Connect with us

ჯანმრთელობა

5 ცალ დაფნის ფოთოლს ბალიშში ვდებ და უძილობა დამავიწყდა

რა ვიცით ბავშვობიდან ნაცნობი დაფნის შესახებ? ის, რომ კულინარიაში ფართოდ გამოიყენება: წვნიანები ამ ხმელი ფოთლით ძალიან სასიამოვნო არომატს იძენს. ანტიკურ ხანაში დაფნით გვირგვინებს აკეთებდნენ, რომელიც დიდების, გამარჯვების და მშვიდობის სიმბოლოდ ითვლებოდა.

არატრადიციული მედიცინის მოყვარულები დაფნის ფოთლის ნახარშით ბევრ სააფთიაქო საშუალებას ცვლიან. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, კიდევ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ მცენარე. დაფნის ფოთოლმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. აღმოჩნდა, რომ დაფნა უძილობას და ხანგრძლივ შფოთვას ეფექტურად ებრძვის.

უძილობის მიზეზები

მცოდნე ექიმები ერთხმად ამტკიცებენ: უძილობის ბევრი მიზეზი არსებობს, მაგრამ, პირველ რიგში, მთავარი მიზეზი უნდა გამოვავლინოთ. ეს შეიძლება იყოს:

  • ყავის და ჩაის ჭარბად მიღება (დიახ! ჩაიშიც ბევრი კოფეინი შედის)
  • მუდმივი სტრესი
  • არასრულფასოვანი კვება
  • გულის, სახსრების და ზურგის მუშაობის დარღვევა
  • პარკისონის დაავადება
  • გაჯეტებზე დამოკიდებულება
  • შეუფერებელი ტემპერატურა და ტენიანობა
  • დეპრესიის ნიშნები
  • საძილე აბების არასწორად მიღება
  • ნარკომანია და ალკოჰოლიზმი

რა გავაკეთოთ ძილის მოსაწესრიგებლად

შესაძლო მიზეზების გაანალიზების შემდეგ საერთო სურათი მეტნაკლებად ნათელი გახდება. დაძინებამდე და გაღვიძების შემდეგ კარგი განწყობის მხარდასაჭერად დაიცავით წესები:

  1. ყურადღება მიაქციეთ, რომ თეთრეული ნატურალური და სუფთა იყოს.
  2. საძინებელი დილას და საღამოს გაანიავეთ (ჯამში 1 საათით საკმარისია).
  3. დაძინებამდე 2 საათით ადრე ტელევიზორი გამორთეთ და სმარტფონი გვერდზე გადადეთ.
  4. ღამით არ ჭამოთ.

როგორ დაგეხმარებათ დაფნის ფოთოლი დაძინებაში

ზოგჯერ წამალი და ყოველდღიური დამამშვიდებელი რიტუალები არ გვშველის. აქ, ხალხური საშუალება დაგეხმარებათ. ბუნებრივია, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. თუ ხედავთ, რომ რომელიღაც ბუნებრივი კომპონენტი ზიანს გაყენებთ, სახლში მკურნალობაზე უარი თქვით. დაფნის ფოთოლში სახიფათო არაფერია, ამიტომ უძილობის ბალიში გააკეთეთ! როგორ? მარტივად. ბამბის ბალიშისპირი აიღეთ და შემავსებლით (ჰიპოალერგიული ბოჭკოები ან ბუმბული) გაავსეთ. 5-7 დაფნის ფოთოლი დაუმატეთ. თითოეულს ქსოვილი გადაახვიეთ, რომ არ დაგჩხვლიტოთ.

დაფნის ფოთოლი გამოყოფს სპეციალურ სუნს, რომელიც მოდუნებას და ღრმა ძილს ხელს უწყობს. ეფექტის გასაუმჯობესებლად ბალახების ნარევი გააკეთეთ. გამოგადგებათ წიწვი, გვირილა, პიტნა და ბარამბო. ასეთი ბალიშის დიდი ხნით გამოყენება არ შეიძლება, მაქსიმუმ 1 კვირით.

თუ ბალიშის გაკეთება გეზარებათ, რამდენიმე დაფნის ფოთოლი წყალში 10 წუთით გააჩერეთ, შემდეგ შუბლზე და საფეთქლებზე დაიდეთ. შალით ან პირსახოცით დაიმაგრეთ და დაწექით.

დაფნის ფოთოლით ბავშვს ადვილად დააძინებთ. საკმარისია, რომ რამდენიმე დაფნის ფოთოლი ოთახში დატოვოთ. ბავშვი სწრაფად დამშვიდდება და დილამდე კარგად დაიძინებს. როგორ იყენებთ დაფნას ყოველდღიურობაში? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

Advertisement