კონკრეტული სისტემის გარკვეულ დარღვევებსაც შეუძლია, ამიტომ აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ უსიამოვნო სუნის გაქრობას ვერ ახერხებთ.