Connect with us

ჯანმრთელობა

50 წლის ვარ და დღემდე ფეხზე დგომა მიჭირდა. ახლა ახალგაზრდასავით “დავფრინავ”

50 წლის ვარ და მინდა მარტივი და ეფექტური მეთოდი გავუზიარო მათ, ვისაც ფეხის ტკივილი აწუხებს.

10 წლის წინ ფეხის აუტანელი ტკივილი დამეწყო, რომელიც თითის წვერებიდან კოჭებამდე ვრცელდებოდა, თან ტერფების წვა და ქუსლის ქავილი ახლდა. დახმარებისთვის საავადმყოფოს მივმართე, მაგრამ ექიმების რეკომენდაციით ჩატარებულმა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო.

აუტანელი ტკივილის გამო ფეხზე დადგომა, ღამით კი დაძინება მიჭირდა. ცოტა ხნით მაინც რომ დამეძინა „დიმედროლს“ ვიკეთებდი. მეგობარმა ფეხებზე ცივი წყლის რეგულარულად გადავლება მირჩია. ამის შემდეგ ტკივილი 5-10 წუთით ქრებოდა, შემდეგ კი იგივე ძალით მეწყებოდა.

იმ პერიოდში მარტოხელა პენსიონერების და შშმ პირთა სოციალური დახმარების სფეროში ვმუშაობდი და ერთ ბაბუაზე მზრუნველობა მქონდა დავალებული. ჩემი პრობლემის მოსმენის შემდეგ, მან ღამით ჩვეულებრივ რძის შრატში ფეხების დასველება მირჩია.

მისი რჩევის გათვალისწინებით, რძის შრატი მოსათმენ ტემპერატურამდე გავაცხელე და მასში ფეხები ჩავყავი. ფეხის აბაზანა შრატის გაგრილებამდე მივიღე. შემდეგ წინდები ჩავიცვი და ლოგინში დავწექი, არ დამიჯერებთ, მაგრამ რამდენიმე თვიანი ტანჯვის შემდეგ უპრობლემოდ დავიძინე და მთელი ღამე მკვდარივით მეძინა.

პროცედურა ზედიზედ 3 კვირა გავიმეორე და დავივიწყე კოშმარი, რომელიც მაწუხებდა. ახლა ცეკვაც კი შემიძლია.

ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ ვარიკოზული ვენები მაქვს და ფეხების დათბუნება არ შეიძლება, მაგრამ ამ მეთოდმა ზიანი არ მომაყენა, პირიქით ტკივილის მოშორებაში დამეხმარა.

თუ მსგავსი პრობლემები გაწუხებთ, შრატის გამოყენებას გირჩევთ. ეს რძის პროდუქტი ჩემ კატასაც კი დაეხმარა, როცა მას თათი გაუსივდა. უკვე ერთი პროცედურის შემდეგ კვლავ ძველებურად დარბოდა.

შრატი აბსცესებსაც გაუმკლავდება. ერთხელ ვარდის ეკლით ხელი გავიჭერი და მალე გამისივდა, გამიწითლდა და დამიჩირქდა. ერთი კვირა ტკივილს ვითმენდი, შემდეგ კი შრატის არსებობა გამახსენდა. შრატის ხელის აბაზანა 2-ჯერ გავიკეთე და თითი ნორმას დაუბრუნდა.

რძის შრატი (5 საათიანი სიქორფით) – უნიკალური ტუტე პროდუქტი მთელ მსოფლიოში

შრატს რძის სასარგებლო ყველა თვისება აქვს, მაგრამ არაფერი ალერგიული (კაზეინი, ლაქტოზა და ა.შ.) არ გააჩნია. პროდუქტი 100 %-ით დიეტურია. ქალებისთვის ნებისმიერ ასაკში ძალიან პოპულარულია.

რძის შრატი შეგიძლიათ სახლში ხაჭოს მომზადების დროს მიიღოთ, რომელიც ასევე ტუტე საკვებს წარმოადგენს.

ერთ-ერთი მარტივი რეცეპტი ხაჭოს მოსამზადებლად: 1-2 ლ რძე წყლის ორთქლზე, დაბალ ცეცხლზე გააცხელეთ, წინასწარ ფართო ქვაბში გადაასხით. შეგიძლიათ ასევე საჭირო ზომის მინის ქილაში დატოვოთ, წყლიანი ქვაბის ძირში კი ნაჭერი დააფინეთ.

გააცხელეთ მანამ, სანამ შრატი (ყვითელი სითხე) და საჭირო კონსისტენციის ხაჭო ერთმანეთს არ დაცილდება. პროცესს დაახლოებით 1-2 საათი დასჭირდება. ხაჭო და შრატი დააცალკევეთ. ხაჭო შეგიძლიათ შეჭამოთ.

შეგახსენებთ, რომ შრატს დაცალკევებიდან 5 საათი ტუტე რეაქცია აქვს.

შრატი შაქრის დამატების გარეშე უნდა დალიოთ. შეგიძლიათ პურის, ბლინების, ალადიკების და სხვა პურ-ცომეულის მოსამზადებლად გამოიყენოთ.