საკითხავი
5 მეთოდი, როგორ გამოვიყენოთ მდოგვის ფხვნილი
მდოგვის ფხვნილი, როგორც აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტი რეკომენდებულია. მას კერძებში, კოსმეტოლოგიაში, ხალხურ მედიცინასა და მებაღეობაში უძველესი დროიდან იყენებენ. ხელმისაწვდომი პროდუქტია, ამიტომ აფთიაქსა და მაღაზიაში უპრობლემოდ შეგიძლიათ შეიძინოთ.
ასეთ სასარგებლო ფხვნილს საინტერესო გზით იღებენ. მდოგვის აყვავებული ყვავილის ადგილას ვითარდება პარკი შიგნით მრგვალი თესლებით. ამ თესლის დაწურვით ზეთს იღებენ, ხოლო ჩენჩო უკვე ყველასთვის ცნობილი პროდუქტია. ფხვნილი იაფია და მისი გამოყენების უთვალავი მეთოდი არსებობს. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, სად და როგორ სჯობს მდოგვის ფხვნილის გამოყენება.
მდოგვის ფხვნილის გამოყენების მეთოდები
მცოდნე დიასახლისებისთვის მდოგვის ფხვნილი საოჯახო საქმეებში ერთგული დამხმარეა. მისი გამოყენებით მავნებლებს მოიშორებთ, კანს და თმას მოაწესრიგებთ. გემრიელი კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ ან ჩამჯდარი ლაქა გააქროთ. ნატურალური პროდუქტი ნებისმიერ სფეროში გამოგადგებათ. რამდენიმე მაგალითს გთავაზობთ.
სარეცხი საშუალება
თუ ნამდვილად სუფთა თეთრეულის მიღება გსურთ, მდოგვის ფხვნილი პირდაპირ სარეცხი მანქანის დოლურაში ჩაამატეთ. მისი რაოდენობა დაბინძურების დონეზეა დამოკიდებული: 50-100 გ საკმარისია. ჩვეული რეცხვის რეჟიმი ჩართეთ და სარეცხი ფხვნილი გამოიყენეთ. თეთრეული იბრწყინებს.
ლაქის ამომყვანი საშუალება
მდოგვით ქსოვილს ცხიმის ლაქას მოაშორებთ. ძველ ლაქასაც უმკლავდება. 250 გ ფხვნილი 5 ლ წყალში გახსენით და 3 საათით ჩაალბეთ. ხსნარი ქვაბში უნალექოდ გადაიტანეთ და 35 გრადუსამდე შეათბეთ. რეცხვა დაიწყეთ. ამის შემდეგ ქსოვილი სუფთა წყალში კარგად გაავლეთ.
სადეზინფექციო საშუალება
მდოგვის ფხვნილი მცირე ჭრილობის დროს დაგეხმარებათ, რადგან სადეზინფექციო თვისებებს ფლობს. ჭრილობასა და მის გარშემო კანზე ფხვნილის თხელი ფენა დაიყარეთ და 5 წუთით მოიცადეთ. ამის შემდეგ ცხელ წყალში დასველებული ბამბის დისკით ჭრილობა დაიმუშავეთ.
ჭურჭლის სარეცხი ნატურალური საშუალება
ჭურჭელი ხარისხიანად რომ გარეცხოთ, მდოგვის ფხვნილი წყალში გააზავეთ, რომ არაჟნის მსგავსი მასა მიიღოთ. მიღებული საშუალება ჭუჭყიან ჭურჭელს ღრუბლით წაუსვით და 5 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ.
სუნის გამანეიტრალებელი
ალბათ, პლასტმასის ჭურჭლის, საჭრელი დაფის და სხვა სამზარეულოს ჭურჭლის უსიამოვნო სუნი თქვენთვის ნაცნობია. პრობლემას მარტივად მოაგვარებთ, თუ მდოგვის ფხვნილი გაქვთ. მშრალი ფხვნილით ზედაპირი გაწმინდეთ და გამდინარე წყალში გარეცხეთ. თუ პირველი მცდელობით სასურველი შედეგი ვერ მიიღეთ, გაიმეორეთ. ნატურალური პროდუქტი კარადასა და კომოდში უსიამოვნო სუნს აქრობს. მდოგვის ფხვნილი პატარა ნაჭრის ტომარაში ჩაყარეთ და ავეჯის შიგნით დაკიდეთ.
ეს მდოგვის გამოყენების ყველა შესაძლო მაგალითი არაა. სამრეწველო მასშტაბით მდოგვით თმის და სახის ნიღბებს, მცენარეების სასუქს, ცხოველების საკვებს ამზადებენ. ალბათ, მდოგვს მხოლოდ პიკანტურ სანელებლად არ იყენებთ. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.