Connect with us

ყვავილები

6 ყვავილოვანი ოთახის მცენარე იების და ნემსიწვერების ნაცვლად

პრაქტიკულად, შინაურული ფლორის მოყვარულთა ნებისმიერ ფანჯარაზე იას და ორქიდეას იპოვით. უდაოდ, ისინი ლამაზი ყვავილები არიან და მრავალფეროვანი ფერებით და ფორმებით გამოირჩევიან, თუმცა ასეთი ქოთნებით ვერავის გააოცებთ. რამდენიმე წელია საინტერესო ყვავილოვან მცენარეებს ვაგროვებ და უკვე ჩემი რჩეულები მყავს.

ორიგინალურმა მცენარეებმა მოულოდნელად გამიტაცა. ერთხელ, სამსახურში გასაუბრების დროს ულამაზესი ყვავილი შევნიშნე. იმწამსვე მისი მოპოვების სურვილი გამიჩნდა. ძიებამ ერთ პატარა, მაგრამ ფერად მაღაზიაში მიმიყვანა. გამყიდველისგან ჩემი ყვავილის შესახებ გავიგე, შეკვეთა გავაკეთე და კიდევ რამდენიმე დავიგულე. სახლში კი საყვარელ მედილინასთან ერთად წავედი.

ორიგინალური ყვავილოვანი ოთახის მცენარეები

გარკვეული კოლექციის შეგროვების შემდეგ ყველაზე დიდხანს მოყვავილე მცენარეების სია შევადგინე. ზოგიერთი მათგანი 2-3 თვე ყვავილობს, სხვები უფრო ნაკლებს, ზოგი კი წელიწადში რამდენჯერმე. ყველაფერი მოვლის პირობებსა და ადგილმდებარეობაზე არის დამოკიდებული.

ადენიუმი

ამ ყვავილს უდაბნოს ვარდსაც უწოდებენ, რადგან მცენარე წარმოშობით საუდის არაბეთიდანაა. მას ლამაზი ფოთლები და ფერადი ყვავილები აქვს. პირველ რიგში, ყურადღებას იზიდავს ღერო: ძირთან მსხვილი და ხვეული ტოტებით. ყვავილობს წელიწადში 2–ჯერ: გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

ჰოია

მცოცავი მცენარე, რომელიც შეიძლება ცოცხალ გირლიანდად გამოიყენოთ. ცვილის სურო ჩვენთან ტროპიკებიდან შემოვიდა, მაგრამ ფესვები კარგად გაიდგა. მზის პირდაპირი სხივების გარეშეც კარგად ძლებს, ტენიანობა უყვარს. მინიმალური ზრუნვაც საკმარისია, რომ მთელი წელი უხვად იყვავილოს.

კლეროდენდრუმი

ბუნებრივ პირობებში შეიძლება 4 მ სიგრძის ყლორტები გაიზარდოს. სახლის პირობებში ადვილად შეუძლია შემოეხვიოს ფანჯარას, სვეტს ან სხვა საყრდენს. მას უჩვეულო და ძალიან ლამაზი ფორმის ყვავილები აქვს. უხვი თეთრი ყუთებიდან წითელი ყვავილები გამოდის. მაისიდან ნოემბრამდე ყვავილობს, მაგრამ კომფორტულ პირობებში ახალი კვირტებით შეიძლება ზამთარშიც გაგახაროთ.

ჟასმინი სამბაკი

ოთახის ჟასმინს ნაზი, თეთრი, სასიამოვნო არომატის მქონე კვირტები აქვს. ძალიან უყვარს ტენიანობა, ასე რომ რეგულარულად დანამეთ. თუ მცენარე გამათბობელთან ახლოს მდებარეობს, სჯობს ქოთნის გვერდით წყლით სავსე ჭურჭელი დადოთ.

ბეგონია

ბეგონია – ერთ–ერთი ყველაზე დიდხანს მოყვავილე ოთახის მცენარე. მის ძალიან ბევრი სახეობა არსებობს. ბეგონია დაავადებების მიმართ გამძლეა, მაგრამ მზის პირდაპირ სხივებს ვერ იტანს. სახლის პირობებში ყვავილობა ნაადრევი გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე გრძელდება.

ფუქსია

ფუქსია (პატარძლის ყვავილი) ნამდვილად ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი ყვავილია, რომელიც სახლში მშვიდად შეგიძლიათ გაზარდოთ. მისი ყვავილები ძალიან ლამაზი და ორიგინალურია. მცენარე ყველაზე უბრალოდ ინტერიერსაც ხიბლს შემატებს. სწორი მორწყვით და საკმარისი რაოდენობის სინათლის მიწოდებით დიდებული ყვავილებით ტკბობას მთელი ზამთარი შეძლებთ.

ჩემი კოლექცია ფლორის ახალ–ახალი წარმომადგენლებით ივსება. პატარა ორანჟერეაც გავაკეთე. აქ მოვდივარ, რომ დავისვენო და წიგნი წავიკითხო. ჩემი პატარა ბაღით ვამაყობ. ვიმედოვნებ, რომ ჩემი ნაკრები გამოგადგებათ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.