Connect with us

საკითხავი

6 საინტერესო მეთოდი, როგორ გამოიყენოთ თაფლი

თაფლი უნიკალური პროდუქტია, რომელიც არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ კოსმეტოლოგიასა და მედიცინაშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ქილა თაფლი სახლში ყველას უნდა ჰქონდეს. Аlltime.ge–ს რედაქცია თაფლის გამოყენების ორიგინალურ მეთოდებს გასწავლით.

თაფლის გამოყენების უჩვეულო მეთოდები

ჯანსაღი სუნთქვა

თაფლის ხსნარი ბევრად ეფექტურია, ვიდრე პირის ღრუს სავლები, რომელიც მაღაზიებში იყიდება. მისი ანტისეპტიკური თვისებები პირის ღრუში ბაქტერიებს ანადგურებს. 1 ს/კ თაფლი 1 ჭიქა თბილ წყალში გახსენით და 30 წამით ყელში გამოივლეთ.

თმის ბზინვარება

თაფლი დაგეხმარებათ, რომ მშრალ და გამოფიტულ თმას დაკარგული ბზინვარება შემატოთ. 2 ს/კ თაფლი და 2 ს/კ ზეითუნის ზეთი აურიეთ. ნარევი შეათბეთ და თმაზე მთელ სიგრძეზე წაისვით. თმა პირსახოცით შეიფუთეთ და ნახევარი საათით გაიჩერეთ. ამის შემდეგ ნიღაბი კარგად ჩამოიბანეთ. თმა დატენიანდება და ბზინვარე გახდება.

ნაკაწრის შეხორცება

თაფლის ანტიბაქტერიული თვისებები ინფექციის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ჭრილობა სწრაფად რომ შეხორცდეს და არ გართულდეს, ჯერ ჭრილობა გაიწმინდეთ, გაიმშრალეთ და თაფლი თხელ ფენად წაუსვით. ამის შემდეგ შეიხვიეთ. თაფლი წყლის მოლეკულებს აორთქლების საშუალებას არ მისცემს. ასე ნაწიბურებს თავიდან აიცილებთ.

ქავილის შემცირება

კღღოს ნაკბენი ხშირად ძლიერ ქავილს იწვევს, რამაც პრობლემა შეიძლება გაამწვავოს. თაფლი ქავილის შემცირებაში დაგეხმარებათ. თაფლის ანთების საწინააღმდეგო თვისებები გაღიზიანებულ კანს ამშვიდებს.

სიცხარის რეგულირება

თაფლი კულინარიაში საინტერესო მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, თაფლის ნაზი გემოთი კერძი ნაკლებად პიკანტური შეგიძლიათ გახადოთ. 1 სუფრის კოვზი თაფლის და რამდენიმე წვეთი ლაიმის წვენის ნარევი კერძს დაუმატეთ, თუ წიწაკა ბევრი მოგივიდათ. ასე კერძი ნაკლებად ცხარე გახდება და სიტუაციის გამოსწორებას შეძლებთ.

ყვავილის ვადის გახანგრძლივება

გადაჭრილი ყვავილი დიდხანს ვერ ძლებს და ძალიან მალე ჭკნება. ყვავილის გარეგნობა უკვე ორ დღეში საუკეთესოს სურვილს ტოვებს. სპეციალური ხსნარი დაგეხმარებათ, რომ ყვავილის ვადა გაახანგრძლივოთ. 1 ს/კ თაფლი და 1 ს/კ სუფრის ძმარი აურიეთ. ეს ნარევი ლარნაკს დაუმატეთ ყოველთვის, როცა წყალს გამოცვლით. ასე გადაჭრილი ყვავილი უფრო დიდხანს გაძლებს.

როგორც ხედავთ, თაფლი შეუცვლელი პროდუქტია, რომელიც სხვადასხვა შემთხვევაში დაგეხმარებათ.

Advertisement