Connect with us

ჯანმრთელობა

6 რეცეპტი, რომელიც პაპილომას მოგაშორებთ

ამ რეცეპტების დახმარებით პაპილომას მოშორებას შეძლებთ.

რეცეპტი 1

სახლის პირობებში პაპილომას მოსაშორებლად ბაყაყურას ხმელი თესლის ფხვნილი გამოიყენეთ. ბაყაყურა მთელ ორგანიზმზე დადებით გავლენას ახდენს. 1 ჩ/კ ასეთი ფხვნილი დღეში 3-4-ჯერ მიიღეთ და წყალი დააყოლეთ. ამასთან ჭამის მიღებიდან და ჭამის შემდეგ მინიმუმ 2 საათი უნდა გავიდეს.

რეცეპტი 2

ერთ-ერთი ეფექტური და პოპულარული საშუალება პაპილომას მოსაშორებლად ქრისტესისხლაა. პროცედურისთვის ახალი ქრისტესისხლა მოწყვიტეთ და წვენი გაწურეთ (ფრთხილად იყავით – შეიძლება არა მხოლოდ დაისვაროთ, არამედ დაიწვათ!). ახლა პატჩის ფირფიტაზე პაპილომას ზომის ხვრელი ამოჭერით და დაიმაგრეთ. ასე ჯანსაღ კანზე წვენის მოხვედრას თავიდან აიცილებთ. 3-4 წვეთი დღეში 3-ჯერ დაიწვეთეთ და პაპილომას კვალიც კი გაქრება.

რეცეპტი 3

პაპილომას მოსაშორებელი შემდეგი შინაურული საშუალების მოსამზადებლად პატარა სუფთა მინის ქილა ბაბუაწვერას ახალი თავებით აავსეთ, შემდეგ საყვარელი ოდეკოლონით ბოლომდე აავსეთ. ნარევი დაახლოებით 1 თვე ბნელ, თბილ ადგილას დააყენეთ. მზა ნაყენი დღეში 3-ჯერ წარმონაქმნზე წაისვით.

რეცეპტი 4

პაპილომას მოსაშორებლად შეგიძლიათ ახალ დაწურული ბაბუაწვერას წვენი, ცირცელის კენკრა და ალოე გამოიყენოთ.

რეცეპტი 5

შემდეგი შინაურული საშუალების მოსამზადებლად თეთრი ნივრის გასუფთავებული კბილები კარგად დააქუცმაცეთ, რომ პიურე მიიღოთ. შემდეგ მზა ფაფა თანაბარი პროპორციით ნებისმიერ მკვებავ კრემს აურიეთ. კრემის ნაცვლად შეგიძლიათ ვაზელინი გამოიყენოთ.

რეცეპტი 6

ყოველდღე, დღეში მინიმუმ 3-ჯერ ძალიან ფრთხილად პაპილომა თანაბარი პროპორციით არეული ჩაის ხის ზეთისა და ლიმონის ნარევით ამოწვით. ჩვეულებრივ 15-დან 30-მდე ამოწვა საკმარისია.