Connect with us

ჰოროსკოპი

5 ყველაზე ცუდი დიასახლისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ასტროლოგები მხოლოდ სხვადასხვა რეიტინგების შედგენით არიან დაკავებულნი. ვინ ამზადებს უკეთ? ვის ელოდება სიმდიდრე? რომელი ზოდიაქოს ნიშანი გახდება ცნობილი? ასე ნამდვილად არაა, მაგრამ ზოგიერთი პროგნოზი თავისი სიზუსტით გვაოცებს. აი, ერთ–ერთი რეიტინგის შემოწმება გადავწყვიტეთ. Alltime.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ყველაზე ცუდ დიასახლისებს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.

სტატისტიკის მიხედვით, ქვემოთ მოცემული ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებს ბევრი ძლიერი მხარე აქვთ. აი, სახლის დალაგება და კერძების მომზადება მათი ძლიერი მხარე ნამდვილად არაა.

ცუდი დიასახლისები ასტროლოგების აზრით

მე-5 ადგილი: სასწორი

ჰაეროვანი და დახვეწილი სასწორი სულიერ მხარეს უფრო მეტ ყურადღებას ანიჭებს, ვიდრე ამქვეყნიურს. პირველ ადგილას პარტნიორთან ღრმა ემოციური კავშირი დგას და არა ქვაბები და შვაბრა. ასეთი ქალი საიმედო მოკავშირეა ყველგან, ოღონდ არა სამზარეულოში. თან მაშინ, როცა სასწორს კერძების მომზადება შეუძლია და უყვარს.

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალს სხვა ბევრი ღირებული თვისება აქვს. ის ბავშვებს დიდებულად უმკლავდება, ქმრის მშობლებს ადვილად ეწყობა და ყოველთვის ბრძნულ გადაწყვეტილებას იღებს.

მე–4 ადგილი: ლომი

მასთან მშიერი არასდროს დარჩებით, თუნდაც ვახშმის მომზადება ვერ მოასწროს, ყოველთვის შეიძლება კერძების გამოძახება. იმის მიუხედავად, რომ ლომს ეგოცენტრულად მიიჩნევენ, ოჯახი მისთვის პირველ ადგილზეა. განსაკუთრებით ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალისთვის. ისინი ახლობლებზე ისე ზრუნავენ, როგორც საკუთარ სიამაყეზე.

თუ სახლის საქმეებით ლომის დატვირთვა მოახერხეთ, ფრთხილად იყავით. სახლის დალაგება და სხვა საზრუნავი ამბიციური, ნათელი ბუნების ქალს არ უხდება. ასე მალე ჩაქრება და მოიწყენს. სჯობს ლომს ცეცხლოვან სტიქიაში დარჩენის უფლება მისცეთ – დაე, ახალი მწვერვალები დაიპყროს! ხოლო, სახლის დალაგება დასუფთავების სამსახურს ანდოთ.

მე–3 ადგილი: მშვილდოსანი

სახლის საქმეების მიმართ სიყვარული მხოლოდ ღრმა სიბერეში უჩნდება. ძლიერი, აქტიური და მხიარული ქალი დიდ წილ სიჯიუტეს ფლობს. პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ მშვილდოსანს კუთხეების გაწმენდა აიძულოთ.

შესაძლოა, ამიტომ უყვარს მოგზაურობა. იქნება ეს კარავი თუ სასტუმროს ნომერი, საცხოვრებელი თავგადასავლებს შორის მხოლოდ დროებითი თავშესაფარია. ბუნება ძალიან ჰარმონიულია და ბედნიერი გარემოებების წყალობით ქალი მშვილდოსანი სხვებზე მეტად ხვდება მეოჯახე მამაკაცს.

მე–2 ადგილი: ვერძი

ვერძს ზოდიაქოს შვილს ტყუილად არ უწოდებენ. თავისი ბუნებით მხიარული ქალი ძალიან მგრძნობიარე, ბუტიაა და განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. ამბობენ, რომ ვერძს ყველაფერი შეუძლია, მაგრამ თუ თავად მოისურვებს.

თუ ვერძს საშინაო საქმეებით დატვირთავთ, დალაგების მიმართ უფრო მეტ სიძულვილს იგრძნობს. ქვეცნობიერადაც კი ყველაფერს პირიქით გააკეთებს. თუმცა თუ ვერძს შეაქებთ და რამდენიმე შესაფერის სიტყვას გამოიყენებთ, დაუდევარი დიასახლისი ოჯახის კერის მფარველად გადაიქცევა. და მაინც, მიდგომის პოვნა რთულია, ამიტომ ქალები სათანადო სტიმულის გარეშე წარმატებული კარიერისკენ უფრო მიისწრაფვიან, ვიდრე სახლისკენ.

1–ლი ადგილი: მორიელი

ეს რეიტინგი გამონაკლისი არ გახდა მათთვის, ვინც ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაიბადა. მორიელს სურს, რომ ყველგან იდეალური იყოს, განსაკუთრებით იქ, სადაც თვალსაჩინოდ რჩება. გარეგნული მხარე, სამსახური, სოციალური ცხოვრება სრულყოფილი უნდა იყოს. აი, იქ, სადაც ცნობისმოყვარე თვალი ვერ წვდება, შეიძლება სრული ქაოსი ბუდობდეს.

განსაკუთრებით ისეთ უმნიშვნელო საკითხებში, როგორიცაა დალაგება. ზედმეტი მტვერი და არეული საკუჭნაო ნაკლებად აწუხებს. ამით მამაკაცების თვალში ნაკლებად მიმზიდველი არ ხდება! მორიელი ხომ ერთ–ერთ ყველაზე ვნებიან და მიმზიდველ ნიშნად ითვლება.

აქვე აღვნიშნავთ: გამონაკლისი ყოველთვის და ყველგან არის! თან სამყარო დაშორდა სტერეოტიპებს, რომ სახლის დალაგება ქალის საქმეა. როგორც წესი, ცუდი დიასახლისების სიაში ამბიციური ზოდიაქოს ნიშნები ხვდებიან. მათ სახლის დალაგებაზე დროის დახარჯვა მტანჯველად თუ არა, უაზროდ მაინც მიაჩნიათ. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? ყველაფერი დაემთხვა?