Connect with us

ყვავილები

6 ხრიკი, რომ ოთახის ორქიდეა თითქმის მთელი წელი ყვავილობდეს

ორქიდეა ფალენოპსისი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ოთახის მცენარეა. ჩვეულებრივ, ეს ნაზი ყვავილი შეძენისას ყვავილობის პერიოდში იმყოფება.

დროთა განმავლობაში, კვირტები ცვივა, ხოლო მფლობელი იმედგაცრუებული რჩება: რას აკეთებს არასწორად, რომ ლამაზმანი მის თვალს არ ახარებს?

სინამდვილეში რა ხდება? როგორ ვაიძულოთ ორქიდეას კვლავ აყვავება?

საშუალოდ ფალენოპსისი წელიწადში 2-3-ჯერ 3 თვე ყვავილობს. სწორედ ამიტომ, ყვავილობას დიდხანს უნდა ელოდოთ.

რამდენიმე ხრიკის დახმარებით, ხანგრძლივად ნანატრ მომენტს დააჩქარებთ და ლამაზი ყვავილებით ტკბობას შეძლებთ.

1. ორქიდეას ტემპერატურის ცვლილება შეუქმენით: ქოთანი ღამით გრილ ადგილას (15 გრადუსამდე) დადგით.

2. სასუქის შემადგენლობაში ფოსფორი უნდა შედიოდეს (სწორედ ის ყვავილობას სტიმულირებს), ხოლო აზოტის შემადგენლობა უნდა შეამციროთ.

3. რეკომენდებულია მორწყვის ნაცვლად ორქიდეას ქოთანში რამდენიმე ყინულის კუბი ჩადოთ. ასე ყვავილობა დიდხანს არ დააყოვნებს.

4. მცენარის ირგვლივ ჰაერი დაატენიანეთ.

5. ორქიდეას ქოთანი 5 დღით ბნელ ადგილას დადგით. 3 კვირაში ყვავილი კვირტებს გამოიღებს. ეს მეთოდი მხოლოდ ზრდასრული და ჯანსაღი მცენარისთვის გამოდგება.

6. თუ ხედავთ, რომ ორქიდეა არ ყვავილობს, მაგრამ ფოთლები და ფესვები ეზრდება, იცოდეთ, რომ ახლა ყვავილი განვითარების რეჟიმშია. ყვავილობას სჯობს დაელოდოთ.

რაც მთავარია – მცენარე სწორი და საკმარისი მოვლით უზრუნველყავით. ორქიდეას ბევრი სინათლე უყვარს და ჭარბი ტენიანობა აშინებს.

ამ ლამაზი ყვავილის მოსავლელად თქვენ რა ხრიკებს იყენებთ?