საკითხავი
5 მიზეზი, რის გამოც შვილების თანდასწრებით ტელეფონის ხელში აღება არ ღირს
ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ საით არის მიმართული მშობლების ყურადღება. ამ ყურადღებაზეა დამოკიდებული მათი გადარჩენა, ასევე სოციალური და ემოციური განვითარება.
ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევები აჩვენებენ, თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენონ მშობლებმა ბავშვებს, როცა ფიზიკურად მათთან არიან, მაგრამ მათ მოთხოვნილებებზე არ რეაგირებენ და თავით ტელეფონში არიან გადართულნი.
კვლევა № 1: დედებს, რომლებიც ტელეფონს დაჟინებით უცქერენ, უფრო ნეგატიური და ნაკლებად ამტანი შვილები ჰყავთ
კვლევაში, რომელიც Development Science-ში გამოქვეყნდა, 7 თვიდან 2 წლამდე ბავშვები შეაფასეს ისეთი პარამეტრებით, როგორიცაა ტემპერამენტი, კომუნიკაციის უნარი, ცნობისმოყვარეობა და აღდგენის შესაძლებლობა. როგორც აღმოჩნდა, როცა დედები ტელეფონებით ხელში სხედან, მათი შვილები უფრო მეტ სტრესს განიცდიან და ირგვლივ არსებული გარემოს ნაკლებად იკვლევენ.
ბავშვები, რომელთა დედებიც მობილურ მოწყობილობებს იყენებდნენ, უფრო ნეგატიურები იყვნენ და ემოციური აღდგენა უჭირდათ. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე:
„როგორც დედის გულგრილობის და გარიყვის სხვა სახეობა, მობილური მოწყობილობის გამოყენებამ შეიძლება ბავშვის სოციალურ-ემოციურ ფუნქციებსა და მშობელისა და შვილის ურთიერთობაზე ცუდი გავლენა იქონიოს“.
კვლევა № 2: ბავშვები თავს უსარგებლოდ გრძნობენ და მშობლების ყურადღების მისაღებად სმარტფონთან შეჯიბრება უწევთ
მსხვილ მასშტაბურ საერთაშორისო კვლევაში, სადაც 8-13 წლის 6000 ბავშვი შეისწავლეს, 32 % ამბობს, რომ თავს „უმნიშვნელოდ“ თვლის, როცა მშობელი ტელეფონს სადილობის, საუბრის და ურთიერთობის დროს იყენებს. ბავშვებს ეჩვენებათ, რომ მშობლის ყურადღების მოსაპოვებლად ტექნიკასთან ბრძოლა უწევთ. გამოკითხული ბავშვების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ მშობლები ტელეფონებთან ძალიან ბევრ დროს ატარებენ.
კვლევა № 3: მშობლების გაფანტული ყურადღება ბავშვის სოციალურ და ემოციურ განვითარებას აზიანებს.
კიდევ უფრო მსხვილმა კვლევამ, რომელიც თაგვებზე ჩატარდა, აჩვენა, რომ მშობლების გაფანტული ყურადღება ბავშვის განვითარებას ზიანს აყენებს, განსაკუთრებით თანატოლებთან ურთიერთობის და სიამოვნების მიღების უნარზე. გაფანტული ყურადღების მქონე მშობლების მიერ გაზრდილ თაგვებს ყველაფერს აძლევდნენ, რაც საცხოვრებლად საჭირო იყო. მათი ნორმალური წონა ჰქონდათ, დედებთან იმდენ დროს ატარებდნენ, რამდენსაც მისი თანატოლები, რომლებიც ჩვეულებრივ პირობებში იზრდებოდნენ.
თუმცა მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ გაფანტული ყურადღების მქონე მშობლების მიერ გაზრდილი თაგვები ნაკლებ შაქარს ჭამდნენ და თანატოლებს ნაკლებად ეთამაშებოდნენ, ვიდრე ჩვეულებრივი დედების შთამომავლობა.
მათ „აღზრდაში“ ერთადერთ განსხვავება ის იყო, თუ მშობელი შვილს რამდენ ყურადღებას უთმობდა. გაფანტული დედები ნაკლებად პროგნოზირებადები, ნაკლებად საიმედო და ნაკლებად ყურადღებიანი იყვნენ. მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ქაოტური და ფრაგმანტული დედობრივი ზრუნვა ტვინის განვითარებას აზიანებს, რაც მომავალში ემოციურ აშლილობას იწვევს.
„ემოციური სისტემის განვითარებისთვის აუცილებელია პროგნოზირებადობა და მდგრადობა“ – წერენ მეცნიერები.
ახლავე იმავე მოდელის შემოწმება ადამიანებზე სურთ.
კვლევა № 4: ტელეფონის გამოყენება მშობლის მოვალეობის ჯანსაღ შესრულებას ხელს უშლის.
პედიატრების ჯგუფმა სწრაფი კვების რესტორნებში მშობლების შვილებთან ქცევა შეამოწმეს. ბევრი მშობელი მაგიდასთან დაჯდომისთანავე ტელეფონს იღებდა. უმეტესობა მათგანი ჭამის დროს ტელეფონს იყენებდა – ხშირად ტელეფონში უფრო აქტიური იყვნენ, ვიდრე ბავშვებთან.
როგორც აღმოჩნდა, ბავშვები, რომელთა მშობლები ტელეფონში დააჟინებით იცქირებიან, უფრო პრეტენზიულები და ხმაურიანები არიან. ბევრი „ტელეფონისტი“ მშობელი მოუთმენლობას და გაღიზიანებას გამოხატავს, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს. პედიატრები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მობილური ტელეფონის გამოყენება აღზრდას ხელს უშლის.
„ბავშვები ჩვენგან სწავლობენ, თუ როგორ ისაუბრონ, როგორ წაიკითხონ სხვა ადამიანების სახეები. თუ ეს არ მოხდება, ბავშვები განვითარების მნიშვნელოვან ნაწილს გამოტოვებენ“ – წერს მეცნიერი.
კვლევა № 5: ბავშვები მოწყენილები, გაბრაზებულები არიან, წყობილებიდან გამოდიან და მარტოობით იტანჯებიან, როცა მშობლები ტელეფონებს იყენებენ.
კიდევ ერთი კვლევის დროს 4-18 წლის ათასამდე ბავშვი გამოკითხეს, თუ მათი მშობლები მობილურ მოწყობილობებს როგორ იყენებენ. ბევრი ბავშვი ამბობს, რომ ისინი „დარდს, სიბრაზეს და მარტოობას“ განიცდიან, როცა მშობლები ტელეფონში იძირებიან. რამდენიმე პატარა ბავშვი აღიარებს, რომ მშობლების ტელეფონს მალავენ და ამტვრევენ.
ეს გამოკითხვითი კვლევა იყო, ამიტომ რთულია იმის განსაზღვრა, „ციფრული გათიშვა“ ბავშვებზე გრძელვადიან პექსპექტივაში რა გავლენას მმოახდენს. თუმცა კვლევის შედეგებით შეგვიძლია მშობლებს მოვუწოდოთ, რომ ტელეფონი გვერდზე გადადონ და ბავშვებთან უფრო მეტი დრო გაატარონ. მკვლევარი ამბობს:
„ჩვენი ქცევებით ბავშვებს ვაჩვენებთ, რომ ისინი უმნიშვნელო და უინტერესოები, ნაკლებად მიმზიდველები არიან, ვიდრე ციფრული სამყარო“
ბავშვებთან ყოფნის დროს ტელეფონით ხშირად ერთობით?