ყვავილები
5 საუკეთესო ნატურალური სასუქი ოთახის მცენარეებისთვის – ისე გაიზრდება, როგორც არასდროს
ალბათ ბევრი ადამიანი დამეთანხმება, რომ ყვავილები ბუნების ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური შემოქმედებაა.
ძველად ყვავილები მხოლოდ ქუჩაში იზრდებოდა, მაგრამ თანდათანობით ადამიანებმა მისი სახლში გაზრდა დაიწყეს, რომ ამ სილამაზით მთელი წელი დამტკბარიყვნენ.
მაშინა კი, როცა გარეთ თოვლი, ყინვა და ქარია, ფანჯრის რაფაზე სიცოცხლით აღსავსე ყვავილები ზაფხულს გვახსენებს.
ძლიერი, ჯანმრთელი და აყვავებული ყვავილებისა და ოთახის სხვა მცენარეების მიღება სასუქების გამოყენების გარეშე შეუძლებელია.
კარგი იქნება, თუ ნატურალურ სასუქს გამოიყენებთ. დღეს გიამბობთ, თუ როგორ შეარჩიოთ საუკეთესო სასუქი მცენარისთვის და როდის ღირს მისი გამოყენება.
როდის სჭირდება მცენარეს სასუქი?
ოთახის მცენარეებს სასუქი ბევრად უფრო ხშირად სჭირდება, ვიდრე ფიქრობთ. ეს იმით აიხსნება, რომ ოთახის მცენარეს საკვები ფართობი შეზღუდული აქვს. ყველაზე დიდი ქოთანიც კი ყვავილებს იმდენი მკვებავი ნივთიერებებით ვერ უზრუნველყოფს, რამდენსაც ღია ნიადაგში მიიღებდა.
ამ სიტუაციას გაუმკლავდებით, თუ დრო და დრო მცენარეს ახალ ნიადაგში გადარგავთ. მაგრამ ახალ ნიადაგში გადარგვიდან 2 თვის შემდეგ მცენარეს მკვებავი ნივთიერებების დეფიციტის ნიშნები კვლავ აქვს.
ამრიგად, ოთახის მცენარის ნიშნებით სასუქის მიწოდების დრო შეგიძლიათ განსაზღვროთ. ასე სასუქს საუკეთესო შედეგი ექნება.
აუცილებელი სიგნალები სასუქის მისაწოდებლად:
- ზრდის ტემპის შემცირება;
- ფოთლების ფერი მკრთალი გახდა, ხოლო თავად ფოთოლი ზომაში შემცირდა. ფოთლებმა ცვენა დაიწყო;
- ყვავილობას წყვეტს, ყვავილი გაუხსნელად ცვივა;
- ყვითელი ფოთლების, ფოთლების ლაქების და სხვა უსიამოვნო მომენტების გაჩენა.
რომელი ნატურალური სასუქი შეიძლება გამოვიყენოთ?
ოთახის ყვავილებისთვის სჯობს ნატურალური სასუქი გამოიყენოთ და ხალხური საშუალებებით უმკურნალოთ. ნახეთ, რომელი პროდუქტების გამოყენება შეიძლება სასუქის სახით.
1. ლერწმის ან ჭარხლის შაქარი
ოთახის მცენარეების გამოსაკვებად ყველაზე გავრცელებული ნატურალური სასუქი ჩვეულებრივი შაქარი, ასევე ლერწმის ან ჭარხლის შაქარია.
შაქრის წარმოების დროს გამოყოფილი გლუკოზა მცენარეების შიგნით მიმდინარე უამრავი პროცესისთვის ენერგეტიკულ წყაროს წარმოადგენს. გლუკოზის კიდევ ერთი ფუნქცია: მშენებელი. გლუკოზა თავის ფუნქციას შესანიშნავად გაუმკლავდება თუ ერთი პირობა დაცული იქნება: ნახშირორჟანგი.
შაქრით გამოკვებას კარგი შედეგი რომ ჰქონდეს, შემდეგი რეცეპტი გამოიყენეთ: 1 ს/კ შაქარი 0,5 ლ წყალში გახსენით და მცენარე ამ ხსნარით მორწყეთ. ასეთი ხსნარი მაქსიმუმ თვეში ერთხელ გამოიყენეთ.
2. ყავის სასუქი
ოთახის მცენარისთვის კიდევ ერთი შესანიშნავი საკვები დანამატი ყავაა.
ამ სასუქის დადებით მხარეს მისი მომზადების სიმარტივე წარმოადგენს: მხოლოდ ყავის დალევა მოგიწევთ. თუმცა ყურადღება მიაქციეთ, რომ ყავის სასუქი და მის გაზრდილი მჟავე ნიადაგი ოთახის ყველა მცენარეს არ მოსწონს.
ყავის ნაცვლად შეგიძლიათ ჩაი გამოიყენოთ. დალევის შემდეგ, ჩაი სასუქის სახით გამოიყენეთ.
3. ციტრუსის სასუქი
ბევრი ტროპიკული მცენარის, მათ შორის მანდარინის, ფორთოხლის და ბანანის ქერქი შეგიძლიათ ოთახის მცენარის საკვებ დანამატად გამოიყენოთ.
გამოყენების წინ ქერქი უნდა მოამზადოთ. ამისთვის ციტრუსის ქერქი დააქუცმაცეთ, 1 ლიტრიანი ქილაში 1/3 მოცულობა ციტრუსის ქერქით აავსეთ და ზემოდან მდუღარე წყალი დაასხით.
მიღებული ნარევი 1 დღით დააყენეთ. შემდეგ ცედრა ამოიღეთ, ქილა წყლით ბოლომდე აავსეთ, რომ 1 ლიტრა სითხე მიიღოთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ ყვავილები მორწყათ.
4. ბუნებრივი ნაცარი
ერთი შეხედვით, ნაცარი მცენარის დაავადებებს ვერ გაუმკლავდება. თუმცა, პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის მცდარია.
ნაცარში ბევრი ფოსფორი, რკინა, თუთია და კალიუმი შედის, რომლებიც მცენარეს ძალიან სჭირდება. ოთახის მცენარისთვის ნაცარი შემდეგნაირად გამოიყურება: მცენარის გადარგვის დროს ნაცარი მიწას აურიეთ.
შეგიძლიათ თხევადი სახით გამოიყენოთ: 1 ს/კ ნაცარი 1 ლ ოთახის ტემპერატურის წყალში გახსენით. ყვავილები ამ ხსნარით კვირაში ერთხელ მორწყეთ.
5. ხახვის სასუქი
ხახვი, რომლის გარეშეც სამზარეულოში თითქმის არც ერთი კერძი არ მზადდება, შეგიძლიათ მებაღეობაშიც გამოიყენოთ. ხახვის სასუქი ხახვის ფურცლებისგან მზადდება და ყვავილების ზრდაზე დადებით გავლენას ახდენს.
ძალიან კარგ შედეგს სწრაფად მიაღწევთ, თუ შემდეგ რეცეპტს გამოიყენებთ: 50 გრ ხახვის ფურცლებს 2 ლ მდუღარე წყალი დაასხით.
კარგად აურიეთ და კვლავ ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ კიდევ 10 წუთით ადუღეთ. ამის შემდეგ 3 საათით დააყენეთ. ნაყენი გადაწურეთ და მცენარეები მორწყეთ.
რომელ ნატურალურ საშუალებას იყენებთ მცენარეების სასუქისთვის?