Connect with us

ჯანმრთელობა

6 ბოსტნეული, რომლებიც წონაში მატებას ხელს უწყობენ

„გსურს დაკლება? ბოსტნეულზე გადადი!“ „ბოსტნეული არ გაგასუქებს!“ – ალბათ, ეს ფრაზები ნებისმიერს სმენია, ვინც დიეტაზე ერთხელ მაინც ყოფილა. რამდენად მართალია ეს სიტყვები? სამწუხაროდ, ყველა ბოსტნეული ერთნაირად სასარგებლო არა და მათ შორის ნამდვილ დივერსანტებს იპოვით, რომელთაც უნდა იცნობდეთ! გთავაზობთ, ერთი შეხედვით „უვნებელი“ ბოსტნეულის ჩამონათვალს, რომლებიც წონაში მატებას იწვევენ.

სტაფილო

გემრიელი, სასარგებლო და ფერადი სტაფილო ზედმეტად ტკბილია. საქაროზის ჭარბი შემცველობის გამო ბოსტნეული სხეულის ფორმებს საფრთხეს უქმნის, განსაკუთრებით შეუზღუდავი რაოდენობით მიღებისას. დღეში 1–2 სტაფილო საკმარისია, მეტი არა!

კიტრი

როგორც ასეთი, კიტრი გასუქებას არ იწვევს. ზაფხულში ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელიც კია, რადგან ბევრ წყალს შეიცავს და გაუწყლოებასთან ბრძოლაში გვეხმარება. თუმცა კიტრში ცოტა უჯრედისია და ამიტომ მისი მონელება სწრაფად ხდება. ჩვენ რაღაც ახლის ჭამა სწრაფად გვინდა. ნამდვილი მზაკვარია!

ჭარხალი

ჭარხალი ძალიან სასარგებლო და გემრიელია, მაგრამ ბევრ შაქარს, სახამებელს და ნახშირწყლებს შეიცავს. ჭარხალი დიდი სიფრთხილით უნდა მიიღოთ, თუ სისხლში შაქრის მაღალი დონე გაქვთ. ბოსტნეული გლუკოზის რყევებს იწვევს. მაშინაც კი თუ შაქრის ნორმალური დონე გაქვთ და გლუკოზის რეზისტენტობა არ გემუქრებათ, ბოსტნეულმა ზედმეტად არ გაგიტაცოთ. ერთ–ერთი კვლევა ადასტურებს, რომ ჭარხლის მოხმარება ორგანიზმს უბიძგებს დაგროვებისკენ და არა ცხიმის წვისკენ.

შემწვარი ბოსტნეული

ნებისმიერი შემწვარი კერძის ატრიბუტები: ბევრი ზეთი, კარაქი. ბოსტნეული, თუნდაც გრილზე მომზადებული, გამონაკლისს არ წარმოადგენს. ფიქრობთ, რომ სასარგებლო ბადრიჯანს, პომიდორს და ყაბაყს მიირთმევთ? სინამდვილეში ბევრ ცხიმიან ზეთს იღებთ. რა თქმა უნდა, ეს ცუდი არაა: მცენარეული ზეთი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მაგრამ რას იტყვის საყვარელი ჯინსის შარვალი?

ბარდა

რა შეიძლება იყოს მწვანე ბარდაზე გემრიელი? და უფრო კალორიული? ბარდა ბევრ უჯრედისს შეიცავს და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. თუმცა ის მდიდარია სახამებლით და სხვა მკვებავი ნივთიერებებით, რომლებიც წელის არეში ცხიმის დაგროვებას ხელს უწყობენ. ულუფების ზომას ყურადღება მიაქციეთ. სრულად არ გამორიცხოთ!

სიმინდი

თუ შაქრის დონის პრობლემები გაქვთ ან გახდომა სერიოზულად გადაწყვიტეთ, სიმინდზე უარის თქმა მოგიწევთ. სიმინდი ბევრ შაქარს შეიცავს, რომელსაც გლუკოზის მატება და ინსულინის დონის დარღვევა შეუძლია.