Connect with us

ყვავილები

6 მეთოდი, როგორ გააკეთოთ ჭიქები ნერგებისთვის: პრაქტიკული და უფასო

ზაფხულის სეზონი ახლოვდება და დედა უკვე ბულგარული წიწაკის თესლს ყიდულობს. ამბობს, რომ ჯერ ჭიქებში დარგვას და აივანზე გაიტანს. როცა ნერგი გაიზრდება, აგარაკზე წაიღებს. სეზონისთვის მოასწრებს. წელს დედამ ნერგებისთვის ჭიქების საკუთარი ხელით მომზადება გადაწყვიტა. თან ასე უფრო ეკოლოგიურია!

ადრე ნერგებს პლასტმასის კონტეინერებში ზრდიდა. მათ რამდენჯერმე იყენებდა, მაგრამ ბევრი გაფუჭებული იყო. სეზონზე 20 ჭიქაზე მეტრს ყრიდა. მისი ჰობი უფრო ეკოლოგიური რომ გამხდარიყო, გადამუშავებული მასალებისგან ხელნაკეთი ჭიქების გაკეთება გადაწყვიტა.

ყავის ჭიქები ნერგებისთვის

ერთი ჩემი თანამშრომელი ყავის ქაღალდის ჭიქებს არასდროს აგდებს. ოფისში აგროვებს, კარგად რეცხავს და სახლში მიაქვს. აღმოჩნდა, რომ ამ ჭიქებში ნერგებს ზრდის. საკმაოდ გამძლე ჭურჭელია, რადგან პოლიპროპილენის ფირის საფარი აქვს. ჭიქის ძირში რამდენიმე ნახვრეტი აუცილებლად გააკეთეთ, რომ ზედმეტი წყალი გამოვიდეს.

ყავის ფილტრის ჭიქა

თუ ყავის აპარატის ბედნიერი მფლობელი ხართ, ეს ვარიანტი მოგეწონებათ. გამოყენებულ ფილტრში შეგიძლიათ ნერგი დარგოთ. მართალია, ასეთ ჭურჭელს პატარა მოცულობა აქვს, მაგრამ თესლი ყავის ჩენჩოსგან დამატებით სარგებელს მიიღებს.

იოგურტის ჭიქები

იოგურტის შეფუთვები მყარი პლასტმასისგან არის დამზადებული, ამიტომ მთლად ეკოლოგიური არაა. ამავდროულად, მრავალჯერადად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ჭიქის ძირი გახვრიტეთ და თესლი თამამად დათესეთ. სეზონის ბოლოს უბრალოდ ჭიქიდან ამოიღეთ და სხვაგან გადარგეთ. ჭიქები მომავალ წლამდე შეინახეთ.

ნერგების ჭიქები მილისისგან

ალბათ, ტუალეტის ქაღალდის მილისი ნერგებისთვის ყველაზე ეკოლოგიური ჭურჭელია. ერთადერთი მინუსი ისაა, რომ ფსკერი არ აქვს. სწორედ ამიტომ, ერთი მხრიდან 4-ჯერ ჩაჭერით და კუთხეები შეკარით. სკოჩით ან სკრეპით დაამაგრეთ. თუ ასეთ ჭურჭლებს კონტეინერში მჭიდროდ ჩააწყობთ, ფსკერის გაკეთება არ დასჭირდება. ამბობენ, რომ ნერგი ნაკვეთზე მილისისთან ერთად შეგიძლიათ დარგოთ. ის ხომ გადამუშავებული ქაღალდისგან შედგება და სწრაფად ლპება.

ხელნაკეთი ქაღალდის ჭიქები ნერგებისთვის

გაზეთით შეგიძლიათ ხელნაკეთი ჭიქები გააკეთოთ. აქ, სკოჩის გამოყენება აუცილებლად მოგიწევთ. გაზეთის გვერდები შუაზე გაკეცეთ, ცილინდრი გააკეთეთ. ქვედა კუთხე კონვერტივით მოხარეთ და სკოჩით დააფიქსირეთ. ჭიქები მიწით გაავსეთ და ნერგი მოათავსეთ. მზადაა!

ტეტრაპაკის ჭიქები

აქ, ყველაფერი მარტივია! რძის, წვენის ან კეფირის შეფუთვა შუაზე გაჭერით. შიგნიდან კარგად გამორეცხეთ და გაამშრალეთ. მიწით გაავსეთ და დათესეთ. თუ ზედა ნაწილი ამოზნექილია, კუთხეები მოაჭერით. ნახვრეტი გაზეთით ან პარკით დაფარეთ.

ეს ეკოლოგიური ქოთნების ყველა ვარიანტი არაა. მაგალითად, წელს დედა გეგმავს, რომ ბოლოკის ნერგი კვერცხის უჯრებში გაზარდოს. მიკრომწვანილებისთვის საერთოდ იდეალური ვარიანტია. რომელ ჭურჭელს ანიჭებთ უპირატესობას?

Advertisement