Connect with us

კულინარია

5 ნატურალური და უსაფრთხო ენერგეტიკული სასმელი, რომელიც შეგიძლიათ სახლში მოამზადოთ

ექიმები კატეგორიულად არ გირჩევთ ენერგეტიკული სასმელებით გატაცებას. პირველ რიგში, მათში ძალიან ბევრი კოფეინია. მეორეც, ენერგეტიკების უმეტესობა ძალიან ბევრ შაქარს ან მის შემცვლელს შეიცავს (რაც უფრო კიდევ უფრო სახიფათოა). თუ ენერგიის მომატება გჭირდებათ, გირჩევთ სახლში ხილისა და ბოსტნეულსგან მარტივი სასმელები მოამზადოთ.

მწვანილების სმუზი

მწვანილების სმუზი არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა: მასში შედის ბევრი სასარგებლო ნივთიერება, რომლებიც ენერგიის დონეს მხარს უჭერენ და ძალას შეგმატებთ. აი, მარტივი სმუზის რეცეპტი, რომელიც შეგიძლიათ ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე ყოველდღე მოამზადოთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 მუჭა ისპანახი
  • ნახევარი გასუფთავებული ლიმონი
  • 1 ნაჭერი ახალი კოჭა (2,5 სმ)
  • პატარა კონა ქინძი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 ჭიქა წყალი
  • ცოტა ყინული

ინგრედიენტები დააბლენდერეთ, სურვილის შემთხვევაში ყინული დაუმატეთ.

ვაშლი–ბანანის ენერგეტიკული კოქტეილი

ვაშლი „2–1–ში“ ნამდვილი ენერგეტიკული პროდუქტია: ანტიოქსიდანტების წყალობით ძალას ზრდის და ენერგიის დიდხანს შენახვას ხელს უწყობს, ხოლო ვიტამინების და მინერალების წყალობით ორგანიზმში ნელნელა თავისუფლდება. არაქისის ზეთი, რომელიც შემადგენლობა შედის, სისხლში შაქრის ჯანსაღ დონეს ხელს უწყობს. ასე შრომისუნარიანობის შენარჩუნებას შეძლებთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 საშუალო ზომის ვაშლი
  • 2 ბანანი
  • ¼ ჭიქა რძე
  • 2 ს/კ კაკლის ზეთი

ხილი გაასუფთავეთ, დანარჩენ ინგრედიენტებს აურიეთ და დააბლენდერეთ. სასმელი სუფრაზე ჩაციებული გაიტანეთ.

კენკრის სასმელი მატჩით

კენკრა მდიდარია ნატურალური ფრუქტოზით, რომელიც ორგანიზმს დღის განმავლობაში ენერგიის გამოთავისუფლებაში ეხმარება. მატჩის ჩაის მწვანე ფხვნილი კოფეინით და ანტიოქსიდანტებით მდიდარია, მხნეობის და ძალის მატებას ხელს უწყობს. სასმელი შეგიძლიათ დალიოთ დილით ჩვეული ყავის ნაცვლად ან დღის განმავლობაში, როცა ძალის ან ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა ახალი ან გაყინული კენკრა
  • 2 ჩ/კ მატჩა
  • 1 ლაიმის ან ლიმონის წვენი
  • 1 ჭიქა წყალი

ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ და დააბლენდერეთ, სუფრაზე ჩაციებული გაიტანეთ.

საზამთროს სმუზი

საზამთრო ძალიან სასარგებლო ხილია. ის ტენიანობის ბალანსის შენარჩუნებას ხელს უწყობს (გაუწყლოების გამო შეიძლება დაღლილობა იგრძნოთ) და კალიუმის დეფიციტს აღადგენს, რაც გულის ნორმალური მუშაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მარწყვში შემავალი ანტიოქსიდანტები თავს უფრო მხნედ და ენერგიულად გაგრძნობინებთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1,5 ჭიქა წყალი ლიმონის წვენით
  • 2 ულუფა საზამთრო
  • 1 ჭიქა ახალი ან გაყინული მარწყვი
  • ნახევარი ლაიმა

ინგრედიენტები აურიეთ, დააბლენდერეთ და სუფრაზე ჩაციებული გაიტანეთ.

კენკრა–ალუბლის ენერგეტიკული სასმელი

ალუბალი და ბროწეული ანტიოქსიდანტებით სავსეა, რომლებიც პირდაპირ ენერგიით გვმუხტავს, ხოლო კურკუმა ენდორფინების სტიმულირებას ხელს უწყობს, რომელიც განწყობას აუმჯობესებს და შრომისუნარიანობას ზრდის.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ნახევარი ბროწეული
  • 1 ჭიქა ქოქოსის წვენი
  • ნახევარი ჭიქა ალუბლის წვენი
  • ¼ ჩ/კ დაფქული კურკუმა
  • ცოტა ახალი მარწყვი ან ჟოლო

ყველა ინგრედიენტი აურიეთ და დააბლენდერეთ. შეგიძლიათ ლიმონის ნაჭერი და ყინული დაუმატოთ.