ყვავილები
6 ოთახის მცენარე, რომელიც სტრესს მოგაშორებთ და ჰაერს გაწმენდს
მცენარე – ეს მშვენიერია. სიმწვანე არა მხოლოდ სახლს გააცოცხლებს, არამედ ჰაერს გაწმენდს და სარელაქსაციო ატმოსფეროს შექმნის. უფრო მეტიც, ჰოლანდიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ საავადმყოფოში პაციენტებს სტრესის დონე უმცირდებოდათ, როცა ოთახში მცენარე იყო!
აი, 6 შესანიშნავი ანტისტრესული მცენარე, რომლის მოვლაც მარტივია:
1. ალოე ვერა
ალოე ვერას გელს სამკურნალო თვისებები აქვს. ეს მცენარე დამწვრობისა და ნაკაწრების დროს დაგეხმარებათ. ასევე სახლში ჰაერის ხარისხს გაწმენდს!
ალოე ჰაერს საყოფაცხოვრებო ქიმიაში შემავალი მავნე ნივთიერებებისგან წმენდს. ჰაერში სახიფათო ნივთიერებების კონცენტრაციის დროს მის ფოთლებზე ყავისფერი ლაქები ჩნდება. გაითვალისწინეთ: მას ბევრი მზე სჭირდება.
2. კაუჩუკოვანი ფიკუსი
ფიკუსი ჰაერს შესანიშნავად წმენდს და ძალიან უპრეტენზიოა: ცუდი განათების და ცივი კლიმატის პირობებშიც კი კარგად იზრდება. ეს მარტივად მოსავლელი მცენარე ჰაერიდან ტოქსინებს გამოდევნის.
3. დრაცენა
ეს ლამაზი მცენარე, რომელიც ჭერამდე იზრდება, შენობის გასაფორმებლად შესანიშნავად გამოდგება. დრაცენას ჰაერიდან ისეთი ტოქსინები გამოაქვს, როგორიცაა ქსილოლი, ტრიქლორეთილენი და ფორმალდეგიდი. მზეზე ყველაზე კარგად იზრდება.
4. ოქროსფერი ეპიპრემნუმი
ოქროსფერი ეპიპრემნუმის სახლში ქონის რეკომენდაციას „ნასაც“ იძლევა, რადგან ჰაერს ფორმალდეგიდებისგან წმენდს. კარგი იქნება თუ სამზარეულოში ან სტუმრების მისაღებ ოთახში მაღალ თაროზე დადებთ. ეპიპრენუმი ზემოდან ქვემოთ გაიზრდება. ის სიგრილეში, კაშკაშა მზის სხივების გარეშე კარგად იზრდება.
5. სპატიფილიუმი
სპატიფილიუმი შესანიშნავი ოთახის მცენარეა, რომელსაც მინიმალური მოვლა სჭირდება. ის სიგრილეში და სიბნელეში კარგად იზრდება, ჰაერში ტოქსინების რაოდენობას ამცირებს.
6. ქლოროფიტუმი
ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოთახის მცენარეა. ქლოროფიტუმი ლამაზი მცენარეა, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. ასევე შედის ნასას სიაში, როგორც ჰაერის გამწმენდი საშუალება. ის ატმოსფეროდან ისეთ მავნე ნივთიერებებს აქრობს, როგორიცაა ბენზოლი, ფორმალდეგიდი, ნახშირბადის მონოქსიდი და ქსილოლი.
თქვენ გაქვთ საყვარელი ოთახის მცენარე?