Connect with us

ჯანმრთელობა

5 ჩაი გასახდომად და მოხდენილი ფორმების მისაღებად

დღეს არსებობს უამრავი დეტოქს ჩაი, რომელთა მწარმოებლები აცხადებენ, რომ მათი პროდუქტი ზედმეტ კილოგრამებს გარანტირებულად აქრობენ. სარეკლამო სლოგანები მიმზიდველია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ამ საკითხში ნატურალური სასმელი ყველაზე ეფექტურია. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რომელი ჩაი მოგაშორებთ ზედმეტ კილოგრამებს ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე.

დიეტოლოგები ამბობენ, რომ დეტოქს ჩაის შეძენა საჭირო არაა. ფინჯანი შავი ჩაი ან კარკადე ცხიმის დეპოზიტებს შესანიშნავად უმკლავდება.

5 ჩაი გასახდომად

კარკადე

აღმოსავლური ჩაი საჭმლის მომნელებელი სისტემის და ნაწლავების მუშაობას აწესრიგებს. მისი გამწმენდი თვისება ზედმეტ კილოგრამებს სწრაფად მოგაშორებთ. კარკადე რეგულარულად დალიეთ, თუ გახდომა გსურთ.

თეთრი ჩაი

ნაკლებად პოპულარული ჩაია, თუმცა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. დელიკატური დამუშავების შედეგად თეთრ ჩაიში ბევრი ანტიოქსიდანტი და პოლიფენოლი რჩება. მათ ხარჯზე ცხიმები სწრაფად იშლება და საჭმლის მონელება ჩქარდება.

მატჩა

ჩინური ჩაი, რომელსაც სწორი კვების მომხრეები ხშირად სვამენ. მას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. მატჩა ნივთიერებათა ცვლას და ცხიმის წვას აჩქარებს. კვლევის შედეგების თანახმად, მატჩა დაგეხმარებათ ზედმეტი ჭამისა და ტკბილეულისკენ ლტოლვა შეამციროთ. ეს კი ნერვული დაძაბულობის ფონზე ბევრს აწუხებს.

პუერი

ასეთი ჩაი ორგანიზმს ენერგიით ავსებს. ეხმარება მათ, ვისაც ფიზიკური ვარჯიშით სხეულის ფორმების გაუმჯობესება სურს. პუერი დაგანაყრებთ. ასე მადის გაკონტროლებას შეძლებთ და ნაკლებს შეჭამთ.

შავი ჩაი

ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომი ჩაის სახეობა. შავი ჩაიც გასახდომად სასარგებლოა. ერთი ფინჯანი შავი ჩაი მადის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ. ჭამამდე 40 წუთით ადრე შავი ჩაი დალიეთ და უფრო ნაკლებს შეჭამთ.

ნატურალური ჩაის დახმარებით ზედმეტ კილოგრამებს მარტივად მოიშორებთ. საჭირო არაა დიეტების დაცვა, რომელსაც მოაქვს უფრო მეტი ზიანი, ვიდრე სარგებელი.

Advertisement
Advertisement