ჯანმრთელობა
6 მიზეზი მოხარშულ სიმინდზე უარის სათქმელად!
მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მარცვლეული, ხორბლისა და ბრინჯის შემდეგ – სიმინდია. გემრიელი და იოლად დამნაყრებელი. ის ყოველთვის კვების მნიშვნელოვან პროდუქტად ითვლებოდა. რა შეიცვალა ბოლო ათი წლის განმავლობაში?
ყოველდღე, ისე, რომ ამაზე არც კი ვეჭვობთ – სიმინდისგან დამზადებული პროდუქტების ძალიან დიდ რაოდენობას მივირთმევთ. ამ მარცვლეულის რეპუტაცია დღითი დღე უარესდება.
სიმინდის მთავარი მავნებლობა მასში ცხიმოვანი მჟავების – ომეგა 3-სა და ომეგა 6-ის ცუდი შეფარდებაა. ომეგა სამის მჟავები ასტიმულირებენ ანთების საწინააღმდეგო ჰორმონებს. ომეგა 6-ის მჟავები კი ანთებით პროცესებზე პასუხისმგებელ ჰორმონებს გამოიმუშავებენ.
როგორც კი ომეგა 6 – ომეგა სამის რაოდენობას გადააჭარბებს, ადამიანის ორგანიზმს ანთებითი პროცესების გაკონტროლება უჭირს. ანთება მწვავდება და ადამიანის ორგანიზმი დაავადების სტადიაზე გადადის.
ჩვენს საკვებში სიმინდის წილი ძალიან დიდია. ის შედის სოუსების, სუნელების, ტკბილეულისა და მზა საჭმელების შემადგენლობაში. სიმინდის სიროფი დამატკბობლად გამოიყენება და ბევრ ფრუქტოზას შეიცავს, მისი ზედმეტი მიღება კი გასუქებას იწვევს.
მოხარშული სიმინდის მავნე თვისებები:
გამოუსადეგარია
სიმინდი – ბოსტნეული არ არის!!! შეიცავს სახამებელსა და შაქარს, არის ვიტამინებითა და მინერალებით ღარიბი, თუმცა ის ხალხს ადრეული დროიდან მოყავს. ყველაზე პირველად მისი გენმოდიფიცირება და მოხდა და ალბათ არც ღირს მისი ჯანმრთელი გზით მიღებაზე ოცნება.
ავტოიმუნური დაავადებები
სიმინდის მარცვლები აღიზიანებენ ნაწლავის ლორწოვან სისტემას, თუნდაც დაფქულ მდგომარეობაში. რატომღაც ადამიანის ორგანიზმი სიმინდის ცილას – გლუტენად აღიქვამს. ეს კი იმუნური სისტემის მუშაობაში დაღვევებს იწვევს. სიმინდის მაღალი გლიკემიური ინდექსი კარგად ხსნის ამ მარცვლეულის ინსულინურ რეაქციასა და სხვადასხვა ანთებების გამოწვევას.
ძნელად გადამუშავებადი
ცელულოზრი ბოჭკო, რომელიც სიმინდის შემადგენლობაშია – ადამიანის ორგანიზმიდან ტრანზიტით გადის, რადგან ჩვენ ამ ცელულოზის გადამუშავებისთვის საჭირო ფერმენტი არ გვაქვს. სიმინდი ადამიანისთვის ცარიელი პროდუქტია. სიმინდში შემავალი პროკლამინის ცილაც სრულად არ გადამუშავდება.
აუთვისებელი ლექტინები
სიმინდში არსებულ ლექტინის ცილებს – ადამიანის ორგანიზმი ვერ ამუშავებს. ისინი კუჭ-ნაწლავის სისტემას გადამუშავების გარეშე გაივლიან, ეს კი ნაწლავების კედლებს აღიზიანებს და აზიანებს.
შეიცავს პესტიციდებს
სიმინდი უპრეტენზიო და “დაუცველი” კულტურაა. ის ხშირად ზიანდება მავნებლებისგან და ცუდი ამინდისგან. ამიტომ მას სხვადასხვა შხამ-ქიმიკატებით ამუშავებენ, რათა აამაღლონ მისი გამძლეობა. ტოქსინები რომლებსაც ის შხამ-ქიმიკატები შეიცავენ რომლითაც სიმინდს ამუშავებენ – ადამიანის ორგანიზმში რჩება და სხვადასხვა ორგანოებს აზიანებს.
გენეტიკური მოდიფიკაცია
არსებული სიმინდის 85% გენმოდიფიცირებულია. მოდიფიცირებული სიმინდის ხანგრძლივი მოხმარებით ადამიანის ორგანიზმზე რა გავლენა იქმნება ჯერ არ ვიცით, მაგრამ, ვირთხებზე ჩატარებულმა ცდებმა საშინელი შედეგები აჩვენა! შიდა ორგანოების დაზიანება, ონკოლოგიური დაავადებების განვითარება, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია!
ჩვენი რჩევა სიმინდთან დაკავშირებით:
ჭამოთ თუ არა სიმინდი, ეს თქვენი გადასაწყვეტია! იმისთვის, რომ სიმინდი მთლიადან გამოირიცხოს თქვენი რაციონიდან – კვების რეჟიმის გადახედვა მოგიწევთ. აღარ უნდა მიირთვათ მაღაზიის ტკბილეული, სწრაფი კვების ობიექტების საკვები, იაფფასიანი ძეხვეული, სოუსები და სანელებლები. თმცა სწორი არჩევანი გააკეთეთ თუ არა, ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს!