ჰოროსკოპი
6 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც 2019 წელს სერიოზული ცვლილებები ელოდებათ
ახალი წლის დადგომასთან ერთად ქვეცნობიერულად ცვლილებებს, ამასთან დადებით ცვლილებებს, ველოდებით. ვიმედოვნოთ, რომ ბედი ახალ ნაცნობობას და ახალ აღმოჩენებს გვაჩუქებს.
თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება! ცხოვრება თითოეულ ჩვენგანს საკუთარ ცვლილებებს უმზადებს, ზოგს ნაყოფიერს, ზოგს დამანგრეველს, სხვებს ნათელს და შესამჩნევს ან უმნიშვნელო, ყოველდღიური ცხოვრების რუტინებს.
6.კურო
ადამიანს, რომელსაც ეშინია და მთელი არსებით ვერ იტანს სიახლეებს, წელს სერიოზული ცვლილების განცდა მოუწევს. დიდი ალბათობა არსებობს, რომ ვენერას მმართველობის ქვეშ მყოფ პიროვნებას კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ახალი სამსახურის მოძებნა მოუწიოს. შესაძლოა, კურომ ახალ პროფესიაში თავი გამოცადოს, ამასთან ეს შეიძლება სულ სხვა ქვეყანაში მოხდეს.
ამ ნიშნის მქონე ადამიანი ძალიან აფასებს იმას, რაც აქვს, ამიტომ ცვლილებები, განსაკუთრებით ფინანსური საკითხებთან დაკავშირებული, ნამდვილ სტრესს იწვევს და წყობილებიდან გამოჰყავს. ასტროლოგები ამ ნიშანს დამშვიდებას და შიშის დამარცხებას ურჩევს. 2019 წელი წარმატებული იქნება საქმის პროფესიონალებისთვის, მათთვის, ვისაც წარმატების სჯერა და საკუთარ ძალებში ეჭვი არ ეპარებათ. ძალიან დიდი შანსია, რომ კურომ წლის ბოლოს გააცნობიეროს, თუ რამდენად სასარგებლო და ნაყოფიერი იყო ეს პერიოდი.
5.ტყუპები
კომუნიკაბელურ და მხიარულ ტყუპებს შეუძლიათ სასიამოვნო მოლოდინის იმედი ჰქონდეთ. 2019 წლის დასაწყისში ახალი ნაცნობობა გელოდებათ, რომელიც ცხოვრებაში ახალ ფერებს შემოიტანს. შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, იქნება ეს საბედისწერო შემთხვევა, რომელიც ტყუპების გულში სიყვარულს დაანთებს, თუ მოულოდნელი ნაცნობობა, რომელიც ნაყოფიერი თანამშრომლობით დასრულდება. თუმცა შეიძლება დარწმუნებით ითქვას – ტყუპების სულში საბედისწერო შეხვედრა ყველაზე სასიამოვნო შთაბეჭდილებებს დატოვებს და მათ ბევრ დადებით იმედს მისცემთ.
ამასთან, ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ ლაყბობის მოყვარე ტყუპებს საკუთარი ბედნიერებით ტრაბახი უნდა შეწყვიტონ. ამ ნიშნის ირგვლივ ბევრი მოშურნე ადამიანია, რომლებიც მხოლოდ საჭირო მომენტს ელოდებიან, რომ მისი პრივილეგიებით ისარგებლონ. გახსოვდეთ, ბედნიერებას დუმილი უყვარს!
4.ლომი
ლომის ნიშნის მქონე ადამიანისთვის საკმაოდ რთული წელი მოდის. მას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, რომელიც ყოველთვის სასიამოვნო არ იქნება. შესაძლოა, საქმე ეხებოდეს უსიამოვნებას, რომლითაც თავად ან ახლობელი იტანჯება. გამოსაჯანმრთელებლად ჩვეული ცხოვრების წესის და საყვარელო გარემოს, ცხოვრებისეული პირობების შეცვლა და მიზნის მისაღწევად დისკომფორტის ატანა მოუწევს.
2019 წლის პირველი დღეებიდან პოზიტივზე განეწყვეთ. სავარაუდოდ, ბედის მიერ მომზადებული ცვლილებები არ მოგეწონებათ, მაგრამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღებით, რომელიც თქვენს სინდისს შეესაბამება, დასახულ მიზანს მიაღწევთ. შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ 2019 წელი ლომს ცხოვრებისეული ღირებულებების გადახედვას აიძულებს. ასეთი ცვლილებები მისთვის სასარგებლო იქნება და მომავალში ბედს მადლობას გადაუხდის.
3.თხის რქა
დიდი ალბათობა არსებობს, რომ 2019 წელი თხის რქის ნიშნის მქონე ადამიანისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს. ამ ადამიანებს კარჩაკეტილი ცხოვრება ურჩევნიათ, უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავზე ზრუნავენ და საკუთარი კეთილდღეობისთვის მუშაობენ. მაგრამ ბედმა სხვანაირად გადაწყვიტა და უკვე წლის შუა პერიდოში მათ ცხოვრებაში კარდინალური ცვლილებები მოხდება. ძნელია იმის თქმა, თუ რომელი შემთხვევა უბიძგებს სატურნის მფარველობის ქვეშ მყოფ ნიშანს პირადი ცვლილებების განხორციელებისა და ადამიანებთან ურთიერთობის შეცვლისკენ, მაგრამ ეს რომ აუცილებლად მოხდება, ეჭვგარეშეა.
ასტროლოგები ყურადღებას აქცევენ იმას, რომ თხის რქის ცხოვრებაში ცვლილებები დამოკიდებულია იმაზე, თუ თავად ეს ნიშანი ცვლილებების მიმართ როგორ განეწყობა. ცხოვრებაში ადამიანების შემოშვებით და არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრების სწავლით, თხის რქა ბედნიერებას მიაღწევს და 2019 წელს საბედისწეროს თავად უწოდებს. ხოლო თუ ცვლილებებს შეეწინააღმდეგებიან და გარშემომყოფების დახმარების შინაგან სურვილს შეებრძოლებიან, ეს პერიოდი მხოლოდ ნეგატიურ ცვლილებებს მოუტანს და მეტს არაფერს.
2.ქალწული
2019 წელს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს არაპროგნოზირებად დაპირებებს სთავაზობენ. ქალწული საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს და ცდილობს, რომ ცხოვრებაში სრული წესრიგი იყოს. 2019 წელი საკმაოდ ცვალებადი იქნება, რომ მას მშვიდი და თანაბარი ცხოვრება ვუწოდოთ. მზად იყავით, რომ გაზაფხულის დაწყებისთანავე თქვენი ცხოვრება კარტის სახლივით დაშლას დაიწყებს.
თუ გულგრილობას და საღ გონებას არ გამოიჩენთ, ცხოვრებას არ გადახედავთ და ადრე დაშვებული შეცდომების გამოსწორებას არ დაიწყებთ, 2019 წელი ქალწულისთვის ნამდვილი დამარცხებით და ცხოვრებისეული აზრის დაკარგვით დასრულდება. ხოლო თუ ხასიათს გამოიჩენთ და აღსადგენად შეცვლას მოახერხებთ ისე, როგორც ფენიქსი, ყველაფერი კარგად დასრულდება. 2019 წელს ქალწულისთვის წარმატებულს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ მომავალი განვითარების ამოსავალი წერტილი შეიძლება იყოს. და ეს აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.
1.თევზები
თევზების ნიშნის მქონე ადამიანებისთვის დიდი დადებითი ცვლილებები იწყება, 2019 წელს ბედი საკმაოდ გულუხვი იქნება და ნეპტუნის მფარველობის ქვეშ მყოფ ნიშანს ბევრ შანს მისცემს. სავარაუდოდ, თევზებს ღრმა მგრძნობიარე ცვლილებები ელოდებათ, ადამიანთან შეხვედრა, რომელიც ყველაზე ახლობელი და მშობლიური გახდება. შესაძლოა, დაოჯახებულ თევზებს ოჯახში გამრავლება ელოდოთ ან იმ გრძნობის განცდა, რომელსაც პირველი ნაცნობობის დროს ერთმანეთის მიმართ განიცდიდნენ. და ბოლოს, 2019 წელს ბევრი საქმიანი შემოთავაზება გელოდებათ, რაც ბიზნესის გასავითარებლად შეიძლება გამოიყენოთ.
ნებისმიერ შემთხვევაში ამ ნიშნის წარმომადგენელმა პატარა ბედნიერების მისაღწევად შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან. შესაძლოა, თევზებს შიშის დამარცხება და კომფორტის ზონიდან გამოსვლა მოუწიოთ, მაგრამ პერსპექტიული შეთავაზებები ამად ღირს. წინ თამამად იარეთ და ცვლილებების არ შეგეშინდეთ. თქვენი გამბედაობისთვის უხვად დაჯილდოვდებით.