მოდა და სტილი
5 საინტერესო ხრიკი თმის მოსავლელად, რომლის შესახებ შეიძლება არ იცოდით
იმის შესახებ, რომ სველი თმის დავარცხნა არ შეიძლება და თერმოდაცვა აუცილებელია, ყველამ იცის! ჩვენ ვიპოვეთ ხრიკები, რომლებიც თქვენი თმის უფრო მეტად დამშვენებაში დაგეხმარებათ. წაიკითხეთ და გამოიყენეთ!
ნიღაბი მთელი დღე
ვაღიაროთ, როგორც არ უნდა ვცადოთ ვარცხნილობის და მშრალი თმის შენარჩუნება აუზში ან ზღვაზე ცურვის დროს, მისია შეუსრულებელია. გთავაზობთ მუხთლობის კანონის განსაზღვრას და სიტუაციას შეცვლას. გასვლამდე სველ თმაზე საყვარელი ნიღაბი წაისვით და თმა კონად შეიკარით. ერთ დღეში თმა სასარგებლო კომპონენტებს კარგად შეიწოვს, ხოლო მზე ბუნებრივი თერმული დამუშავების როლს შეასრულებს. საღამოს ნიღაბი ჩამოიბანეთ და ბზინვარე და ხავერდოვანი თმით ისიამოვნეთ.
ცივი შხაპი
თმა ყოველთვის თბილი წყლით დაიბანეთ, ხოლო ცივი წყლით გადაივლეთ. საქმე იმაშია, რომ დაბანის და თბილი წყლის ზემოქმედების დროს ფორები იხსნება და შამპუნის გამწმენდ ნაწილებს უშვებს, ცივი წყალი კი პროცესს ასრულებს და მათ ხურავს. 1 კვირის განმავლობაში დატესტეთ და გაოცდებით, თუ თქვენი თმა რამდენად გლუვი და დამჯერი გახდება.
აბრეშუმის თავშალი
ამ ტექნიკას აზიელი და აღმოსავლელი ლამაზმანები აღმერთებენ. მათი ბზინვარე თმის შემხედვარე ეჭვი არ არსებობს – ხრიკი მუშაობს. თმა კეფაზე დაიხვიეთ და წვერი შუბლზე დაიდეთ, შემდეგ თავზე ნატურალური აბრეშუმის თავშალი დაიხვიეთ. ასეთ მდგომარეობაში თმა თავშალზე ხახუნს შექმნის, ის კი თავის მხრივ თმას შესანიშნავად გააპრიალებს. უცნაურად ჟღერს, მაგრამ დილით შეამჩნევთ, რომ თმა რბილი და ბზინვარე გახდა, როგორც ლამინირების შემდეგ. რიტუალი თვეში ერთხელ ჩაიტარეთ, რომ გაპრიალება და გაყოფილი ბოლოები სამუდამოდ დაივიწყოთ.
წარმოუდგენელი მოცულობა
თუ ფენით და ბრაშინგით მოცულობის მიღწევას ვერ ახერხებთ, ტაქტიკა შეცვალეთ. სტილისტები მოცულობის ფიქსირებას ჰაერის ცივი ნაკადით გირჩევენ! ამას ლოგიკური ახსნა აქვს. ცხელი ჰაერის ნაკადით თმა საჭირო ფორმას იღებს, მაგრამ როგორც კი სითბოს მიწოდებას შეწყვეტთ, იმ წამსვე დაეცემა. თმამ ფორმა რომ დაიმახსოვროს გაშრობის შემდეგ ცივ რეჟიმზე გადადით და ტალღა დააფიქსირეთ, ბრაშინგი არ მოაშოროთ. ასე მოცულობას მთელი დღე შეინარჩუნებთ.
ადგილის შეცვლა
რას იტყვით, ჯერ კონდიციონერი რომ გამოიყენოთ, შემდეგ შამპუნი? დიახ, ასეც შეიძლება. ეს ხრიკი გამოიყენეთ, თუ გრძნობთ, რომ თმა მშრალი და მტვრევადი გახდა. კონდიციონერი თმას გამწმენდი შამპუნის და მისი აგრესიული კომპონენტებისთვის მოამზადებს. თავის კანი მაინც კარგად დაიბანება, ხოლო თმა ფირით იქნება დაცული. ასე მოცულობას შექმნით და ბოლოებსაც დაატენიანებთ. შამპუნი ძირებს გაწმენდს, კონდიციონერი კი ჩამორეცხვამდე შეწოვას მოასწრებს, რაც ბოლოებს ოდნავ დაატენიანებს, მაგრამ ვარცხნილობას არ დაამძიმებს.