Connect with us

ვიდეო

6 ხრიკი, როგორ შეინახოთ პროდუქტები, თუ მომარაგებას აპირებთ

ბევრმა ოჯახმა უკვე რამდენიმე კვირით მარაგი შეავსო. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ძალისხმევა და ფული ტყუილად არ დაიხარჯოს. გიზიარებთ ხანგრძლივად შენახვის მარტივ მეთოდებს.

კარტოფილი

ბინაში შენახვის საშუალო ვადა რამდენიმე კვირაა. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ნახევარი წელი შეინახოთ, მაგრამ ამისთვის სპეციალური ადგილის შექმნა დაგჭირდებათ: სპეციალური ბოსტნეულის ყუთები, ორმაგი ტილოს ტომარა აივანზე და ა.შ.

თუ გამოცდილება არ გაქვთ, ყველაზე მთავარია დაიმახსოვროთ: შენახვის ტემპერატურა 5˚C უნდა იყოს. თუ უფრო მაღალია, კარტოფილი შეიძლება დალპეს ან დიდხანს შენახვით გაღვივდეს. თუ ტემპერატურა უფრო დაბალია – სახამებელი შაქრად გარდაიქმნება.

კარტოფილი რომ არ გაღვივდეს, კონტეინერში რამდენიმე ვაშლი ან პიტნის ფოთოლი მოათავსეთ.

ჭარხალთან ერთად კარტოფილი შესანიშნავად ინახება – ჭარხალი ზემოდან დააყარეთ. ჭარხალი ზედმეტ ტენს იწოვს, არ აშრობს და კარტოფილი არ ლპება.

ხახვი

ხახვი შეგიძლიათ ძველ წინდაში შეინახოთ და თითოეული ხახვი ცალ-ცალკე გაკვანძოთ. ასე ხახვი დაახლოებით 8 თვე შეგიძლიათ შეინახოთ. როგორ გააკეთოთ? ამისთვის ქვემოთ მოცემულ ვიდეოს უყურეთ.

მარცვლეული, მაკარონი, ფქვილი

სანამ მარაგის შენახვას გადაწყვეტთ, თაროები მოაწესრიგეთ, აუცილებლად გარეცხეთ და გააშრეთ როგორც მთელი კარადა, ასევე შესანახი განყოფილებები. გახსნილი შეფუთვები ცალკე შეინახეთ და პირველ რიგში გამოიყენეთ.

გახსნილი პაკეტები, სადაც სხვადასხვა სასურსათო პროდუქტი ინახება, კარგად რომ შეფუთოთ, ძველი ბოთლები გამოიყენეთ. ბოთლს თავი მოაჭერით, პაკეტში მოათავსეთ და თავსახური დაახურეთ.

კარადაში ან შესანახ კონტეინერში დაფნის ფოთოლი მოათავსეთ. ის საკვები ჩრჩილისგან დაგიცავთ.

არ დაგავიწყდეთ, რომ პროდუქტის პირველი მტერი ჰაერია, ამიტომ შესანახი შეფუთვა ძალიან მნიშვნელოვანია. საკვები ცელოფანი, პლასტმასის პაკეტი, ფოლგა – ყველაფერი ეს დიდხანს შესანახად არ გამოგადგებათ. საუკეთესო ვარიანტი – მინის კონტეინერი უხეში პლასტმასის თავსახურით. დახურულ შეფუთვაში წიწიბურა 2 წელი შეგიძლიათ შეინახოთ, ღია შეფუთვაში კი 3-4 თვე.

ყველი

ყველის ნაჭერი რომ არ გახმეს, შეგიძლიათ კარაქი წაუსვათ. ყველი ბოსტნეულის განყოფილებაში ან მაცივრის კარზე კარგად ინახება, სადაც ტემპერატურა უფრო მაღალია. ყველის საკვებ ცელოფანში გახვევა რეკომენდებული არაა. სჯობს ცვილით დაფარულ საცხობ ქაღალდში გაახვიოთ.

კაკალი

სჯობს დაუყონებლივ შეწვათ, თუ უმი კაკალი შეიძინეთ. შემდეგ ქილაში ჩაყარეთ და მაცივარში შეინახეთ. ასე კაკალი უფრო გემრიელი გამოვა, დიდხანს შეინახება და სხვადასხვა კერძებში გამოსაყენებლად მზად იქნება.