ჯანმრთელობა
5 მარტივი მეთოდი კარგი იმუნიტეტის შესანარჩუნებლად
ამ ეფექტური და მარტივი მეთოდების დახმარებით კარგი იმუნიტეტის და ჯანმრთელობის შენარჩუნებას შეძლებთ!
- ასკილი მოხარშეთ და ნატურალური C ვიტამინი სუფთა სახით დალიეთ. გადაჭარბება შეუძლებელია. ორგანიზმი ამ ვიტამინს იმდენი რაოდენობით ითვისებს, რამდენიც სჭირდება.
- ფეხშიშველა ხშირად იარეთ.
- დეპრესიას თქვენი დაპყრობის უფლება არ მისცეთ. ცუდი განწყობის მოტყუება ადვილად შეიძლება, მთავარია სურვილი გქონდეთ.
- შავი ცირცელი ნებისმიერი ფორმით შეჭამეთ. შავი ცირცელი ძვლის ტვინს ააქტიურებს, ის კი იმუნურ სისტემაში უჯრედებს აწარმოებს.
- გვირილა, უკვდავა, არყის კვირტები და კრაზანა – ტიბეტელი ბერების ჩაი დალიეთ.
რამდენიმე პრაქტიკული რეცეპტი
- თუ ძლიერ დაღლილობას გრძნობთ ან ფარული ძალების მოკრეფა გსურთ, ლიმონურას წვენი მოამზადეთ. ახალი კენკრა გარეცხეთ და გაწურეთ. წვენი სტერილურ მინის ქილებში გადაანაწილეთ და თავსახური კარგად დაახურეთ. 1 ჩ/კ წვენი 1 ჭიქა ჩაის დაუმატეთ.
- ძლიერი მატონიზირებელი საშუალების სახით ლიმონურას კენკრის ნაყენი დალიეთ. 1 ს/კ ხმელ ან ახალ კენკრას 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 2 საათით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ და 2 ს/კ ნაყენი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.
- ლიმონურას ნაყოფის ნაყენი სხეულს კარგად ატენიანებს, მხნეობას შეგმატებთ და შრომისუნარიანობას გაზრდის. დაქუცმაცებულ ნაყოფს 70%-იანი სპირტი 1:3 პროპორციით დაასხით, რამდენიმე დღე დააყენეთ, შემდეგ გამჭვირვალე სითხის მიღებამდე კარგად გაფილტრეთ. 30 წვეთი ნაყენი წყალში გახსენით და ჭამამდე ან ჭამიდან 4 საათის შემდეგ, დღეში 3-ჯერ შეჭამეთ.
ყურადღება! უკუჩვენება: ლიმონურას შემცველი სამკურნალო საშუალებები არ მიიღოთ, თუ ნერვული აშლილობა, უძილობა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევა და ჰიპერტონია გაწუხებთ.
- 100 მლ ალოეს წვენი, 500 გრ ნიგოზი, 300 გრ თაფლი და 3-4 ლიმონი აიღეთ. ლიმონის წვენი გაწურეთ, კარგად აურიეთ და 1 დესერტის კოვზი ჭამამდე 30 წუთით ადრე მიირთვით. ეს ნარევი ლიმონის წვენის გარეშეც შეგიძლიათ მოამზადოთ და იმავე დოზით მიიღოთ.
- 200 მლ ალოეს წვენი, 300 გრ თაფლი და 350 მლ წითელი მშრალი ღვინო აიღეთ. კარგად აურიეთ, შემდეგ 1 კვირა ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. 1-2 ჩ/კ ჭამამდე 20-40 წუთით ადრე, დღეში 3-ჯერ მიიღეთ.
ყურადღება! უკუჩვენება: ალოეს მიღება ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმლების, შარდის ბუშტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ტუბერკულოზის გამწვავების, ბუასილის, საშვილოსნოს სისხლდენის, ორსულობის და სიმსივნის დროს არ შეიძლება. ამასთან, ალოეს შემცველი შემადგენლობა საღამოს 7 საათამდე მიიღეთ, რომ უძილობა არ გამოიწვიოთ.