Connect with us

ჯანმრთელობა

5 სერიოზული მიზეზი იმისათვის, რომ დილის ყავას რძე არ დაუმატოთ

ყავის ინდუსტრია, ბოლო წლებში, ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი გახდა. პატარა ქალაქებშიც კი იპოვით ორ კაფეს მაინც, რომელშიც ყოვლისშემძლე სასმელების მრავალფეროვნებაა. ყველაზე ხშირად, მომხმარებლები უპირატესობას კაპუჩინოსა და ლატეს ანიჭებენ, რამდენადაც მათ ნაკლებად საზიანოდ და უფრო გემრიელად მიიჩნევენ.

პოლონელი დიეტოლოგი და ფიტნეს-ტრენერი ევა ხოდაკოვსკაია რადიკალურად უარყოფს ამ აზრს – იგი ეწინააღმდეგება ნებისმიერ დანამატს. შეიძლება თუ არა ყავის დაევა რძით და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ პროდუქტის მოხმარებას – დღეს ჩვენს სტატიაში სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ.

რძიანი ყავის მავნე თვისებები

სუფთა სახით, ყავა შეიცავს დიდი რაოდნეობით კოფეინს, რომელიც აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და გამოიყენება ცელულიტთან საბრძოლველადაც. თუ მას ძალიან დიდი რაოდენობით მიიღებთ, მიიღებთ გაუწყლოების ეფექტს – იგი გააუარესებს თქვენი თეძოების მდგომარეობას და ცელულიტს უფრო თვალსაჩინოს გახდის.

ევა ხოდაკოვსკაია ამტკიცებს, რომ თუ ამ რაოდენობის ყავას რძესაც უმატებენ, ლამაზ, წამოწეულ თეძოებზე სამუდამოდ უნდა დაივიწყონ. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ნაჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც სწრაფად იქცევა კანქვეშა ცხიმად, შემდეგ კი – ცელულიტად. გარდა ამისა, რძე იწვევს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას.

რძეზე უარის თქმიდან 2 კვირის თავზე, ფიტნეს-ტრენერმა გასაოცარი შედეგები იხილა: სახის კანის მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდა, სხეული უფრო სკულპტურული გახდა, ხოლო წონა 1.5 კგ-თი შემცირდა. ეს ყველაფერი კვებისა და ფიზიკური აქტივობის კორექტირების გარეშე.

ჩვეულებრივი რძის ნაცვლად, ევა გვირჩევს მცენარეული პროდუქტის გამოყენებას: შვრიის, სოიოს, ნუშის ან ქოქოსის რძე ჩაანაცვლებს ცხოველურს. ამასთან, არც ის უნდა დაგავიწყდეთ, რომ შაქრის დამატება არ შეიძლება, ხოლო სანელებლები პირიქით, აუცილებელიც კია. უპირატესობა მიანიჭეთ დარიჩინს – იგი შესანიშნავად ასტიმულირებს მეტაბოლიზმს. კარგი იქნება, თუ ფინჯანი ყავის შემდეგ დალევთ 1 ჭიქა ჩვეულებრივ, სუფთა წყალს.

უკეთესი იქნება, თუ სუფთა შავ ყავას მიირთმევთ – იგი შეუცვლელია დაბალი წნევის მატარებელთათვის. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ ზრდასრული ადამიანისთვის ყავის დღიური ნორმა 1 ფინჯანია. მისი რეგულარული მოხმარებით, ორგანიზმი მხოლოდ სარგებელს მიიღებს.

ესპანელი მეცნიერების კვლევებით დადგინდა, რომ რძიანი ყავა, დიდი რაოდენობით, იწვევს კუჭის კიბოს. საქმე ისაა, რომ სასმელი ძალიან ცხელი გამოდის და ძლიერად წვავს კუჭის კედლებს. ამასთან, თვითონ ყავისა და რძის კომბინაცია რთულად ნელდება, განსაკუთრებით, თუ ლაქტოზის მოუნელებლობა გაქვთ.

კატეგორიულად არ შეიძლება რძიანი ყავის მიღება ფეხმძიმეებისთვისა (განსაკუთრებით, პირველ ტრიმესტრში) და მეძუძური დედებისთვის, 10 წლამდე ბავშვებისთვის, გულის დაავადებებისა და ჰიპერტონიის მქონეთათვის, აგრეთვე, კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობით, სიმსუქნითა და ყაბზობით შეწუხებული ადამიანებისთვის.

ნებისმიერ სასმელზე უარის სრულად თქმა ან მოხმარების რაოდენობის შემცირება თქვენი გადასაწყვეტია. მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველი აუტანლობა ინდივიდუალურია და ვიწრო სპეციალისტთან კონსულტაციას მოითხოვს.