Connect with us

ჯანმრთელობა

6 ჩვევა, რომელიც თირკმელებს დიდ ზიანს აყენებს

თირკმლების ზედმეტად დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ მისი მუშაობის დარღვევა, არამედ გულის შეტევის ან ინსულტის რისკის გაზრდა. სამწუხაროდ, ზოგიერთი გავრცელებული ჩვევა, მათ შორის კვების ჩვევები, თირკმლებს შეუმჩნევლად ანადგურებენ და ერთ დღეს შეიძლება ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას. Alltime.ge–ს რედაქცია გირჩევთ შეამოწმოთ, თქვენი ჩვევების სიაში ხომ არ არის ის, რომელიც თირკმლებს ანადგურებს.

დამუშავებული ხორცის ჭამა

დამუშავებული ხორცი: ძეხვი, სოსისი, ლორი – არა მხოლოდ აღიარებული კანცეროგენი, არამედ თირკმლებისთვის ძალიან საშიში პროდუქტია. როგორც წესი, დამუშავებული ხორცის პროდუქტები მარილით სავსეა და თირკმლებს გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობა უწევს, რომ ნატრიუმს გაუმკლავდეს. კალციუმის წარმოებაც იზრდება. თავის მხრივ, კალციუმი თირკმლებში კენჭების წარმოქმნას ხელს უწყობს.

არტერიული წნევის უკონტროლობა

მაღალი არტერიული წნევა თითქმის მთელ სისტემას სერიოზულ საფრთხეს უქმნის და თირკმლები გამონაკლისი არაა. ჰიპერტონიამ შეიძლება თირკმლების მკვებავი სისხლძარღვების, ასევე ამ ორგანოს სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია, რომ არტერიული წნევა აკონტროლოთ და ექიმს აუცილებლად მიმართოთ, თუ „ქვედა“ დონე 2 კვირის ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში 130-ს აღემატება.

მოწევა

2021 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მოწევაზე უარის თქმა თირკმელ–უჯრედოვანი სიმსივნის (ზრდასრულებში თირკმლის სიმსივნის ყველაზე გავრცელებული ფორმა) განვითარების რისკს 16 ან უფრო მეტი წლის განმავლობაში 40%–ით ამცირებს. გარდა ამისა, მოწევა სისხლძარღვებს აზიანებს და მაღალი არტერიული წნევის რისკს ზრდის.

ნაკლები წყლის დალევა

უმეტესობა ჩვენგანს ყოველდღე 2 ლ წყლის დალევა არ სჭირდება, უფრო ხშირად 1-1,5 ლ წყალი საკმარისია. თუმცა უფრო ნაკლები სითხის მიღება ნამდვილად სახიფათოა. სითხის დეფიციტის დროს ორგანიზმს საკმარისი წყალი არ აქვს, რომ ნატრიუმის დონე გააკონტროლოს და არტერიული წნევა დაარეგულიროს. წყურვილი არასდროს მოითმინოთ და ყოველდღე მინიმუმ 1 ლ წყალი მაინც დალიეთ.

ტკივილგამაყუჩებლების ბოროტად გამოყენება

უმეტესობა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, განსაკუთრებით ასპირინის და იბუპროფენის შემცველი მედიკამენტები, თირკმლების სისხლის ნაკადს ამცირებენ, რამაც შეიძლება ნაწიბურების გაჩენა გამოიწვიოს. მედიკამენტები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით მიიღეთ. თირკმლის დაზიანების შემთხვევაში ამ სახის მედიკამენტებზე საერთოდ უარი თქვით.

„ხალხური“ საშუალებით მკურნალობა

სამკურნალო მცენარეებით თვითმკურნალობა შეიძლება ისეთივე საშიში იყოს, როგორც მედიკამენტების უკონტროლო მიღება. ბევრი „ბალახი“ შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ჩვენი ორგანიზმის, მათ შორის თირკმლების, მდგომარეობის სერიოზულად დაზიანება შეუძლია. თუ მცენარეებით მკურნალობას უპირატესობას ანიჭებთ, მიღებამდე ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ.