Connect with us

ყვავილები

6 უხეში შეცდომა, რომელსაც იორდასალამი არ გაპატიებთ და არ იყვავილებს

ბევრი მეაგარაკე თვლის, რომ ვარდი ნაკვეთს უფრო ალამაზებს, ვიდრე იორდასალამი, მაგრამ მისი საოცარი ყვავილობის ნახვის შემდეგ აზრს იცვლიან. სანამ მაღაზიაში გაიქცევით და სხვადასხვა სახეობის და ფერის იორდასალამს შეიძენთ, უნდა იცოდოთ, როგორ გაზარდოთ ყვავილი. უცოდინრობით შეიძლება დაუშვათ რიგი შეცდომები, რომელთაც იორდასალამი არ გაპატიებთ და ყვავილობას შეწყვეტს.

Alltime.ge–ს ინფორმაციით, იორდასალამმა ყვავილობაზე უარი რამდენიმე მიზეზის გამო შეიძლება თქვას. თუ პრეტენზიული მცენარე უკმაყოფილოა, ყვავილობაზე არ იოცნებოთ. გიზიარებთ რჩევებს, რომ იორდასალამი უხვად აყვავილდეს.

დასარგავად სწორი ადგილი შეარჩიეთ

მრავალწლიანი მცენარე შერჩეულ ადგილას თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს. ყვავილობისთვის ძალა არ დარჩება, თუ მუდმივად გადარჩენისთვის ბრძოლა უწევს.

იორდასალამს სითბო უყვარს. მზიანი, ნახევრად დაჩრდილული, ქარისგან დაცული ადგილი მისთვის შესაფერისია. იორდასალამს ოდნავ ტუტე მიწა უყვარს. კარგი დრენაჟი არ დაგავიწყდეთ.

ხეებთან და ბუჩქებთან ახლოს არ დარგოთ. მათი ფესვების სისტემა მიწას ბევრ მკვებავ ნივთიერებას ართმევს და იორდასალამს მშიერს ტოვებს. ყვავილი კედლიდან მინიმუმ 1,5 მეტრით უნდა იყოს დაშორებული.

სწორად დარგეთ

იორდასალამს არა მხოლოდ ადგილის სწორად შერჩევა, არამედ სწორად დარგვა სჭირდება. ჯანმრთელ ნერგებს უნდა ჰქონდეს 2–4 კვირტი ახალი ყლორტების გასავითარებლად და 5 მ სიგრძის რამდენიმე ფესვი კარგად გამოსაკვებად. დიდი ორმო ამოთხარეთ, 60×60 სმ ზომა საკმარისია. ორმოს ძირში დრენაჟი მოათავსეთ. ნერგი ჩარგეთ და ნაყოფიერი მიწა მოაყარეთ. ზედა კვირტები ზემოდან 5-7 სმ მიწის ფენით უნდა დაიფაროს.

გამოკვებეთ

იორდასალამს დროდადრო გამოკვება სჭირდება. გაზაფხული და შემოდგომა საუკეთესო დროა. ფრთხილად იყავით, ზედმეტი გამოკვებით ყვავილობა შეიძლება შეფერხდეს.

პირველი კვება: ახალი წითელი ყლორტების გამოჩენისას აზოტის და კალიუმის სასუქი მიაწოდეთ. მეორე კვება: კოკრების გამოჩენისას მინერალური ან ორგანული სასუქი მიაწოდეთ. წინასწარ მორწყეთ. კარგია, თუ წვიმს. მესამე კვება: ყვავილობიდან 2 კვირის შემდეგ კალიუმის და ფოსფორის სასუქი მიაწოდეთ. გარდა ამისა, ყოველთვე კომპლექსური მინერალური სასუქით დანამეთ.

სწორად მორწყეთ

ყვავილს რეგულარული, მაგრამ განსხვავებული მეთოდით მორწყვა სჭირდება. მისი ფესვები არა მცენარის ძირში, არამედ 20-40 სმ რადიუსშია. ამიტომ, მცენარის გარშემო მიწა ამოთხარეთ და წყალი ჩაასხით. 1 ბუჩქისთვის 3-4 ვედრო წყალი საკმარისია.

კოკრები დროულად მოაშორეთ

გამოცდილი მებაღეები გირჩევენ, რომ ყვავილობა ზედმეტი კოკრების მოშორებით აკონტროლოთ. გვერდითა კოკრები მოაშორეთ, რომ მსხვილი ყვავილები მიიღოთ. ასე ყვავილების რაოდენობა შემცირდება. თუ ზედმეტ კოკრებს არ მოაშორებთ, 1–2 წლიანი უხვი ყვავილობის შემდეგ გამოიფიტება. ზედმეტი კოკრების მოშორებით იორდასალამი ყვავილობას ასწრებს და ფესვების სისტემასაც ავითარებს.

რაც შეეხება ზოგადად გასხვლას, გვიან შემოდგომაზე გადაჭერით. ტოტების მაქსიმუმ მესამედი რაოდენობა მოაჭერით, სხვა შემთხვევაში იორდასალამი დანაკარგს ვერ გადაიტანს. არ გადააჭარბოთ!

მავნებლებისა და დაავადებებისგან დაიცავით

ყვავილი მავნებლებების თავდასხმისგან და სხვადასხვა დაავადებისგან რომ დაიცვათ, პროფილაქტიკა ჩაუტარეთ. თუ უსიამოვნებისგან ვერ დაიცავით, პრობლემის უმოკლეს ვადაში მოგვარება სცადეთ.

იორდასალამის მოვლის წესები დაიცავით და დიდებული ყვავილობით ტკბობას შეძლებთ.

Advertisement