Connect with us

ჯანმრთელობა

5 მითი საკეისროთი გაჩენილ ბავშვებზე, რომლის ნდობაც დროა შეწყვიტოთ

საკეისრო კვეთა არის ოპერაცია, რომლის დროსაც ბავშვი საშვილოსნოს გაჭრის მეთოდით ამოყავთ. ამ მშობიარობას ზოგჯერ ხელოვნურს უწოდებენ, რადგან ექიმი ქირურგიული ჩარევით დედას ბავშვის გაჩენაში ეხმარება. ზოგჯერ ეს ერთადერთი მეთოდია დედის და ბავშვის გადასარჩენად, მაგრამ ზოგჯერ ისეთი შემთხვევებიც არსებობს, როცა ქალი უბრალოდ საკეისრო კვეთას ითხოვს, რომ ხანგრძლივი მტკივნეული მშობიარობა თავიდან აიცილოს.

საზოგადოება ამის შესახებ მითების შექმნას უკვე მიეჩვია. ისინი დისკუსიებს აწყობენ, საკეისრო კვეთა სახიფათოა თუ არა? აი. 5 მთავარი მითი!

1. საკეისროთი გაჩენილი ბავშვი ჰიპერაქტიურია

უნდა ითქვას, რომ ეს შეიძლება იყოს ბავშვის ჰიპერაქტივობის (ყურადღების გაფანტვა, გაზრდილი აქტივობა) მიზეზი, მაგრამ ყოველთვის არა! პირველ რიგში, ეს პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს. მეორეც, თუ ბავშვი ნამდვილად ჰიპერაქტიულია, სწორი მკურნალობის და მოვლის პირობებში გამოსწორება შესაძლებელია.

2. ასეთ ბავშვებს განვითარების სპეციალური პროგრამა სჭირდებათ

ხშირად ასეთი ბავშვები აბსოლუტურად ნორმალურად ვითარდებიან. რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ ბავშვები ოპერაციის დახმარებით გაჩნდნენ, ექიმებმა უფრო მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. სწორედ ამიტომ, ასეთი ბავშვები პედიატრთან და ნევროპათოლოგთან დაყავთ, მაგრამ ეს უბრალოდ სიფრთხილის ზომებია. როგორც წესი, თუ ბავშვს განვითარების შეფერხება აქვს, ამაზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას და არა მხოლოდ საკეისრო კვეთა.

3. საკეისროთი გაჩენილი ბავშვები ფიზიკური განვითარებით ჩამორჩებიან

ამ შემთხვევაში ფიზიკური განვითარების პრობლემა შეიძლება რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვიოს: ბავშვის პირველი ამოსუნთქვა მოგვიანებით ხდება, ზოგჯერ სასუნთქ გზებში ამნისტიური სითხე ხვდება, ხოლო ნარკოზმა შეიძლება ნერვულ სისტემაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. სინამდვილეში, ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი აუცილებლად განვითარებას ჩამორჩება!

ასეთი ბავშვები სიმაღლესა და წონაში ჩამორჩენის რისკის ქვეშ არიან. ბავშვს პრობლემა ექნება თუ არა დამოკიდებულია იმაზე, საკეისრო კვეთა დაგეგმილი თუ გადაუდებელი იყო, რადგან მეორე ვარიანტის შემთხვევაში ორგანიზმი მოუმზადებელია, რაც რისკს ზრდის, მაგრამ არა 100%-ით!

4. საკეისროთი გაჩენილი ბავშვები უფრო ხშირად ტირიან

ბუნებრივი მშობიარობის დროს ბავშვი უზარმაზარ სტრესს განიცდის, რომელიც სხვადასხვა ჰორმონების და ნერვო-ფიზიოლოგიური პროცესების განვითარებას ააქტიურებს. ასე ფსიქიკა უფრო გამძლე და ადაპტირებული ხდება. ხოლო ბავშვები, რომლებიც საკეისრო კვეთით გაჩნდნენ, ასეთ სტრესს არ განიცდიან, ამიტომ მათი ნერვული სისტემა დათრგუნულ მდგომარეობაშია. ამან შეიძლება სხვადასხვა პრობლემა გამოიწვიოს, მაგრამ ეს მხოლოდ რისკ-ფაქტორია და არა წინაპირობა!

5. ოპერაციის შემდეგ დედას რძე არ ექნება, ამიტომ ბავშვი ცუდად განვითარდება

კვლევის ფარგლებში გაირკვა, რომ საკეისრო კვეთით გაჩენილი ბავშვების ტვინის მდგომარეობა 9-10 დღეში რეგულირდება, ხოლო ბუნებრივი გზით გაჩენილი ბავშვის მდგომარეობის დარეგულირება პირველივე დღეს ხდება. ზოგჯერ ოპერაციის შემდეგ ქალს ლაქტაციის პროცესი ერღვევა, ამიტომ ძუძუს რძე ნამდვილად არ აქვთ. არსებობს ალბათობა, რომ რძის არსებობის შემთხვევაშიც მისი მიცემა არ შეიძლება, რადგან დედას ძლიერი ანტიბიოტიკები აქვთ გამოწერილი, რომლის გადაცემა ბავშვზე არ შეიძლება.

ბავშვის განვითარებაზე ძუძუთი კვება დადებით გავლენას ახდენს, ამიტომ ბევრად სასარგებლო იქნება, თუ დედას შეუძლია ბავშვი ძუძუთი დამოუკიდებლად გამოკვებოს.

ნებისმიერი ოპერაციის შემდეგ მოსალოდნელია რისკები, რაც თავიდანვე უნდა გაითვალისწინოთ. და მაინც, ამ შემთხვევაში არ ღირს იმაზე ფიქრი, რომ საკეისრო კვეთა აუცილებლად ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს. მთავარია, კარგი ექიმი გყავდეთ და ბავშვზე სწორად იზრუნოთ!