Connect with us

ჯანმრთელობა

6 პროდუქტი, რომელიც თმის ცვენის პრობლემას დაგავიწყებთ

დღეს გიამბობთ, როგორ მოიშოროთ თმის ცვენა სასარგებლო პროდუქტების გამოყენებით.

რატომ გვცვივა თმა?

საკმაოდ ხშირად, როგორც კაცებში, ასევე ქალებში, თმის ცვენას ანდროგენების მოქმედება იწვევს. ამაში მთავარი „დამნაშავეა“ ჰორმონი, რომელსაც ეწოდება დიჰიდროტესტოსტერონი (DHT). ჩვენი ორგანიზმი მას ტესტოტერონიდან ფერმენტის, 5–ალფა რედუქტაზის, დახმარებით ბუნებრივად აწარმოებს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სპეციალური რაციონით ამ ფერმენტის ბლოკირება ტესტოსტერონიდან დიჰიდროტესტოსტერონის წარმოებას შეამცირებს. ეს კი ჩვენს თმას ცვენისგან დაიცავს. ბევრი ასეთი კვლევა შორს წასული ჯერ არაა, მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა!

აი, ჩვენი თმის 6 მთავარი „მცველი“ სამზარეულოდან:

1. მწვანე ჩაი

მწვანე ჩაი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია მსოფლიოში (თუმცა ჩვენთან ფერმენტირებული, შავი ჩაი უფრო უყვართ).

მწვანე ჩაის მისაღებად ჩაის ბუჩქის ფოთლების დამუშავება ორთქლით ხდება, ამიტომ სასმელი უფრო მეტ სასარგებლო ნაერთს ინარჩუნებს. მათ შორისაა ეპიგალლოკატექინგალლატე (EGCG), რომელიც ჭარბი წონის მოშორებაში გვეხმარება, გულის და ტვინის ჯანმრთელობას აუმჯობესებს.

კარგი სიახლე – ეს სასარგებლო ნაერთი თმის ფოლიკულებს DHT–ის ზემოქმედებისგან იცავს. კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ უკვე ახლა შეგიძლიათ მწვანე ჩაი სიამოვნებისთვის დალიოთ.

2. ქოქოსის კარაქი

ქოქოსის კარაქი კულინარიასა და კოსმეტოლოგიაში გამოიყენება. ის საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდების ცხიმის მაღალ პროცენტს შეიცავს, მათი უმეტესი ნაწილი ლაურინის მჟავის ფორმითაა წარმოდგენილი.

მეცნიერებმა დაამტკიცეს (ჯერ მხოლოდ ცხოველებზე ჩატარებული კვლევით), რომ ეს ცხიმიანი მჟავა DHT–ის წარმოებას ბლოკავს.

ჩვენ შეგვიძლია ზოგიერთ რეცეპტში კარაქი ქოქოსის კარაქით ჩავანაცვლოთ – ის ძალიან სასარგებლოა.

3. ხახვი (და სხვა პროდუქტი, რომელიც მდიდარია კვერცეტინით)

ხახვი ბევრ კერძში სიცხარის და სიტკბოს მისაცემად გამოიყენება. ის ცოტა კალორიას შეიცავს, მაგრამ მდიდარია ანტიოქსიდანტების, მათ შორის კვერცეტინის, შემცველობით.

წინასწარი კლინიკური გამოკვლევების თანახმად, კვერცეტინი ტესტოტერონიდან DHT–ის წარმოებას ბლოკავს, ფერმენტი 5-ალფა რადუქტაზის მოქმედებას თრგუნავს და ჟანგვით სტრესს ამცირებს. ვირთხები, რომლებზეც ცდები ტარდებოდა, უფრო ფუმფულა გახდნენ, მაგრამ მეცნიერებმა ადამიანებამდე ჯერ ვერ მოაღწიეს.

კიდევ რომელ პროდუქტშია ბევრი კვერცეტინი?

აი, ნამდვილი ჩემპიონი ამ სუპერ ფლავონოიდის შემცველობით

(შემცველობა მილიგრამებით 100 გრამზე)

  • ახალი კაპარი – 233,84 მგ
  • უმი მჟაუნა – 86,2 მგ
  • უმი წითელი ხახვი – 39,21 მგ
  • უმი წიწმატი – 29,99 მგ
  • წიწაკა – 27,6 მგ
  • ანწლი – 26,77 მგ
  • თეთრი კომბოსტო – 22,58 მგ
  • ბამი – 20,97 მგ
  • კაკაოს ფხვნილი – 20 მგ
  • შტოში – 14 მგ
  • კენკრა გოჯი, ჩირი – 13,6 მგ
  • მწვანე ხახვი – 12,6 მგ
  • ქლიავი – 12,45 მგ
  • რუკოლა – 7,92 მგ
  • მოცვი – 7,67 მგ
  • ქაცვი – 7,58 მგ
  • წითელი მოცვი – 7,4 მგ
  • ლობიო – 6,82 მგ
  • ლეღვი – 5,47 მგ

4. კურკუმა

კურკუმა სანელებელია, რომელიც კულინარიაში ფართოდ გამოიყენება, მაგრამ ამასთან პოპულარული საკვები დანამატია. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კურკუმა შესანიშნავად ამცირებს ანთებას და ართრიტის ტკივილს, სისხლში ქოლესტერინის დონეს არეგულირებს და ფიზიკური დატვირთვის შემდეგ აღდგენას ხელს უწყობს.

კურკუმას სარგებელი კურკუმინში იმალება – კურკუმინოიდების ოჯახის ერთ–ერთი აქტიური ნაერთი. წინასწარმა კვლევებმა აჩვენა, რომ კურკუმუნი DHT–ის დონეს ამცირებს, ფერმენტი 5-ალფა რედუქტაზის მოქმედებას ბლოკავს.

მეცნიერები ჯერ ფრთხილობენ. ისინი არ ირწმუნებიან, რომ ხალხში მსგავსი ეფექტი ექნება. ამას მხოლოდ დრო აჩვენებს.

5. გოგრის თესლი

გოგრა შემოდგომის, მყუდრო ვახშმის და ცხარე ცხელი ბოსტნეულის წვნიანის ნამდვილი სიმბოლოა. თითოეული სუპერ ნაყოფი ასობით სასარგებლო თესლს შეიცავს, რომლებიც მდიდარია რკინით, თუთიით, მაგნიუმით და ანტიოქსიდანტებით.

აღმოჩნდა, რომ გოგრის თესლების ზეთს კაცებში თმის ზრდის ხელშეწყობა შეუძლია.

ექვსთვიან კვლევაში შეისწავლეს 76 კაცი, რომელთაც შუბლი გამელოტებული ჰქონდათ. მათ, ვინც 400 მგ საკვებ დანამატს გოგრის ზეთის საფუძველზე იღებდა, თმის ზრდის მაღალი მაჩვენებელი აჩვენა, ვიდრე მათ, ვინც პლაცებოს იღებდა. თუმცა ჯგუფებს შორის თმის სისქეში არსებითი განსხვავება არ დაფიქსირდა.

სპეციალური ფერმენტის ბლოკირებამ DHT–ის წარმოებაზე გავლენა იქონია, ანუ თმის ზრდას ხელს არაფერი უშლიდა. საკვებ დანამატში, რომელსაც კვლევის მონაწილეები იღებდნენ, სხვა აქტიური ინგრედიენტებიც შედიოდა, ამიტომ მეცნიერებს ბოლომდე არ შეუძლიათ იმის თქმა, რომ საქმე გოგრის ზეთშია. ვნახოთ, რას გვეტყვის შემდგომი კვლევები!

6. ედამამე

ედამამე – სოიოს ახალგაზრდა მარცვლები, რომელიც ჩვეულებრივ გარნირის ან წასახემსებლის სახით მიიღება. ედამამე მდიდარია არა მხოლოდ ცილებით და უჯრედისით, არამედ იზოფლავონებით – სასარგებლო მცენარეული ნაერთი, რომელიც DHT-ის დონეს ამცირებს.

მეცნიერები 6 თვე სწავლობდნენ მამაკაცებს, რომელთაც რაციონში სოიოს ან რძის ცილები შედიოდა. ერთ ჯგუფში სიო იზოფლავონებით მდიდარი იყო, მეორე ჯგუფში კი ეს სასარგებლო ნაერთი ამოღებული იყო. მესამე, საკონტროლო ჯგუფი კი პროტეინს რძის შრატიდან იღებდა.

აღმოჩნდა, რომ ორივე ჯგუფმა, რომლებიც სოიოს იღებდნენ, DHT–ის დონის შემცირება უფრო მეტად აჩვენა, ვიდრე საკონტროლო ჯგუფმა. შემცირება ძალიან მნიშვნელოვანი არ იყო, მაგრამ პრაქტიკული გამოყენება მაინც შეიძლება ჰქონდეს. კვლევამ სოიოს პროტეინზე კარგი შედეგი აჩვენა იმის მიუხედავად იზოფლავონს შეიცავდა თუ არა. ეს შეიძლება სოიოს სხვა აქტიური ინგრედიენტით იყოს გამოწვეული.

სიო მამაკაცების ტესტოსტერონზე ზემოქმედებით უკვე დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ ბევრი მტკიცებულება აჩვენებს, რომ პარკოსანის ზომიერი მიღებით ყველაფერი კარგად იქნება.

კიდევ როგორ კურნავენ თმის ცვენას?

თმის ცვენა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით და გაზრდილი დიჰიდროტესტოსტერონი მხოლოდ ერთ–ერთი მიზეზია. თუ თმის ცვენა შენიშნეთ, ტრიქოლოგს მიმართეთ და ანალიზები ჩააბარეთ.

შედეგების მიხედვით ექიმი პრეპარატებს გამოგიწერთ, რომ სისხლძარღვები გააფართოვოთ ან 5–ალფა რედუქტაზი დაბლოკოთ. ექიმის დანიშნულების გარეშე პრეპარატის მიღება არ ღირს – ის უვნებელი არაა. 5-ალფა რედუქტაზის ყველაზე პოპულარული ინჰიბიტორების გვერდითი ეფექტებია – სიმსივნე და მკერდის ტკივილი, არარეგულარული მენსტრუაცია, თავის ტკივილი და ლიბიდოს შემცირება.

თუ თმა მკვებავი ნივთიერებების დეფიციტის გამო იშვიათდება, ვიტამინები დაგეხმარებათ.

მაგალითად, შვეიცარიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალების 38%–ს, რომელთაც თმის ცვენა აწუხებდათ, ბიოტინის დეფიციტი ჰქონდათ. ეს B ჯგუფის ვიტამინია, რომელიც თმის სიჯანსაღეში დიდ როლს ასრულებს. თმის სხვა სასარგებლო ნივთიერებები შეიძლება იყოს ცილა, თუთია, რკინა, A და C ვიტამინები.