Connect with us

ჯანმრთელობა

6 მარტივი, მსუბუქი ვარჯიში, რომელიც რამდენიმე თვეში მუცლის ცხიმს ბოლომდე გაგიქრობთ

თქვენს საყვარელ კაბაში ვეღარ ეტევით? ნუ იდარდებთ, რადგანაც არსებობს რამდენიმე მარტივი სავარჯიშო, რომლებიც სწრაფად დაგეხმარებათ ფიგურის გაუმჯობესებაში.

ცხიმები მუცელზე, რა თქმა უნდა, არაესთეტიკურად გამოიყურება. მეტიც, თუ იგი წელსა და გვერდებსაც მოედება, ჯანმრთელობისთვის საშიშიც კი გახდება.

სწორი რაციონი და ფიზიკური სავარჯიშოები – სწორედ ისაა, რაც ამ დროს გვჭირდება. თუ თვლით, რომ მხოლოდ დიეტით შეიძლება მუცლის ცხიმის დაწვა, ცდებით!

გთავაზობთ 6 სავარჯიშოს, რომლებიც მუცლის არეში ცხიმების რაოდენობას ყველაზე სწრაფად შეამცირებს.

1. ველოსიპედი

დაწექით იატაკზე, ხელები კეფაზე დაილაგეთ, ბეჭები და კისერი მოაცილეთ იატაკს. წამოწიეთ მუხლში მოხრილი ფეხები და მონაცვლეობით მიიტანეთ ისინი მკერდთან ახლოს.

2. ტრიალი მოხრილი ფეხებით

დაჯექით ბრტყელ და მყარ ზედაპირზე. მოხარეთ მუხლები და გააჩერეთ ჰაერში, დაჭიმეთ პრესი, წამოწიეთ იატაკიდან ტორსიც, დაეყრდენით მხოლოდ მენჯებს, ხელები დაილაგეთ მკერდზე და დაიწყეთ ტორსის მიბრუნება მარჯვნიდან მარცხნივ. შეასრულეთ სავარჯიშო, რამდენჯერაც შეძლებთ(1 წუთის განმავლობაში).

3. სავარჯიშო დივანზე

დაჯექით დივანზე ან სავარძელზე, წამოწიეთ ფეხები. ამოსუნთქვისას მიიზიდეთ მუხლები მკერდთან მაქსიმალურად ახლოს და შეწიეთ მუცელი რამდენადაც შეგიძლიათ. შეინარჩუნეთ ეს მდგომარეობა 1-3 წამით და ისევ დაუშვით ფეხები.

4. გვერდული ტრიალი

დაიდეთ მარჯვენა ფეხი მარცხენა ფეხის მუხლზე და ეცადეთ, მარცხენა იდაყვით მისწვდეთ მას. გაიმეორეთ 30-40ჯერ ორივე მხარეს.

5. პეპელა

დაწექით იატაკზე, ხელები დაილაგეთ ტორსის გასწვრივ. წამოწიეთ იატაკიდან დუნდულები, მუხლები მოხარეთ, ტერფები შეატყუპეთ და დაიწყეთ ფეხების ერთდროული აწევ-დაწევა. შეასრულეთ 1 წუთის განმავლობაში.

6. თამასა

თამასა, ცნობილი, როგორც “პლანკა” ყველასთვის ნაცნობი სავარჯიშოა. შეინარჩუნეთ ეს მდგომარეობა 20-60 წამის განმავლობაში.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.