Connect with us

ჯანმრთელობა

5 ჯადოსნური სასმელი დეტოქსისთვის: გამოიტანეთ ორგანიზმიდან ყველაფერი ზედმეტი

ბევრს აინტერსებს ორგანიზმიდან არასაჭირო ნივთიერებებისა და ტოქსინების გამოდევნის საკითხი. ამის გაკეთება ძალიან იოლია სპეციალური სასმელების მეშვეობით, მათი მომზადება იოლია და ჩვეულებრივი პროდუქტებისგან მზადდება. ასეთი შინაურული კოქტეილები დიდ სარგებელს მოგიტანენ. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დეტოქს სასმელი და დატკბით საკუთარი ჯანმრთელობით.

ტოქსინების გამოსადევნი კოქტეილები

1. ვაშლი და დარიჩინი
დაჭერით ვაშლი თხელ ფენებად და დაასხით 400-500 მილიგრამი მდუღარე წყალი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი. როდესაც სასმელი გაგრილდება შეგიძლიათ დალიოთ. ვაშლისა და დაფქული დარიჩინის ტანდემი მეტაბოლიზმის ნორმალიზებაში და საკვების მომნელებელი ტრაქტის გასუფთავებაში დაგეხმარებათ.

2. ლიმონის წვენი და თაფლი
ორ სუფრის კოვზ ლიმონის წვენს დაუმატეთ 200 მილიგრამი თბილი წყალი (არავიტარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ცხელი ან მდუღარე წყალი), შემდეგ დაუმატეთ ჩაის კოვზი თაფლი და 1/3 ჩაის კოვზი დაფქული კოჭა. ამ სასმელის მეშვეობით საკვების მომნელებელ სისტემას გაისუფთავებთ, გაიმაგრებთ სისხლძარღვების კედლებს და მხნეობაც მოგემატებათ.

3. ვიტამინების წვენი
გამოწურეთ წვენი 1 ცალი ჭარხლისგან, 2 ვაშლისგან და 4 ღერო ოხრახუშისგან, მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ორჯერ დღეში, საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე.

4. კოქტეილი “ჯანმრთელობა”
გამოწურეთ წვენი 1 ფორთოხლის, 1 ლიმონისა და 1 სტაფილოსგან, აურიეთ 100 მილიგრამი მინერალური წყალი. კოქტეილი დალიეთ უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს სასმელი არაჩვეულებრივი საშუალებაა დაღლილობის წინააღმდეგ, რადგან მასში დიდი რაოდენობის ანტიოქსიდანტები შედის.

5. მწვანე კოქტეილი
დააბლენდერეთ 1 კიტრი და 1 ოხრახუშის ჩხირი, დაუმატეთ 300 მილიგრამი წყალი. დალიეთ დღის განმავლობაში. ეს არაჩვეულებრივი სასმელია, რომელიც განტვირთვის დღეებისთვის გამოგადგებათ.

ამ სასმელების მეშვეობით შეძლებთ არა მარტო წყლის ბალანსი აღიდგინოთ არამედ ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობაც გააუმჯობესოთ და მხნეობა შეჰმატოთ მას.