Connect with us

საკითხავი

6 რჩევა, როგორ შევარჩიოთ წვნიანი და მწიფე ნესვი

ნესვი ბევრი ადამიანის საყვარელი დელიკატესია. მთავარია, არომატული, ტკბილი, წვნიანი და მწიფე ნესვი შეარჩიოთ. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, ლამაზი ნესვი ყოველთვის გემრიელი არაა.

რამდენიმე ხრიკი, რომლებიც ნესვის შეძენის დროს აუცილებლად გამოგადგებათ:

1. დასუნეთ

კარგი ნესვი ტკბილი არომატით გაგახარებთ. უსუნო ნესვის შეძენას აზრი არ აქვს. ტკბილი ბოსტნეული გამოცდილ მაღაზიებში შეიძინეთ, რომელიც ჭუჭყისა და დაბინძურებული ადგილებისგან მოშორებით იქნება.

2. ნაყოფი დაათვალიერეთ

თუ საეჭვო სიშავე და მექანიკური დაზიანება შენიშნეთ, არ იყიდოთ. მწიფე ვარიანტი დაკაკუნების დროს ყრუ ხმას გამოსცემს, ხოლო წონა მის სიმწიფეზე მიგითითებთ.

3. ნესვის ფერი შეაფასეთ

კარგი ნესვის ზედაპირი თანაბარი შეფერილობისაა. თუ ქერქზე ლაქები და ზოლებია, სავარაუდოდ, ნესვი მწიფე არაა. ნაცრისფერი და ყავისფერი ლაქები ნესვის ლპობის პირველი ნიშნებია.

4. სწორი ხმა

როგორც საზამთროს შემთხვევაში, ნესვის სიმწიფეში დარწმუნებას ხელის ოდნავ დარტყმით შეძლებთ. მწიფე ნესვს ყრუ ხმა აქვს და არა წკრიალა, როგორც საზამთროს.

5. ნესვის ქერქის მდგომარეობა შეაფასეთ

პატარა საიდუმლო, რომელიც ნესვის არჩევაში დაგეხმარებათ, მის ქერქში მდგომარეობს: ნაყოფის ქერქი მცირე დაჭერის დროს სწრაფად უნდა ამოივსოს.

თუ ნესვის ქერქი ძალიან რბილი აღმოჩნდა,  დაჭერის შემდეგ თითის ანაბეჭდი დარჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ სიმწიფე უკვე შეწყვიტა და დროა გადააგდოთ.

6. შეძენის ადგილი

ეცადეთ, რომ ნესვი გზასთან ახლოს და ანტისანიტარიულ პირობებში არ შეიძინოთ. ნესვი მიწაზე არ უნდა იდოს!

ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაზიანებული იყოს, ხოლო ბზარებში ბოტულიზმის გამომწვევი ან სხვა სახიფათო ინფექციები მოხვდეს.

ნესვის შერჩევის დროს ფრთხილად იყავით. ასე საკუთარ თავს მოწამვლისგან დაიცავთ და ტკბილი და გემრიელი ნაყოფით ბოლომდე ისიამოვნებთ.

თქვენ ნესვის შერჩევის დროს რას აქცევთ ყურადღებას? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.