Connect with us

ჯანმრთელობა

5 ყველაზე სასარგებლო სამკურნალო ბალახი ქალის ჰორმონებს არეგულირებს

ჩვენ ბავშვობიდან ვიცნობთ სამკურნალო ბალახებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. უმეტესობა მათგანს სურდოს და გრიპის სეზონზე ვიხსენებთ. დღეს Alltime.ge-ს რედაქცია ეცდება ამ სფეროში თქვენი ცოდნა გააფართოვოს და გიამბობთ სამკურნალო ბალახებზე ქალის ჰორმონალური ბალანსის შესანარჩუნებლად, რაც ქალის ჯანმრთელობისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში მნიშვნელოვანია.

როგორ შევაკავოთ ქალის ჰორმონები

ბევრ ქალს წინამენსტრუაციული სინდრომი ან მენოპაუზის პერიოდი დიდ ტანჯვას აყენებს, სხვები უნაყოფობით იტანჯებიან. ჰორმონალური დარღვევები ხშირად ენდოკრინული სისტემის დისფუნქციით არის გამოწვეული. გთავაზობთ რამდენიმე ბალახს, რომელთა მიღებით ჰორმონების გაკონტროლებას შეძლებთ.

როცა საქმე ჰორმონებს ეხება, რატომ არ უნდა სცადოთ თავიდან ნატურალური საშუალებები? საკმაოდ ბევრი სამკურნალო ბალახი არსებობს, რომელთაც ჰორმონების დარეგულირება შეუძლიათ. მათ შორის რამდენიმე გამორჩეულია.

1. მაკა

უკვე რამდენიმე საუკუნეა მაკა უნაყოფობის, ჰორმონალური დისბალანსის, ამტანობის და ლიბიდოს გასაზრდელად გამოიყენება. ის ჰორმონების წარმოებაზე გავლენას არ ახდენს, არამედ მთელი ორგანიზმის მუშაობას არეგულირებს.

თუ ბევრი ან ნაკლები ჰორმონი იწარმოება, მაკას დახმარებით მის წარმოებას დააბალანსებთ. მაკა შინაგანი სეკრეციის ორგანოების მუშაობას არეგულირებს და მათ აკონტროლებს.

მაკა ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის მუშაობას მხარს უჭერს, რომლებიც შინაგანი სეკრეციის მთავარი ჯირკვლები არიან. ისინი ჰორმონების მწარმოებელი სხვა ჯირკვლების მუშაობაზე არიან პასუხისმგებელნი.

მაკა არა მხოლოდ ქალის მცენარეა. ის მამაკაცზეც დადებით გავლენას ახდენს და აქტიურ ინტიმურ ცხოვრებაში ეხმარება. ერთგვარი ვიაგრაა. უნაყოფობის 40-50% მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება, მაკის მიღება სპერმის ხარისხის გაუმჯობესებას ხელს უწყობს.

2. ბაყაყურა

ბაყაყურას ადამიანის ორგანიზმზე მრავალმხრივი სამკურნალო ეფექტი აქვს. ეს ერთ–ერთი საუკეთესო სამკურნალო მცენარეა ღვიძლის გასაწმენდად, ხოლო ჯანმრთელი ღვიძლი – ჰორმონების ბალანსია. ხშირად ქალებში ესტროგენი ჭარბად იწარმოება, ხოლო პროგესტერონი დეფიციტშია. ბევრმა არ იცის, რომ ჭარბი ესტროგენის მოშორება სწორად ღვიძლიდან ხდება.

გადატვირთულ ღვიძლს ჭარბი ესტროგენის მოშორება არ შეუძლია, ამიტომ უკან ბრუნდება. ღვიძლი ერთგვარი გადამამუშავებელი ქარხანაა ცვლის პროდუქტების და ტოქსინების მოსაშორებლად, რომელთა უმეტესობა ჰორმონების მოქმედებას აფერხებს, მათ დისბალანსს ამწვავებს.

3. წითელი ჟოლოს ფოთლები

ჟოლოს ფოთლების ჩაის უჩვეულოდ სასიამოვნო გემო აქვს. გარდა ამისა, მასში უნიკალური ბიოქიმიური შემადგენლობა შედის. ის ბევრი C ვიტამინით, სხვა ვიტამინებით, მინერალებით, ფიტონციდებით და ფლავონოიდებით სავსეა.

ჟოლოს ფოთლები საშვილოსნოს მშობიარობისთვის მომზადების უნარით ცნობილია. თუმცა ჟოლოს ფოთლების ჩაი ორსულობის 35 კვირამდე უფრო ადრე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დალიოთ, რომ ნაადრევი ჭინთვები არ გამოიწვიოთ.

ჟოლოს ფოთლების ნახარში ნაყოფიერებას ზრდის, მათ შორის მამაკაცებში, საშვილოსნოს სისხლდენას აფერხებს, მტკივნეული და უხვი მენსტრუაციის დროს გვეხმარება. წითელი ჟოლოს ფოთლების ჩაი ორსულობის დროს გულისრევის შეტევას აქრობს, ლაქტაციას ზრდის.

4. ვიტექსი (აბრაამის ხე, ხეპილპილა)

ამ მცენარეს სამკურნალო მიზნით გამოყენების დიდი ისტორია აქვს, განსაკუთრებით ჰორმონების რეგულაციაში. ვიტექსი მენსტრუაციულ ციკლს არეგულირებს. მას მწირი მენსტრუაციის ან არ არსებობის დროს, ენდომეტრიოზის, ქალის უნაყოფობის დროს იყენებენ.

მცენარე მენოპაუზის სიმპტომებს და წინამენსტრუაციულ მდგომარეობას ამსუბუქებს, ასევე პირველ ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტას ხელს უშლის. მამაკაცები, რომლებიც ბოდიბილდინგით არიან დაკავებულნი, ვიტექსს ტესტოსტერონის დასარეგულირებლად იღებენ.

5. შვრიის ჩალა

შვრიის ჩალა უჩვეულო საშუალებაა, როცა საქმე ჰორმონალური დონის რეგულაციას ეხება. აღმოჩნდა, რომ ეს ძალიან სასარგებლო ბუნებრივი პროდუქტია. მას ბევრი სამკურნალო თვისება აქვს, რომელიც ნერვული სისტემის გაძლიერებას, განწყობის და საჭმლის მონელების გაუმჯობესებას, ჰორმონების დარეგულირებას, ძვლების გაძლიერებას ხელს უწყობს. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ შვრიის ჩალა ბიოშეღწევად კალციუმს, მაგნიუმს და სილიციუმს ჭარბი რაოდენობით შეიცავს.

შვრიის ჩალა – ესაა ჯანმრთელი თმა, კანი, ფრჩხილები. მას შარდმდენი ეფექტი აქვს, ქოლესტერინის დონეს ამცირებს, გულ–სისხლძარღვთა სისტემას აჯანსაღებს. ეს საშუალება თავისი სამკურნალო თვისებებით შეუფასებელია, როგორც ცალკე ასევე სხვა ბალახებთან ნარევში. შვრიის ჩალისგან ნახარშს ხარშავენ, ნაყენს ან აბაზანას ამზადებენ.

სამკურნალო ბალახები, თუნდაც ყველაზე სასარგებლო, შეიძლება საზიანო იყოს, განსაკუთრებით თვითდანიშნული. თან ყველას ერთნაირად არ უხდება. სწორედ ამიტომ, ექიმთან კონსულტანცია აუცილებელია. გახსოვდეთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა ფასდაუდებელია!