Connect with us

ჰოროსკოპი

6 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ფიქრობენ რომ სამყაროს მათ გარშემო ტრიალებს

„საშინელი არსება ვარ, თუ უფლება მაქვს“ – საკუთარ თავს ეკითხება რასკოლნიკოვი დოსტოევსკის რომანში „დანაშაული და სასჯელი“. ზოგიერთი ადამიანი კი საკუთარ თავს ამ კითხვას არ უსვამს. ისინი იბადებიან იმ შეგრძნებით, რომ მთელი სამყარო მათ ეკუთვნით. ეს ადამიანები ყველაზე ხშირად ამ 6 ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ იბადებიან.

1. თხის რქა

ეს ზოდიაქოს ნიშანი ცხოვრობს დევიზით: „მე მაქვს უფლება და ამით მორჩა“. მას ვერაფერს დაუმტკიცებთ. მან იცის, რომ იდეალურია. მსოფლიოში ისე მოგზაურობს, თითქოს ყველაფრის მფლობელია და ყველაფერს იღებს მიუხედავად იმისა, ეს მას ეკუთვნის თუ არა.

თხის რქა გრძნობს, რომ სამყარო მის დასაპყრობად არის შექმნილი, რომ მას თვალში მოხვედრილი ნებისმიერი რამის მოპოვების უფლება აქვს. ძალაუფლების ხელში აღებისას ცინიკური და უპრინციპო კორუმპირებული ხდება ან უბრალოდ სხვებს ყურადღებას არ აქცევს და ისე მართავს.

2. ქალწული

ქალწული ძალიან მომთხოვნია და თუ რამე სურს, აუცილებლად მიაღწევს. ქალწული მისიონერი და მეამბოხეა. კრიტიკით გაგანადგურებთ და ცეცხლში დაგწვავთ, თუ მის წინააღმდეგ გაილაშქრებთ. საკუთარ აზრს ისე წარმოაჩენს, თითქოსდა ეს ქვეყნის კანონია.

3. ლომი

ლომი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან ზრუნვას, თაყვანისცემას და აღფრთოვანებას ელოდება. მას სრულად სწამს, რომ ცხოვრებაში სიმდიდრისა და პატივისცემის უფლება აქვს.

ლომი საკუთარ თავს იმდენად აფასებს, რომ ავტომატურად მიიჩნევს, რომ თქვენ მისით აღფრთოვანებული ხართ. ფიქრობს, რომ როგორც მინიმუმ ტახტი ეკუთვნის. არასდროს მოგცემთ იმის დავიწყების უფლებას, რომ თქვენ მის სამეფო კარზე მხოლოდ მასხარა ხართ.

4. ვერძი

ვერძი საკუთარ აზრებს აფრქვევს და ელოდება, რომ თქვენ ამ ფაქტს აღიარებთ. ვერძი ნაკლებზე არ დაგთანხმდებათ. ცხოვრებიდან არა უბრალოდ მეტს ელოდება, არამედ დარწმუნებულია, რომ მას საუკეთესოს მიღების სრული უფლება აქვს. ვერძი სხვების კომფორტზე არ ფიქრობს და ძალიან გაკვირვებულია, როცა ხალხს მას ეწინააღმდეგება.

5. ტყუპები

მასზე უფრო დიდი სნობი არ არსებობს, რადგან მისთვის ძალაუფლების საკუთარ თავში შეგრძნება ნორმალურია. სამწუხაროდ, ხშირად მარტოდმარტო რჩება, რადგან უფლებების ცვალებადობა კონფლიქტს იწვევს.

ტყუპებზე უფრო მეტად არავის სძულს და მიუხედავად იმისა, რომ გრძნობს სხვებზე უკეთ ცხოვრების უფლება აქვს, ამას ვერასდროს იღებს, რადგან არასდროს არაფრით კმაყოფილი არაა.

6. მშვილდოსანი

მშვილდოსანი კიდევ ერთი დიდი სნობია. ეს ზოდიაქოს ნიშანი ვერ იტანს, როცა რაღაც მასთან შეთანხმების გარეშე კეთდება. ელოდება, რომ ყველა ისე იცხოვრებს, როგორც მას სურს. თავხედი მშვილდოსნის რეალობა შეიძლება საკმაოდ მკაცრი იყოს და პერიოდულად იმ ფაქტის წინაშე დგება, რომ სამყარო მხოლოდ მის გარშემო არ ტრიალებს.

თქვენ ამ სიაში მოხვდით?