ჰოროსკოპი
5 ყველაზე მზაკვრული ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ჩვენ მუდმივად გახსენებთ, რომ თითოეულ ადამიანს უნიკალური ხასიათი აქვს, თუმცა ასტროლოგიაში ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების საერთო თვისებებს ვეყრდნობით. დღეს Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქალები არ გაგიშვებენ მშვიდობით, თუ რაიმე მოხდა.
მორიელი
ცბიერი ქალების რეიტინგში ქალი მორიელი ბოლო ადგილს იკავებს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ მზაკვრობა მისი მეორე ბუნებაა. ამას არც მალავს. გარშემომყოფებმაც იციან, თუ რას უნდა ელოდონ მორიელისგან კრიტიკულ სიტუაციაში. და საერთოდ, ქალი მორიელი საკუთარი თავით იმდენად გატაცებულია, რომ სხვებისთვის დრო ხშირად არ რჩება. რა თქმა უნდა, იმ მომენტამდე, სანამ ვინმე არ აწყენინებს. აი, როცა მორიელი ბრძოლის ველზე გამოვა, ვერავინ გადარჩება.
მშვილდოსანი
მშვილდოსნის ცბიერობა საკმაოდ მხიარულად ხორციელდება. პირველ რიგში, როგორც კი გადაწყვეტს ვისზე იძიოს შური, ამის შესახებ გარშემო ყველას მოუყვება. ყველა ამ საშინელი და მზაკვრული გეგმის განხილვა საინტერესოა! გარშემომყოფებს თავისი იდეებით და საუბრებით „იტაცებს“ და მაშინ როცა ყველა „გაფითრებულია“, ქალი მშვილდოსანი ამ სისულელის მიმართ ინტერესს კარგავს და სხვა რამეზე ერთვება. მაგრამ ისინი, ვისთანაც ეს განიხილა, ამას ვერ ხვდებიან, და აგრძელებენ ბრძოლას ნაზი და განაწყენებული მშვილდოსნისთვის.
კირჩხიბი
კირჩხიბისგან მზაკვრობას არავინ ელოდება. ყველამ იცის, თუ რამდენად ნაზი, მგრძნობიარე და ერთგულია. ნამდვილად, ქალ კირჩხიბს თავისი ახლობლები ძალიან უყვარს და მზადაა მათთვის ყველაფერი გააკეთოს, სხვები კი დიდად არ აინტერესებს. კირჩხიბის მზაკვრობა იმალება სწორედ იმაში, რომ კეთილი ზრახვებით ახლობლებზე მანიპულირებს და მათ ამაზე წარმოდგენაც არ აქვთ. როგორ შეიძლება ამ წმინდა ქალის მანიპულაციაში ეჭვი შეგვეპაროს?
ქალწული
მანიპულატორებს შორის მსოფლიო ჩემპიონატში ქალწული სხვების ფიქრებსა და გრძნობებზე განწყობილ კირჩხიბსაც ცხვირს მოწმენდს. თუ კირჩხიბი ახლობლებით საუკეთესო განზრახვით მანიპულირებს, ქალწული საკუთარი სცენარით ხალხის მართვაზე გიჟდება, უბრალოდ ისე, გართობისთვის. თავს კომფორტულად ვერ გრძნობთ და რაღაცაზე ეჭვობთ? ქალწული ასეთ მოთამაშეს უბრალოდ მოედნიდან იცილებს და ვინმე უფრო შესაფერისით ცვლის.
თევზები
თევზებმა საკუთარ ტყავზე გამოცადა, თუ როგორ მოქსოვოს ეშმაკური ქსელი, რომელშიც მისთვის საჭირო ხალხი შეუმჩნევლად გაებმება და აქ სამუდამოდ დარჩება. ქალი თევზი საყვარელი და თავაზიანია მათთან, ვინც მოსწონს და მათთან, ვის განადურებასაც აპირებს. ბოლო წუთამდე თევზის მტერი მის ჭეშმარიტ გრძნობებს ვერ ამოიცნობს.