Connect with us

ჰოროსკოპი

6 მითი ზოდიაქოს ნიშნების შესახებ

ალბათ, ზოდიაქოს ნიშნების შესახებ არა ერთი სტერეოტიპი გსმენიათ. შეეფარება კი სიმართლეს იარლიყები, რომელთაც გვაკერებენ? გაეცანით 6 ყველაზე გავრცელებულ მითს ზოდიაქოს ნიშნების შესახებ.

1. ლომი – საკუთარ თავზე შეყვარებული და აგრესიული

ჩვენ ვთვლით, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლები თამამი ადამიანები არიან, რომელთაც აგრესიის გამოხატვა და სხვების წინაშე თავმომწონეობა უყვართ. თუმცა ბევრი მათგანი, ვინც ლომის ნიშნის ქვეშ დაიბადა, მსგავსი პიროვნების საპირისპირო თვისებებს ფლობს. მისი ერთ-ერთ მთავარი განსაკუთრებულობა რბილი და დამთმობი ხასიათია. საკუთარ აზრს სხვებს არასდროს ახვევს.

2. ტყუპები ორპირები არიან

ტყუპებთან მიმართებაში ერთ-ერთი ყველაზე მცდარი შეხედულებაა ის, რომ ისინი ორპირები არიან. სინამდვილეში ამ ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი თვისებაა ახალ პირობებთან და გარემოემბთან სწრაფად და მარტივად შეგუება. ამისთვის კი გამორჩეულ ინტელექტს მადლობა უნდა გადაუხადონ. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორპირები არიან.

3. თხის რქა მოსაწყენია

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის შესახებ გამყარებულია მითი, რომ ის ზედმეტად თავშეკავებული და მოსაწყენია, ხოლო ბიზნესში წესრიგის მოყვარული. სინამდვილეში, ეს არც თუ ისე ცუდი თვისებებია, მით უმეტეს თხის რქა ცხოვრებაში არც ისეთი მოსაბეზრებელია, როგორც ფიქრობთ. თხის რქას თქვენი გაოცება შეუძლია.

4. ვერძი ყოველთვის ცდილობს, რომ საუკეთესო იყოს

მიღებულია, რომ ვერძი ყოველთვის ცდილობს სხვებზე უკეთესი იყოს, ასევე ხმაურიანი, აგრესიული და უსიამოვნო ადამიანია. ეს ყველაფერი მცდარი წარმოდგენაა. ხშირად ამ ნიშნის წარმომადგენელი ნამდვილად უფრო ენერგიული, ამაყი და ვნებიანი, ვიდრე სხვა ადამიანები მის გარშემო. რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ უარყოფით თვისებებს, ეს მხოლოდ განზოგადებაა და ხშირად უსაფუძვლო.

5. მორიელი წარმოუდგენლად შურისმაძიებელია

ჩვეულებრივ, მორიელს ყველაზე ცუდ თვისებებს აწერენ, მას ეჭვიან, შურისმაძიებელ და მანიპულატორს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მისი ნდობა არ შეიძლება. ყველა ეს თვისება მხოლოდ მითია. ახლობლებმა იცის, რომ მორიელი ცხოვრებაში სულ სხვა ადამიანს წარმოადგენს.

6. მერწყული უგრძნობია

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს სრულად უემოციოდ თვლიან, რომელსაც მიზნის მისაღწევად შეუძლია თავზე გადაგიაროს. ეს მცდარი წარმოდგენაა. უბრალოდ გარშემომყოფები ვერ ამჩნევენ, რომ მერწყულის ქცევა უბრალოდ თავდაცვაა, რადგან ძალიან მგრძნობიარეა.