Connect with us

ჰოროსკოპი

5 წონიანი მიზეზი, რატომ სძულთ ვერძი

ვერძის ნიშანი 20 მარტიდან 19 აპრილამდე პერიოდს მოიცავს. ეს ნიშანი ახალი ასტროლოგიური წლის დასაწყისი, ზოდიაქოს პირველი ნიშანია და ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ყველაფერში პირველნი უნდა იყვნენ. როგორც მინიმუმ, თავად ამაში დარწმუნებულნი არიან.

ვერძი ცეცხლის ნიშანია, ანუ ყველაფერი იტაცებს. საკმაოდ არაპროგნოზირებადი ხასიათი აქვს, სწრაფად ფეთქდება და ახალი იდეებით ინთება, მაგრამ ასევე სწრაფად ქრება. ჯიუტი, ენერგიული და პირდაპირია. ზოგადად, საყვარლები არიან, მაგრამ ზოგიერთი თვისების ატანა შეუძლებელია. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თუ რომელი 5 თვისების გამო სძულთ ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები.

თავდაჯერებულობა

ეს ის თავდაჯერებულობა არაა, რომელმაც შეიძლება მოგხიბლოთ. ეს აბსოლუტური რწმენაა, რომ მისი ნეგატიური თვისებებიც ღირსებას წარმოადგენს. არავინ უმკლავდება ამოცანებს ან პრობლემებს ისე კარგად, როგორც ვერძი საკუთარ თვალებში. და მის გადარწმუნებას ვერავინ შეძლებს. უფრო უარესია ის, რომ ნდობა ასაკთან ერთად მხოლოდ იზრდება. იმედიც არ გქონდეთ, რომ ოდესმე შეიცვლება.

არაპროგნოზირებადობა და იმპულსურობა

ამ თვისებების დახმარებით ვერძი სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა უნდა გააკეთოს დასვენების დღეებში ან იყიდოს თუ არა ცხელი ტური შვებულებისთვის. აი, უფრო სერიოზულ საკითხებში ეს თვისებები მხოლოდ ზიანს აყენებს. ვერძი დაგეგმვას, მომზადებას და შესაფერისი დროის არჩევას ვერ იტანს. კარიერის ადგილიდან იწყებს და შემდეგ პროცესში ერკვევა. ახალი იდეები და ხალხი მყისიერად იტაცებს, მაგრამ მათ მიმართ ინტერესს ასევე სწრაფად კარგავს. ხშირად ახალ პროექტებს იწყებს მაშინ, როცა ჯერ ძველი დამთავრებული არ აქვს. ურთიერთობაშიც ამავე სქემით მოქმედებს: თუ ძველი ბეზრდება ან არ აწყობს, მათზე მუშაობის ნაცვლად უბრალოდ ახლით ანაცვლებს. საკუთარ თავში შეუპოვარი და თამამია და არა იმპულსური და თავქარიანი.

საიდუმლოებების შენახვის უუნარობა

არც კი იფიქროთ, რომ ვერძს საიდუმლოებები ანდოთ. უბრალოდ შენახვის უნარი შეზღუდული აქვს. უფრო მეტიც, სხვისი საიდუმლოს გამჟღავნებისას ცოტას თავის მონაგონს ამატებს. სუსტი, მაგრამ სანუგეშოდ შეიძლება ითქვას, რომ ამას ბოროტი ზრახვით არ აკეთებს – უბრალოდ ეს მისი ორგანული მოთხოვნილებაა.

კონკურენცია და ბრაზი

ვერძი ბევრ სიტუაციას თამაშად აღიქვამს, რომელშიც აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს – უბრალოდ იმიტომ, რომ ვერძია. თუ ყველაფერი წარმატებულად წარიმართება, კარგია. თუმცა დამარცხებასთან შეგუება არ შეუძლია. ბევრი დამარცხების შემდეგ აგრესიული და მკაცრი ხდება. ვერძის ბრაზთან და აგრესიიასთან შეჯახებას ნამდვილად არ გირჩევთ. დიახ, სწრაფად წყნარდება, მაგრამ ნეგატიური ემოციების პიკში სჯობს მისგან თავი შორს დაიჭიროთ.

შავ–თეთრი აზროვნება

ვერძებს დეტალებში გასარკვევად დრო და სურვილი არ აქვს. დაუყონებლივ წყვეტს, თუ რა არის კარგი, ვინ არის ცუდი და ვინ მტერი. სხვა რამის დამტკიცება წარუმატებელია. მათთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მხოლოდ საკუთარ ინტერესებსა და მიზნებზე არიან ორიენტირებულნი. ვერძებს სხვა ადამიანები თავიანთი საზრუნავით ნაკლებად აინტერესებთ. მხოლოდ ის, თუ როგორ გამოიყურებიან მათ ფონზე.