ჯანმრთელობა
6 დაავადება, რომელსაც ნემსიწვერა კურნავს
ნემსიწვერა უბრალოდ ლამაზი ყვავილი არაა. მას გააჩნია მთელი რიგი სამკურნალო თვისებები: ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო, ასევე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი.
1. ჰიპერტონია
- 1 ჩ/კ ნემსიწვერას ფესვებს 1 ჭიქა ცხელი წყალი დაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ.
- 3-4 საათით გააჩერეთ და გადაწურეთ.
- ¼ ჭიქა ნაყენი დღეში 2-3-ჯერ, საკვების მიღებებს შორის დალიეთ.
2. ოტიტი
- ნემსიწვერას ფოთლები წვენის მიღებამდე გასრისეთ.
- გასრესილი ფოთლები ყურში ჩაიდეთ, შეიხვიეთ და მთელი ღამე გაიჩერეთ.
3. გასტრიტი, კოლიტი
- 1 ს/კ დაქუცმაცებულ ნემსიწვერას ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, წყლის ორთქლზე 3-5 წუთით გააჩერეთ.
- 1 საათით დააყენეთ და გადაწურეთ.
- 1 ს/კ ნახარში დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე მიიღეთ, სანამ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.
4. ყელის დაავადებები
- 1 ს/კ ნემსიწვერას ფოთლებს 1 ჭიქა წყალი დაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. 20-30 წუთით დააყენეთ.
- ანთების პირველი ნიშნების დროს ყელში გამოივლეთ.
5. ნერვული წიკი
- ნემსიწვერას ფოთლები მტკივნეულ კუნთებზე დაიდეთ და ბეწვიანი შარფით შეიხვიეთ.
- როცა ფოთლები დაჭკნება, ახლით შეცვალეთ.
6. ჩიყვი
- 2 მუჭა ნემსიწვერას ფოთლები დაჭერით, მინის ბოთლში ჩაყარეთ და 0,5 ლ არაყი დაასხით. ბნელ ადგილას 30 დღე გააჩერეთ, პერიოდულად აურიეთ.
- გადაწურეთ, ჩენჩო გაწურეთ და გადაყარეთ.
- 1 ს/კ ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ. ერთი კურსის განმავლობაში შეგიძლიათ 2 ბოთლი დალიოთ. 1 თვიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ კურსი გაიმეოროთ.