თავის მოვლა
5 პროდუქტი, რომლებიც დილაობით თვალების შეშუპებას იწვევს
თვალის ირგვლივ შეშუპებები – საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ეს პრობლემა ჯანმრთელ ადამიანებსაც კი აწუხებთ, მაგალითად, გამოუძინებლობის შემთხვევაში. თუმცა, რიგ შემთხვევაში, შეშუპება და თვალქვეშა ტომრები შეიძლება ორგანიზმში პათოლოგიის განვითარების ნიშანიც იყოს.
ქუთუთოს შეშუპება მის ქვეშ წყლის დაგროვების შედეგია. შესიება მაშინ ჩნდება, როცა წყლის რაოდენობა უჯრედულ სივრცეში იზრდება.
ქუთუთოს შეშუპების მიზეზები
- ინფექციური პროცესი ცხვირის სინუსებში;
- სხვადასხვაგვარი ალერგია(მაგალითად, მტვერზე ან საკვებ პროდუქტზე);
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევა;
- კონიუქტივიტი;
- კუშინგის დაავადება.
გარდა ამისა, თავლის ირგვლის შეშუპების გამოწვევა ზოგიერთ საკვებ პროდუქტსაც შეუძლია. რა უნდა გამოვრიცხოთ რაციონიდან ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?
5 პროდუქტი, რომლებიც სახის შეშუპებას იწვევს
1. რძის პროდუქტი
2. ჩიფსები
სასუსნავებად, უმჯობესია, გამოიყენოთ სასარგებლო პროდუქტი – ხილი, ბოსტნეული ან თხილი.
3. სოიოს სოუსი
მარილის(ნატრიუმის) მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტი იწვევს მუცლის შებერილობასა ორგანიზმში სითხის შეკავებას.
4. დაკონსერვებული ბოსტნეული
დაკონსერვებული პროდუქტის უმრავლესობა დიდი რაოდენობით მარილს შეიცავს.
5. ნახევარფაბრიკატები
მათ მიეკუთვნება გაყინული პროდუქტი, ბრინჯი, მაკარონი და ფასტფუდიც.
პროდუქტი, რომელიც უნდა ჩართოთ რაციონში:
- ისპანახი
- ზღვის ბოსტნეული
- გოგრა
- ყურძენი
- ჭარხალი
- ოხრახუში
- სატაცური
- ზეითუნის ზეთი
- ბანანი
- მოცხარი
როგორ შევამციროთ დილის შეშუპება
არსებობს რამდენიე გზა, რომლებიც პრობლემის გადაწყვეტაში დაგეხმარებათ:
- გაღვიძების შემდეგ დაიბანეთ სახე ცივი წყლით;
- აუცილებლად მოიშორეთ მაკიაჟი ძილის წინ;
- იზრუნეთ კანის დატენიანებაზე;
- მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე დღის განმავლობაში;
- არ დაიძინოთ მუცელზე.
თქვენ ხშირად გაწუხებთ ეს პრობლემა? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.